ნუნუ გელაძე: რომის რჩეულმა საზოგადოებამ იხილა ბრწყინვალე წარმოდგენა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლიანი ისტორიის ქრონიკებისა
ნუნუ გელაძე: 2026 წლის 6 ნოემბერი ქართული კულტურის ისტორიაში უსათუოდ დარჩება მნიშვნელოვან თარიღად, რადგან წმიდა საყდრის კანცელარიის სასახლეში Ვატიკანთან არსებული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსმა და რომის რჩეულმა საზოგადოებამ იხილა ბრწყინვალე წარმოდგენა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლიანი ისტორიის ქრონიკებისა, რომელიც არაჩვეულებრივი ოსტატობით განასახიერეს მსახიობებმა ნინო თარხან-მოურავმა, ლევან ხურციამ და კახა მიქიაშვილმა.

მთარგმნელი, ჟურნალისტი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, საზოგადო მოღვაწე, ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“ -ს თავმჯდომარე ნუნუ გელაძე:
2026 წლის 6 ნოემბერი ქართული კულტურის ისტორიაში უსათუოდ დარჩება მნიშვნელოვან თარიღად, რადგან წმიდა საყდრის კანცელარიის სასახლეში Ვატიკანთან არსებული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსმა და რომის რჩეულმა საზოგადოებამ იხილა ბრწყინვალე წარმოდგენა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლიანი ისტორიის ქრონიკებისა, რომელიც არაჩვეულებრივი ოსტატობით განასახიერეს მსახიობებმა ნინო თარხან-მოურავმა, ლევან ხურციამ და კახა მიქიაშვილმა.
შესანიშნავ ტექსტს, დაწურულს და მრავალი მთქმელს, რომლის ავტორია თამარ მახარაძე და რომელიც მე ვთარგმნე იტალიურად, ახლდა საოცარი მუსიკალური ფონი ქეთი Გაბისიანის, ლელა მჭედლიძის და სხვათა შესრულებით, რაც დააგვირგვინა ჩვენმა სასიქადულო მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა.
Ეს დღე წმიდა საყდართან არსებული საქართველოს საელჩოს საქმიანობაშიც ჩაიწერება მნიშვნელოვან თარიღად, ვინაიდან მისმა გუნდმა ელჩის, დავით მექვაბიშვილის მეთაურობით მართლაც შეუძლებელი შესძლო და დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა, განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებს, ამაყად რომ გვეჭირა თავი.
Ამისათვის მადლობა დავით მექვაბიშვილს, თეა ჭანტურიშვილს, ირინა სანაშვილს. Მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს საპატრიარქოს, მეუფე დანიელს და, რა თქმა უნდა, პირველ ლედის, ქალბატონ თამარ ბაგრატიონს. Კვლავაც გავეხარებინეთ მსგავსი ღონისძიებებით.
Ფოტოები არა მაქვს, სელფი მე არ მიყვარს, კი მიიღებდნენ აქა-იქ, მაგრამ გამოაქვეყნებენ თუ არა, არ ვიცი. Მთავარია, ბედნიერი და კმაყოფილი წამოვედი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…