პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,რუსთაველზე მარმარილოსა და ბაზალტის ძვირფასი ფილები რომ აყარეს, სად წაიღეს?!” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე

სილქნეტისაქართველოს პარლამენტი

ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის გადათხრის გამო კომუნალური პრობლემები ექმნებათ და სვამს კითხვას, სად წაიღეს აყრილი ძვირფასი მარმარილოსა და ბაზალტის ფილები.

,,რუსთაველზე მარმარილოსა და ბაზალტის ძვირფასი ფილები რომ აყარეს, სად წაიღეს?!” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ალია

ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე:

,,პერიოდულად არ გვაქვს გაზი, წყალი, ახლაც მოგვწერეს 2 დღე წყალი არ გექნებათო, ახლა ინტერნეტი გაითიშა, შესაძლოა ხვალ დაგიკავშირდნენო მეუბნება სილქნეტის ოპერატორი და ეს ყველაფერი რატომ?იმიტომ, რომ კალაძემ მოინდომა რუსთაველის გადათხრა!

ისე დიდი ხანია მინდოდა დამესვა შეკითხვები მარმარილოს და ბაზალტის ფილები იყო დაგებული პარლამენტის მიმდებარედაც და რუსთაველუს მეტროსთანაც წინ მოედანზე, რომ აყარეს ეს ძვირფასი პრაქტიკულად ისტორიული ფილები, სად წაიღეს იცის ვინმემ?! ან რატომ აყარეს საერთოდ?! ან რა უქნეს იმ ამონათებას ამ ფილების ქვეშ 9 აპრილის მემორიალის გარშემო რომ იყო?! ისიც აღარაა! ჩაასხეს ნაცრისფერი, უღიმღამო ქვის ფილები და კაცმა არ იცის რა უქნეს ბაზალს და მარმარილოს! იგივე მიწისქვეშა გადასასვლელების ასევე მარმარილო და ბაზალტის ფილები სად წავიდა და რატომ?!”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ხვალ მთაწმინდის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები