გია ხუხაშვილი: თორნიკე რაზმაძე ახლა გადის იმ გზას, რომელიც ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე გაიარა
გია ხუხაშვილი: თორნიკე რაზმაძე ახლა გადის იმ გზას, რომელიც ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე გაიარა. დაწყებული “კვერცხების ბიზნესით” და “საპატრიარქოს ლანძღვით” დამთავრებული ბინძური ცილისწამების ნიაღვარი მეც გამოვიარე.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
თორნიკე რაზმაძე ახლა გადის იმ გზას, რომელიც ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე გაიარა.
დაწყებული “კვერცხების ბიზნესით” და “საპატრიარქოს ლანძღვით” დამთავრებული ბინძური ცილისწამების ნიაღვარი მეც გამოვიარე.
ისინი ვამპირებივით დღის სინათლეზე ვერ გამოდიან და ბოროტებაზე ჩვენი სერიოზული რეაქციით იკვებებიან.
ამ ყველაფრის ერთადერთი წამალი არსებობს - კანის გასქელება და საკუთარი სიმართლის კიდევ უფრო ხმამაღლა თქმა.
მხნეობას და სიმართლეში სიმტკიცეს ვუსურვებ კარგ ადამიანს და მოქალაქეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…