მამუკა მამულაშვილი: აი, ამას ვივიწყებთ ჩვენ, ქართველები - ვის მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა
"გახსოვდეს როდესაც გძინავს თბილ ლოგინში ვიღაც უცნობ ქართველი შენს ღირსებას იცავს!!!“ - წერს ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს

„ქართველებისთვის!
ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვა ადამიანმა თავისი მეგობარი. და ეს ბუნებრივია - ძმაკაცის გვერდით უნდა დადგე და კბილებით იცავდე.
მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას მაგალითად ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა, როდესაც თავის თანამებრძოლებთან ერთად იბრძოდა და საქართველოს ღირსებას იცავდა
და ნიკასნაირი ბევრია. თითოეულმა
მათგანმა საკუთარი სხეულის ან სულის ნაწილი დაკარგა ბრძოლაში - ჯანმრთელობა, კიდურები, ბევრმა კი სიცოცხლეც - საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას შესწირა ყველაფერი რაც გააჩნია!
სწორედ ამ ადამიანებზე უნდა ლაპარაკობდეთ ხმამაღლა . უნდა გვახსოვდეს, ვისი მხრებით და ვისი სისხლით მოვიდა საქართველო დღევანდელ დღემდე. ვინ გააგებინა მომავალ თაობებს რომ მეგობრის გვერდით უნდა იდგე სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს, ვინ იცავდა საკუთარი სხეულის ნაწილით ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
აი, ამას ვივიწყებთ ჩვენ, ქართველები - ვის მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. და თუ ამ ადამიანებს საბოლოოდ დავივიწყებთ, ერთ დღეს აღარაფერი დაგვრჩება, რასაც ნამდვილ გმირობას დავარქმევთ. არც ის გემახსოვრებათ რომ მეგობრის გვერდში დგომა ბუნებრივია ქართველისთვის.!
იცნობდეთ საკუთარ გმირებს !
გახსოვდეს როდესაც გძინავს თბილ ლოგინში ვიღაც უცნობ ქართველი შენს ღირსებას იცავს!!!“ - წერს ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…