სალომე სიმონია: ფოტოზე როგორც ჩანს, ზუსტად ისეა ჩამოქცეული სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია. ამ ნანგრევებში ყველანი ვართ მოყოლილები. მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენი რიგი როდის დადგება
სალომე სიმონია: ფოტოზე როგორც ჩანს, ზუსტად ისეა ჩამოქცეული სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია. ამ ნანგრევებში ყველანი ვართ მოყოლილები. მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენი რიგი როდის დადგება. სიჩუმისა და უმოქმედობის ნაცვლად, ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ეს საშიში და ყველასთვის მიუღებელი რეალობა ერთად შევცვალოთ. ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ!

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
■ 31 წლის ბიჭს სხეულის 87% დამწვარი აქვს. 7 ადამიანს ნანგრევებში ეძებენ. აქედან, 3 ბავშვია. 4 უკვე კლინიკაშია.
დღე ასე დაიწყო.
გუშინ:
■ ახლადგახსნილ ბაღში, რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა. თურმე ამას მალავდნენ- არც სასწრაფო გამოიძახეს და არც მშობლებს უთხრეს დროულად.
■ საყდრიონის ბაღში ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ თურმე. ძილის დროს პატარებს სახეზე ბალიშს ადებდნენო - გამოძიება დაწყებულია.
■ კასპში 14 წლის მოსწავლემ კლასელი ელექტროშოკით გათიშა.
■ ვაკეში, კაცი მოკლეს. მერე ჭავჭავაძეზე სროლა იყო.
■ გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა და 10-მდე ოჯახი დააზიანა.
■ ბავშვებმა მაღაზიები გაძარცვეს - ეს ლამის ყოველდღიურად ხდება.
■ ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოჯახი ამოიხოცა. მათ შორის 15 წლის ბავშვია
ფოტოზე როგორც ჩანს, ზუსტად ისეა ჩამოქცეული სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია. ამ ნანგრევებში ყველანი ვართ მოყოლილები. მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენი რიგი როდის დადგება.
სიჩუმისა და უმოქმედობის ნაცვლად, ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ეს საშიში და ყველასთვის მიუღებელი რეალობა ერთად შევცვალოთ. ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ!
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…