არჩილ გამზარდია: ჩვენს ქვეყანაშიც შემდგარიყოს სიკეთის, ძლიერების, გამარჯვების ისეთი მატერიალიზაცია, როგორიც წმინდა გიორგია
არჩილ გამზარდია: წმინდა გიორგი ქართველი არ ყოფილა, ისევე როგორც წმინდა ნინო, წმინდა ანდრია მოციქული და ასურელი მამები, რომლებმაც ქრისტიანობის ფილოსოფია ჩვენი ცნობიერების ფილოსოფიად აქცია.

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
წმინდა გიორგი ქართველი არ ყოფილა, ისევე როგორც წმინდა ნინო, წმინდა ანდრია მოციქული და ასურელი მამები, რომლებმაც ქრისტიანობის ფილოსოფია ჩვენი ცნობიერების ფილოსოფიად აქცია.
მაშინაც იქნებოდნენ ალბათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანები, ვინც მათ ურჯულოსა და გადამგვარებელს დაუძახებდა, მაგრამ ის აწმყო გავიდა და ერის ისტორიამ თითოეული მათგანის რეალური ისტორია, ან სიმბოლოდ ქცეული თქმულებები გამორჩეულ სახისმეტყველებად აქცია.
წმინდა გიორგიმ პირველ რიგში საკუთარ თავზე გაიმარჯვა და შემდეგ უკვე კონკრეტულ თუ ბოროტების განზოგადებულ მატერიალიზაციაზე, ალბათ ამიტომაც გვიყვარს ქართველებს განსაკუთრებულად.
ჩვენს ქვეყანაშიც შემდგარიყოს სიკეთის, ძლიერების, გამარჯვების ისეთი მატერიალიზაცია, როგორიც წმინდა გიორგია.
გილოცავთ გიორგობას ყველას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…