"42-ე სკოლას ანგრევენო… გადაწყვეტილიაო… “შენ აქ მასპინძელი ხარ და არა, სტუმარი!.. გაუფრთხილდი, მშობლიური სკოლის ღირსებას!”
42-ე სკოლას ანგრევენო… გადაწყვეტილიაო… “შენ აქ მასპინძელი ხარ და არა, სტუმარი!.. გაუფრთხილდი, მშობლიური სკოლის ღირსებას!” - ეს წარწერა იყო, სკოლის მთავარ, ცენტრალურ ადგილას, სამასწავლებლოს პირდაპირ, ჰოლში, ილია ვეკუას ბიუსტის ქვეშ - რომელიც ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

"მე, ვეკუელი ვარ! ფიზ-მათი, რაა.
42-ე სკოლას ანგრევენო… გადაწყვეტილიაო… “შენ აქ მასპინძელი ხარ და არა, სტუმარი!.. გაუფრთხილდი, მშობლიური სკოლის ღირსებას!” - ეს წარწერა იყო, სკოლის მთავარ, ცენტრალურ ადგილას, სამასწავლებლოს პირდაპირ, ჰოლში, ილია ვეკუას ბიუსტის ქვეშ - რომელიც ძალიან კარგად დამამახსოვრდა.
ალბათ, ამ ბოლო პერიოდის, ერთ-ერთი ყველაზე გულის დასაფუფქი ინფორმაცია, განცდა და შეგრძნებაა, რაც კი რამ მქონია. მიჭირს, მეორე სახლი დავარქვა, პირველობაშიც დამძრახავთ. თუმცა, დღიდან იქ მოხვედრისა, დაიწყო ჩემი ტრანსფორმაციული გზა, რომელიც შეუქცევადია, აწმყოსა და განგრძობითში, სულ მამოგზაურებს! მაამაყებს! მერე იყვნენ ჩემს კვალს დადგომილნი დa-ძმა, ბიძაშვილები, ჩემი მოსწავლეები…
გარდა სწავლებისა/შემეცნებისა, ისეთი სიმდიდრით დავტოვე/დავასრულე სკოლა და ვაგრძელებ ცხოვრებას, მეტი რომ არ შეიძლება - ოჯახის წევრები ვართ კლასელებიც და მასწავლებლებიც… იმაზე მეტი ხანია ვმეგობრობთ, ვიდრე იმ ჩვენი შეხვედრის ათვლის წერტილის ასაკისანი ვიყავით. იმაზე დიდად ავფეთქდით, ვიდრე მაშინ, დიდი აფეთქების თეორიას ვხვდებოდით! გვეცინებოდა, კიდეც…
სად არ გავიმარჯვეთ! სად არ ვაამაყეთ სკოლა. მგონია კი არა და, გრძელდება ის გამარჯვებები, რადგანაც, რა სფეროსაც არ უნდა მიადგე, კაცი, იქ რომ ვეკუელი ვერ იპოვნო, ე.ი. გინდოდა, რომ არ გეპოვნა!
აგერ, 1 თვის წინ, დემნამ დაიწყო იქაური ტრადიციის, ემოციის, სწავლების მიღება და ძალიან, ძალიან ბედნიერი და მოტივირებულია! თან მამას სკოლაა, თან მამას ძმაკაცებისა და მეგობრებისა! და საბედნიეროდ, შაბათობით დავდივარ, დემნასთან ერთად…
ჩემი მანქანის ნომერი BE042RO, სწორედაც, რომ 42-ე სკოლის საპატივცემულოდ მაქვს.
ხვალ, 10:00 სთ-ზე მივიდეთ ვეკუაში, ვეკუელები, მწყობრში, ფიზ-მათურად!", - წერს გიორგი ბერიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…