ნიკოლოზ რაჭველი: გაუმარჯოს ქართულ გენს, ნიჭს და მასშტაბს! ეს ბიჭი ამ სამი კომპონენტის შერწყმის საუკეთესო მაგალითია...
ნიკოლოზ რაჭველი: გიორგი გიგაშვილმა დაბადების დღეზე კონცერტით უმასპინძლა ათასზე მეტ მსმენელს კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გაკეთებულ არაჩვეულებრივ საკონცერტო სივრცეში სახელად Tbilisi Factory. მე როგორც სტუმარი სცენაზე ავედი და ჯერ გიორგისთან ერთად ნუნუ დუღაშვილის ხსოვნას მივაგეთ პატივი, მერე კიდევ ერთი ქართველი გენიალური ქალბატონი ინოლა გურგულია გავიხსენეთ გიორგი ცაგარელთან ერთად...
ნიკოლოზ რაჭველი:
გიორგი გიგაშვილმა დაბადების დღეზე კონცერტით უმასპინძლა ათასზე მეტ მსმენელს კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გაკეთებულ არაჩვეულებრივ საკონცერტო სივრცეში სახელად Tbilisi Factory. მე როგორც სტუმარი სცენაზე ავედი და ჯერ გიორგისთან ერთად ნუნუ დუღაშვილის ხსოვნას მივაგეთ პატივი, მერე კიდევ ერთი ქართველი გენიალური ქალბატონი ინოლა გურგულია გავიხსენეთ გიორგი ცაგარელთან ერთად...
ხოდა იმის თქმა მინდა, რომ ენით აუწერელი შეგრძნებაა უცქერდე, უსმენდე, თანამშრომლობდე და მეგობრობდე ისეთ განსაკუთრებულ ტალანტთან და არაორდინალურ პიროვნებასთან, როგორიც გიორგი გიგაშვილია! დაბადების დღის დადგომის წუთებში ვუთხარი, რომ მისი ყოფნა ჩემ ცხოვრებაში და მისი შემოქმედებითი აღმავლობით განცდილი სიამაყე საკმარისია, რომ საკუთარი წარსულით და აწმყოთი ვიყო ბედნიერი!
გაუმარჯოს ქართულ გენს, ნიჭს და მასშტაბს!
ეს ბიჭი ამ სამი კომპონენტის შერწყმის საუკეთესო მაგალითია და მასთან ერთად კიდევ რამდენი გენიალური ქართველი გვყავს, მსოფლიოს რომ ადიდებულებს თავისი ნიჭით, პროფესიონალიზმით და რაღაც სხვანაირი, ქართული მომხიბვლელობით, სიტყვებით რომ ვერ ახსნი ისეთით:)
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…