ხატია დეკანოიძე: "ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა" იმას ნიშნავს, რომ შეხვედრაზე გაცილებით მეტი მოთხოვნა დააყენეს რუსებმა და როგორც ჩანს გალუზინმა ...
"რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს", - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე:
არავინ გაოგნებულა..
ზურაბაშვილის გაგზავნა მინსკში რუსების მოთხოვნით გაცილებით მეტ მოთხოვნებში გადაზარდეს რუსებმა. მანამდე ბოჭორიშვილმა და კობახიძემ საკმაოდ პოზიტიურად შეაფასეს შეხვედრა გალუზინთან და საგანგაშო არაფერი უთქვმათ.
დღეს, ლუკაშენკას საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუვრცელა ინფორმაცია ოცნებას, რის თქმასაც ესენი არ აპირებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ “გაოგდნენ”.
ასევე, "ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა" იმას ნიშნავს, რომ შეხვედრაზე გაცილებით მეტი მოთხოვნა დააყენეს რუსებმა და როგორც ჩანს გალუზინმა რუსების მთავარი საკითხი წამოჭრა: ძალის გამოუყენებლობაზე ხელმოწერა.
ამის შეეშინდათ, რომ ესეც გავრცელდებოდა და სასწრაფოდ "გაოგნდა" ზურაბაშვლი ერთი კვირის შემდეგ.
ცნობისათვის, "რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს", - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…