არქიმანდრიტი ილია თოლორაია: მადლობა მეუფე იობს სიმართლის თქმისთვის. დაიწყეს უკვე ბრძოლა მეუფის წინააღმდეგ ხელისუფლების მაქებრებმა
ილია თოლორაია: ამ სიმართლის თქმისთვის დავისაჯეთ მამა დოროთე, მე. მამა დოროთე პატრიარქ შიო მესამის კურთხევით რომ დაიბარეს, მაშინ მოსაყდრე იყო, ბოტკოველმა და ჯაღმაიძემ, პირველი კითხვა რაც ბოტკოველმა მამა დოროთეს დაუსვა იყო: "ესეთი შენი აქტიურობები არ მახსოვდა ადრე პოლიტიკასთან საჯარო სივრცეში რაზეც საუბრობო". ეს იყო მათი მთავარი წუხილი, რაზეც მამა დოროთე დაიბარეს.

“მადლობა მეუფე იობს სიმართლის თქმისთვის. ჩემი პატივისცემა, სოლიდარობა მეუფე იობს. დაიწყეს უკვე ბრძოლა მეუფის წინააღმდეგ ხელისუფლების მაქებრებმა. ამ სიმართლის თქმისთვის დავისაჯეთ მამა დოროთე, მე. მამა დოროთე პატრიარქ შიო მესამის კურთხევით რომ დაიბარეს, მაშინ მოსაყდრე იყო, ბოტკოველმა და ჯაღმაიძემ, პირველი კითხვა რაც ბოტკოველმა მამა დოროთეს დაუსვა იყო: "ესეთი შენი აქტიურობები არ მახსოვდა ადრე პოლიტიკასთან საჯარო სივრცეში რაზეც საუბრობო". ეს იყო მათი მთავარი წუხილი, რაზეც მამა დოროთე დაიბარეს.
მიტროპოლიტი სტეფანე, მამა დოროთეს მწვალებელს ეძახდა, როცა ხელისუფლებას ამხელდა, ჯაღმაიძე კი მოწონებას უკეთებდა მის ქადაგებას. მიტროპოლიტი სტეფანე ამბობდა: "ხელისუფლებასთან წინაღმდეგობა არ შეიძლებაო". ვნახოთ, ახლა რას იტყვის მეუფე იობის ქადაგებაზე. დიტო სამხარაძე, მამა დოროთეს ხელისუფლების მხილების გამო გოთვერანს ეძახდა. მამა დოროთე, რომ ამხელდა ივანიშვილს, ხელისუფლებას, მაშინ სამღვდელოების ნაწილი ამბიონებიდან ქადაგებებს უძღვნიდნენ. ვნახოთ, რას იტყვიან მეუფე იობის ქადაგებაზე.“ - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…