ეკა შარაშიძე: რა ლეკები, რა ჩეჩნები და ფერარები?!
ეკა შარაშიძე: ჩვენს თვალწინ, მთავრობის დავალებით, სახლებთან უსაფრდებოდნენ კრიმინალური დაჯგუფებები ადამიანებს და თავს ესხმოდნენ. ქართველი ქართველს, დავალებით, ფულის გამო.

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
„ლეკები რომ თავს დაესხნენ დვალიშვილს, როგორ გაგიხარდაო“, დამესიენ. 200-ზე მეტი ადამიანი დავბლოკე აგრესიის და გინების გამო.
და ის კი არ ესმით, რომ დვალიშვილზე თავდასხმა კი არ გამიხარდა, ორმაგი სტანდარტი მაოცებს.
რა ლეკები, რა ჩეჩნები და ფერარები?!
ჩვენს თვალწინ, მთავრობის დავალებით, სახლებთან უსაფრდებოდნენ კრიმინალური დაჯგუფებები ადამიანებს და თავს ესხმოდნენ.
ქართველი ქართველს, დავალებით, ფულის გამო.
რა ლეკები, როცა დაახლოებით სამი თვის წინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან დაესხნენ თავს.
ლეკებიო, და დგებუაძე გმირად გყავთ შერაცხული, რომლის გამოც მზია ამაღლობელი მეორე წელია ციხეშია.
სიმონიანის სიტყვებიც დედის რძესავით შევირგეთ და კიდევ რამდენი რამ.
რომელ ლეკებზე ლაპარაკობთ? კალაძის შტაბის წინ რაც ხდებოდა, თქვენი ღირსება არ შეურაცხყოფილა და, ვაი საოცრებავ, ლეკებმა შეურაცხყვეს?!
სამარცხვინო ბრბოს, რომელიც კალაძის შტაბს იცავდა და გენიტალიებს ხელს ვერ უშვებდა, ამხნევებდით.
და ლეკებიო
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…