პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დღეს გიორგობაა

საპატრიარქოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

დღეს გიორგობაა
იმედინიუსი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 23 ნოემბერი წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა, 6 მაისი კი - წმინდანის აღსრულების დღე.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დღეს წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენების დღეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები