ზეინაბ დიასამიძე: გადაეცით გია ჭყონიას-ბათუმი და აჭარა ბაბუამისის მემკვიდრეობა არ არის, დაიოკე მადაც და ამბიციებიც!
ზეინაბ დიასამიძე: ამ სახლში ცხოვრობდნენ აკაკი წერეთელი და ივანე მესხი. ამ სახლში ცხოვრობდა სახელოვანი ბათუმელი ექიმი-თამარ ბეთანელი, ვისთანაც ჩემი ბავშვობა გამიტარებია. გემოვნებიანი, მდიდრული სისადავის, ელეგანტური არქიტექტურის ეს შენობა საუკუნეზე მეტია ამშვენებდა ბათუმის ცენტრალურ გამზირს.

ბათუმის მკვიდრი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე:
სამი დღეა ვიცი და ვდუმვარ, კედლებს ვეხეთქები და სამი დღე ზუსტი ინფორმაციის მოძიებაში გავატარე, ვერ ვიჯერებდი რომ სტალინის ქუჩის ამ განსაკუთრებულ შენობას ვინმე მისი ავი ზრახვებით, ყოვლად უსაფუძვლო ამბიციებით და ამოუყორავი და დაუოკებელი "აპეტიტით" რაიმეს შეკადრებდა!
ცნობისთვის... ამ სახლში ცხოვრობდნენ აკაკი წერეთელი და ივანე მესხი. ამ სახლში ცხოვრობდა სახელოვანი ბათუმელი ექიმი-თამარ ბეთანელი, ვისთანაც ჩემი ბავშვობა გამიტარებია. გემოვნებიანი, მდიდრული სისადავის, ელეგანტური არქიტექტურის ეს შენობა საუკუნეზე მეტია ამშვენებდა ბათუმის ცენტრალურ გამზირს.
სულ მაინტერესებდა, ბოლო წლებში რა იყო სახლის გაპარტახების მიზეზი და აი, ესეც გაცხადდა.... დეპუტატ გია ჭყონიას შეუსყიდია და "გამდის და ვტირიო" პრინციპით თავის საკუთრებას რასაც უნდა იმას დამართებს! მერე რა რომ კულტურული მემკვიდრეობაა!
გადაეცით ჭყონიას-ბათუმი და აჭარა ბაბუამისის მემკვიდრეობა არ არის, დაიოკე მადაც და ამბიციებიც! და რაც არ უნდა ნიჭიერი არქიტექტორი ჰყავდეს გუნდში-ამ სახლის რესტავრაცია ყოველგვარი რეკონსტრუქცია და "აქანამივაშენებლოჯიას" და "დავაშენებშკაფს" არ გამოგივათ!
ნუ გადაგვრევთ ბათუმლებს!
პატივი ეცით ქალაქს!
ქალაქი ფეხზე დადგება... აკი უკვე მეხმიანებიან და მთხოვენ აქტიურობას.
იფხიზლეთ ბათუმლებო!
PS. ბოლო ფოტო არის რენდერი, რომლის ნებართვაც სავარაუდოდ აჭარის ძეგლთა არდაცვის სააგენტომ გასცა... როგორი ნაცნობი თემაა!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…