"გუშინწინ გზაზე ჩამოვარდნილი ბოძი და ქუჩაში გადებული მაღალი ძაბვის მავთულები უკვე პირდაპირი საფრთხეა. მხოლოდ შემთხვევითობას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბავშვები არ შეეხნენ"
გიგლა ფარჯიანი: მესამე დღეა და მესამე ღამე ღამით შუქი არ არის, დღისით კი მუდმივად ითიშება და ირთვება. აქამდე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლობა ყველაფერს ბიტკოინებს აბრალებდა და ისე ხატავდნენ, თითქოს მთელი სოფლები მაინერებით იყო სავსე.

გიგლა ფარჯიანი:
მესამე დღეა და მესამე ღამე ღამით შუქი არ არის, დღისით კი მუდმივად ითიშება და ირთვება. აქამდე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლობა ყველაფერს ბიტკოინებს აბრალებდა და ისე ხატავდნენ, თითქოს მთელი სოფლები მაინერებით იყო სავსე. გაზაფხულზე შესაბამისი ღონისძიებებიც ჩაატარეს და ის მცირე ნაწილიც ამოიღეს. უკვე ცხადია, რომ პრობლემა სხვაგან ყოფილა. რეალური მიზეზი 60-იან წლებში გაკეთებული, დამპალი ბოძები და ამორტიზებული ხაზებია. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამავალი განშტოებები ყველგან სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ შეცვლას საჭიროებს.
გუშინწინ გზაზე ჩამოვარდნილი ბოძი და ქუჩაში გადებული მაღალი ძაბვის მავთულები უკვე პირდაპირი საფრთხეა. მხოლოდ შემთხვევითობას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბავშვები არ შეეხნენ. აქ ელექტროენერგია გათბობის მთავარი საშუალებაა და ღამით ოჯახები ელექტროგამათბობლების იმედად რჩებიან.
რამდენი წერილიც არ უნდა დაიწეროს, სოფლებში შიდა ქსელები ისევ მოუწესრიგებელია. ენერგო-პრო ჯორჯიას ადგილობრივი წარმომადგენლობა უძლურია, რადგან ცენტრის გარეშე არც შესაბამისი რესურსი აქვს და არც გადაწყვეტილების მიღების გავლენა. დროა, კომპანიის ცენტრალური მენეჯმენტი გამოფხიზლდეს, საქმეს სერიოზულად მიუდგეს და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა განშტოებების სრული რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ დაიწყოს.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…