ნათია მეგრელიშვილი: თბილისის ლენგორად გადაქცევა ისე არ მაოცებს როგორც პარალელური პროცესები...
ნათია მეგრელიშვილი: როგორც ჩანს თქვენ ისევ კარგად ხართ და ასე კარგად იყავით როგორც სპარსების ისე არაბების, მონღოლების და ოსმალების სტუმრობისას და მე რატომ უნდა ვინერვიულო?.....წავალ ფეშენ დეფილეზე რვაფეხას ტყავის ჩანთით და იქიდან შატო ჩოხრეთის ტერასაზე მივირთმევ ურუგვაის თეთრ ყავას.

პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი:
თბილისის ლენგორად გადაქცევა ისე არ მაოცებს როგორც პარალელური პროცესები-- ქართულ დაყადაღებულ სცენაზე ოფლიან კინტაურს უბერავენ, ქართველი მასწავლებლები გლორის არანჟირებას აფრიკულ-ბაპტისტურად ჩაბერავენ, "სახალხო არტისტები" მღერიან დაუსრულებლააად მთვარეზე და ვარსკვლავებზე, გარდენიადან ხარისგულას ტომატის და დაჭყლეტილი ნივრის სუნი უბერავს და ადამიანები იღებენ ფილმებს საქართველოს და ჩინეთის მეგობრობაზე ( გარდაიცვალა ბებია ელპიტე ჯავახიშვილი!)...
როგორც ჩანს თქვენ ისევ კარგად ხართ და ასე კარგად იყავით როგორც სპარსების ისე არაბების, მონღოლების და ოსმალების სტუმრობისას და მე რატომ უნდა ვინერვიულო?.....წავალ ფეშენ დეფილეზე რვაფეხას ტყავის ჩანთით და იქიდან შატო ჩოხრეთის ტერასაზე მივირთმევ ურუგვაის თეთრ ყავას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…