ლიკა ზაკაშვილი: 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს საპოლიციო ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა. დღეს კი, აი, ეს ბატონი, პარლამენტს რომ წარმოადგენს...
ლიკა ზაკაშვილი: ჩვენი კოლეგა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, სრულიად უმიზეზოდ შეათრიეს, სცემეს, ე.წ. „დერეფანში“ გაატარეს და სასტიკად გაუსწორდნენ - ყველა ურტყამდა. „ჟურნალისტი ვარო“, რომ ეუბნებოდა, უფრო მეტად ურტყამდნენ. ბოლოს ეხვეწებოდა, შემეშვით, აღარ შემიძლიაო. ჩაუტეხეს სახის ძვლები, ცხვირი, ოპერაცია დასჭირდა.

ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი:
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს საპოლიციო ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის რამდენიმე - განსაკუთრებით მძიმედ.
გურამ როგავას კადრები ყველას გახსოვთ. ისიც, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს რა დამართეს.
ჩვენი კოლეგა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, სრულიად უმიზეზოდ შეათრიეს, სცემეს, ე.წ. „დერეფანში“ გაატარეს და სასტიკად გაუსწორდნენ - ყველა ურტყამდა. „ჟურნალისტი ვარო“, რომ ეუბნებოდა, უფრო მეტად ურტყამდნენ. ბოლოს ეხვეწებოდა, შემეშვით, აღარ შემიძლიაო. ჩაუტეხეს სახის ძვლები, ცხვირი, ოპერაცია დასჭირდა.
დღეს კი, აი, ეს ბატონი, პარლამენტს რომ წარმოადგენს, გამოდის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, დაშავებულ ჟურნალისტებზე საუბარს ბედავს და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ახსენებს.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…