ლიკა გოგლიძის ტრიუმფი
ცნობილი ქართველი დიზაინერი ლიკა გოგლიძე, ბრენდ LIYA-ს შემქმნელი ცხოვრობს ავსტრიაში. წელს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - ზე, ლიკა გოგლიძის ჩვენება თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე გაიმართა. მის კოლექციებს ხშირად ნახავთ საერთაშორისო მოდის კვირეულის ჩვენებებზე. მისი კოლექცია ფართოდაა ცნობილი ევროპაში და არამხოლოდ!
2026 წლის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 5 ნოემბერს გაიხსნა და 8 ნოემბერს დაიხურება. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული აერთიანებს ქართულ და საერთაშორისო შემოქმედებით იდეებს, თამამ თვითგამოხატვასა და მოდისადმი ახლებურ ხედვას.
ცნობილი ქართველი დიზაინერი ლიკა გოგლიძე, ბრენდ LIYA-ს შემქმნელი ცხოვრობს ავსტრიაში. მის კოლექციებს ხშირად ნახავთ საერთაშორისო მოდის კვირეულის ჩვენებებზე. მისი კოლექცია ფართოდაა ცნობილი ევროპაში და არამხოლოდ.
წელს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - ზე, ლიკა გოგლიძის ჩვენება თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე გაიმართა. ეს იყო პერფორმანსი, რომელიც მაყურებლისათვის მოულოდნელი იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა. აღფრთოვანებული მაყურებლის ოვაციები და ხანგრძლივი ტაში ისმოდა დარბაზში.
"ფიგაროს ქორწინების" პერსონაჟები თანამედროვე დიაზაინერის კოსტუმებში და მოცარტის უკვდავი მელოდია - არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნიდა! ეს იყო დიზაინერის, ლიკა გოგლიძისა და რეჟისორის, ქორეოგრაფის თინათინ წულაძის ერთობლივი შემოქმედების ბრწყინვალე შედეგი. ეს იყო შემოქმედებითი ჯგუფის გამარჯვება!



ცნობისათვის, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2026-ის ციფრულ პლატფორმ���ზე და მიმდინარე საერთაშორისო გამოცემაში სულ 20 დიზაინერი აჩვენებს საკუთარ კოლექციას.
კვირეულის შემოდგომის სეზონი (International Edition) ამჟამად მიმდინარეობს (5-8 ნოემბერი) და მასში მონაწილე ძირითადი ბრენდები და დიზაინერები არიან:
Lika Kubaneishvili (Unknown Artisan)
LIYA
Uta Bekaia
Reckless
Uventa
Akà Prodiàshvili
Sofio Gongliashvili
Tekla Gurgenidze (Syndrom)
Tinatin Pantskhava (NuMeN)
Ketevane Maissaia
გარდა ამისა, წელს კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს BENEXT-ის პლატფორმას, სადაც კიდევ 12-მა ახალგაზრდა, დამწყებმა დიზაინერმა გარდა ამისა, წელს კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს BENEXT-ის პლატფორმას, სადაც კიდევ 12-მა ახალგაზრდა, დამწყებმა დიზაინერმა.
ცნობისათვის, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული (Mercedes-Benz Fashion Week) გლობალური პროგრამის სახით, რომელსაც ავტოგიგანტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აფინანსებს, ეტაპობრივად განვითარდა, თუმცა ბრენდის ოფიციალური, ფართომასშტაბიანი ჩართულობა მოდის კვირეულების სპონსორობაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან (კონკრეტულად 2001 წლიდან ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პარტნიორობით) გააქტიურდა.
რაც შეეხება მის ქართულ ანალოგს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დაარსდა 2015 წელს სოფო ჭყონიას მიერ. ის ყოველწლიურად აერთიანებს წამყვან ქართველ და უცხოელ დიზაინერებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…