პეტრე მამრაძე: მერაბიშვილმა ცნობილ ჟურნალისტს უთხრა: „იმედი“ რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდითო - მან თქვა სრული სიმართლე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრ პეტრე მამრაძის განცხადებით, მერაბიშვილმა სიმართლე თქვა, როცა აღნიშნა, რომ „იმედის“ დაუხურავად ძალაუფლებას დაკარგავდნენ. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ტელეკომპანია დარბევის საბაბის შესაქმნელად დაარბიეს.

მერაბიშვილმა ცნობილ ჟურნალისტს უთხრა: „იმედი“ რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდითო - თქვა სრული სიმართლე. მათ ეს იცოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.
მამრაძემ 2007 წელს 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„ის, რომ საგანგებო მდგომარეობა დროულად არ გამოცხადდა და ჯერ დაარბიეს „იმედი“, ეს იმიტომ გაკეთდა, საგანგებო მდგომარეობა რომ გამოეცხადებინათ, მაშინ „იმედის“ ხელმძღვანელობა მაშინვე კანონმორჩილად გამორთავდა „იმედს“ და დარბევის საბაბი და მიზეზი აღარ იქნებოდა.
მე ძალიან კარგად ვიცი, როგორც განიცდიდა სააკაშვილი იმას, რასაც აჩვენებდა „იმედი“. როცა „იმედმა“ აჩვენა სოფელ ჭოპორტში სააკაშვილის მიერ აშენებული უძვირფასესი ვილა, რომელიც სანდრასა და მისი მშობლებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ვილა აშენებული იყო იმ ადგილას, სადაც დედაქალაქისთვის მტკნარი წყალი გროვდება და იქ ახლოს, საერთოდ ფეხით გავლაც არ შეიძლება.
გირგვლიანის საქმე ვერ მიიღებდა იმ მასშტაბს, რომ არა „იმედი“. „იმედს“ რომ არ ეჩვენებინა ის მანქანები, რომლებმაც მიიყვანეს გირგვლიანი და მისი მეგობარი იმ ადგილზე, სადაც შემდეგ გირგვლიანი დაიღუპა“, - აღნიშნა მამრაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ის, რომ საგანგებო მდგომარეობა დროულად არ გამოცხადდა და ჯერ დაარბიეს „იმედი“, ეს იმიტომ გაკეთდა, საგანგებო მდგომარეობა რომ გამოეცხადებინათ, მაშინ „იმედის“ ხელმძღვანელობა მაშინვე კანონმორჩილად გამორთავდა „იმედს“ და დარბევის საბაბი და მიზეზი აღარ იქნებოდა. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორც განიცდიდა სააკაშვილი იმას, რასაც აჩვენებდა „იმედი“. როცა „იმედმა“ აჩვენა სოფელ ჭოპორტში სააკაშვილის მიერ აშენებული უძვირფასესი ვილა, რომელიც სანდრასა და მისი მშობლებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ვილა აშენებული იყო იმ ადგილას, სადაც დედაქალაქისთვის მტკნარი წყალი გროვდება და იქ ახლოს, საერთოდ ფეხით გავლაც არ შეიძლება. გირგვლიანის საქმე ვერ მიიღებდა იმ მასშტაბს, რომ არა „იმედი“. „იმედს“ რომ არ ეჩვენებინა ის მანქანები, რომლებმაც მიიყვანეს გირგვლიანი და მისი მეგობარი იმ ადგილზე, სადაც შემდეგ გირგვლიანი დაიღუპა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…