გივი თარგამაძე: თუმცა, მეც რა მიკვირს - გელათის დანგრევას ვუცქერთ უნდრტვინველად, რათა საერთოდ დაგვავიწყდეს, რომ გვქონდა და ...
გივი თარგამაძე: ადამიანი საკუთარ თავზე მუდმივად ინდიელივით მესამე პირში რომ საუბრობს, უკვე მაგის გამო ვერ მჯერა მისი. ჩგინგანჩგუკი ფეხბურთელებს გზაზე ვერ დაგიყენებს, რაგინდ დიდი გველი იყოს.

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე:
ადამიანი საკუთარ თავზე მუდმივად ინდიელივით მესამე პირში რომ საუბრობს, უკვე მაგის გამო ვერ მჯერა მისი. ჩგინგანჩგუკი ფეხბურთელებს გზაზე ვერ დაგიყენებს, რაგინდ დიდი გველი იყოს. მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი ახალგაზრდა მწვრთნელმაო - თუ ასე მძიმედ ვიყავით, რაღა ახალგაზრდას ჩავაბარეთ? რა თქმა უნდა, აბსოლუტური მაჩვენებელი - 6 თამაში არათუ მოგების, გატანილი გოლის გარეშე - გაშვებისთვის ჩვენს შემთხვევაში საკმარისი არ იქნება და მაზოხისტურად შევიზილავთ წვალებას 2027 წლის ბოლომდე.
თუმცა, მეც რა მიკვირს - გელათის დანგრევას ვუცქერთ უნდრტვინველად, რათა საერთოდ დაგვავიწყდეს, რომ გვქონდა და საფეხბურთო ნაკრების ანიჰილიაციაზე ხმის ამომღები ვინაა...
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…