პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძემ ჩინეთს „თანამედროვე სამყაროში ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წელს ის საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად იქცა. პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა ორმხრივი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება განიხილეს.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
BM.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩინეთიდან საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას და მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და თქვენი ვიზიტიც საქართველოში ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი მორიგი გამოხატულებაა. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 34 წელს ითვლის და მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლისთავზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მოხარული ვართ, რომ ამ შეთანხმებას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის და მას შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წინსვლას ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განუხრელ მხარდაჭერას ერთი ჩინეთის პრინციპთან მიმართებით. ჩვენ შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური ბიზნესის, ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ. ეს შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად გავაღრმაოთ პარტნიორობა, მათ შორის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე.

„ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარება. ასევე დაინტერესებული ვართ, თანამშრომლობა გავაღრმაოთ არაერთ სხვა სფეროში, ეს არის კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. მოხარული ვართ, რომ ამ დარგებშიც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მუდმივად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებსა და შესაბამის უწყებებს შორის. ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ლიდერები მხარს უჭერდნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ივნისში პრეზიდენტი სი ძინპინი და პრეზიდენტი ყაველაშვილი შეხვდნენ და გაკეთდა განცხადება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება. სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას. ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ქვეყნის განვითარების ინტერესებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - აღნიშნა ხან ჭენგმა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
  4. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ
  5. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა
  6. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
  7. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას, გვაქვს დადებითი დინამიკა
  8. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
  9. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ“
  10. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ურთიერთობის განვითარებისთვის
  11. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის“
  12. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე - ჩინეთთან ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს და ეს გვაძლევს მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35-ე წლისთავი აღინიშნება. სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობასა და თანამშრომლობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები