ანდრო გოცირიძე: რატომ თქვა სპირიდონა სულენჯიამ კი არა და გალუზინმა ის, რაც თქვა? იმიტომ, რომ ...
ანდრო გოცირიძე: აი, ამიტომ იყო სტრატეგიული შეცდომა რუსულ ბაზარზე დაბრუნება და რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა. რასაკვირველია, თუ ეს მიზანმიმართულად არ მოხდა.

ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი:
რა დასანანია, რომ საქართველოში, რომელიც 200 წელია რუსეთისგან გათავისუფლებას ცდილობს, არ გვაქვს რუსეთის პოლიტიკის შემსწავლელი არც ერთი ინსტიტუტი და თუ რაიმე კვლევა არსებობს, არც იმას იყენებს ვინმე.
ამის ბრალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გეორგიევსკის ლამის 300 წლის თავზე, თავიდან რომ ცდილობს გაერკვეს, რუსეთი რამდენად სანდო მოთამაშე და მომლაპარაკებელია და გაოცებული რომ არის, უსაფუძვლო ბრალდება წამოაყენაო.
რეალობა რა არის? რუსეთი ახლა, განსაკუთრებით უნგრეთ-სერბეთის ფონზე, მთელს მსოფლიოში დაკავებულია ლოიალისტური მთავრობების წახალისებით და მასზე დამოკიდებული სოციალური ფენების, ჯგუფების შექმნით, რომლებიც შიშის ან ეკონომიკური მოგება-ზარალის ხარჯზე ეცდებიან მთავრობა დაარწმუნოს ან აიძულოს, კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინის დახმარება შეწყვიტოს, დიდ სურათში კი, დემოკრატია, როგორც საფრთხისშემცველი მმართველობის ფორმა ჩამოანგრიოს (იხ. პუტინის და ლუკაშენკოს განცხადებები დემოკრატიაზე).
ევროპასა და ამერიკაში ამისთვის ის კიბეროპერაციებით და მაგალითად, ცრუ ტერორისტული შეტყობინებებით მიღებული შიშის და ზარალის ხარჯზე (გათვლა: მილიარდობით ზარალის რომ ნახა კომპანიამ რუსული დივერსიის ან საბოტაჟის შედეგად, მთავრობას მოსთხოვს დალაგდეს რუსეთთან) ახდენს ამ ზეწოლის გენერირებას, საქართველოში კი, სადაც საქმე უფრო მარტივად აქვს, სამთავრობო არხს იყენებს.
რატომ თქვა სპირიდონა სულენჯიამ კი არა და გალუზინმა ის, რაც თქვა? იმიტომ, რომ რუსეთის მესიჯი გაავრცელა: ავრცელებ ანტირუსულ ნარატივს? უკრაინის მხარდამჭერი ხარ, თუნდაც მორალურად? რუსეთის ბაზარზე ვერ მოხვდები. აქ დარტყმა მხოლოდ ბიზნესზე კი არ არის, ამ ქარხნების უკან უამრავი მევენახე, დასაქმებული პირი და კონტრაქტორია, რომელთაც ფინანსური ნაკადები შეუწყდებათ. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსულ ბაზარზე ამ სანქცირებულ კომპანიებზე უფრო მსხვილი და გავლენიანი ქართული ბიზნესებიც ოპერირებენ. ეს ხალხი და შევიწროებული ბიზნესიც მთავრობის პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერად იქცევა და გააკონტროლებს, რომ "რუსეთთან გაუგებრობები არ წარმოიქმნას". რა თქმა უნდა, არც უკრაინის ომს აფინანსებს არავინ და არც ანტირუსულ ნარატივს ავრცელებს ღვინის ქარხანა, მაგრამ ....
აი, ამიტომ იყო სტრატეგიული შეცდომა რუსულ ბაზარზე დაბრუნება და რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა. რასაკვირველია, თუ ეს მიზანმიმართულად არ მოხდა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…