ირაკლი ფავლენიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს ჯარის ძარცვასთან და სხვა უამრავ დანაშაულთან ერთად ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაშიც, რადგან ეს ამბავი სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა
ირაკლი ფავლენიშვილი: პუტინის პირადი ტყვის და ივანიშვილის კრიმინალ ქვეშემრდომს შორის ნებისმიერი პარალელის გავლება არის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად გაუმართლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი:
ირაკლი ღარიბაშვილს ჯარის ძარცვასთან და სხვა უამრავ დანაშაულთან ერთად ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაშიც, რადგან ეს ამბავი სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა. მოწამვლის საქმეში არსებობს როგორც ვივა მედის ექიმის, ისე საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა.
პუტინის პირადი ტყვის და ივანიშვილის კრიმინალ ქვეშემრდომს შორის ნებისმიერი პარალელის გავლება არის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად გაუმართლებელი და რა თქმა უნდა არ გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის პოზიციას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…