სოსო ფხაკაძე: ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ქართული ბიზნესის მიმართ
სოსო ფხაკაძე არის „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი, რომელსაც ძმასთან, ლევან ფხაკაძესთან ერთად ფართო ბიზნესპორტფელი და მსხვილი უძრავი ქონება გააჩნია საქართველოში.

,,ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ქართული ბიზნესის მიმართ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცნობისათვის, სოსო ფხაკაძე არის „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი, რომელსაც ძმასთან, ლევან ფხაკაძესთან ერთად ფართო ბიზნესპორტფელი და მსხვილი უძრავი ქონება გააჩნია საქართველოში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობა: „ვისოლ ჯგუფმა“ კოსტავას ქუჩა N68-ში მდებარე ყოფილი ტელევიზიის შენობა და მიწის ნაკვეთი (33,209 კვ.მ მიწა და 23,649 კვ.მ შენობა-ნაგებობები) შეიძინა მულტიფუნქციური და საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, რომლის ღირებულებამაც დღგ-ს ჩათვლით 76.7 მილიონი ლარი შეადგინა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…