ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ურთიერთობის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ღირებულებითი კავშირი არსებობს, რის გამოც საქართველო თანამშრომლობის გაღრმავებითაა დაინტერესებული.

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით.
„ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარება. ასევე, დაინტერესებული ვართ, თანამშრომლობა გავაღრმაოთ არაერთ სხვა სფეროში, ეს არის კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. მოხარული ვართ, რომ ამ დარგებშიც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მუდმივად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შესაბამის უწყებებს შორის. ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ
პრემიერი: ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
ირაკლი კობახიძე – უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას, გვაქვს დადებითი დინამიკა
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე: „ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ“
ირაკლი კობახიძე: „ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის“
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე - ჩინეთთან ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს და ეს გვაძლევს მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…