რომან გოცირიძე: დღეს ამერიკაში არჩევნები იმართება. აშშ-ში არ არსებობს არანაირი „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ცესკო), რომელსაც ვინმე ბრძანებით ან სატელეფონო ზარით გააკონტროლებს
-არჩევნებს ატარებს 50 დამოუკიდებელი შტატი და ათასობით ადგილობრივი ოლქი (ჩვენებურად, მუნიციპალიტეტი). -ხმებს ითვლიან და შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებენ შტატის სახელმწიფო მდივნები. ესენი არიან დამოუკიდებელი მოხელეები, რომელთაც შტატის მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს, ხოლო მათი ფუნქცია ჩვენი იუსტიციის სახლისა და ცესკოს ნაზავს წააგავს.

რომან გოცირიძე:
დღეს ამერიკაში არჩევნები იმართება. ხშირად გაიგონებთ ჭორებს, თითქოს ტრამპს (ან ნებისმიერ პრეზიდენტს) არჩევნების შედეგების არაღიარება შეუძლია. ეს უბრალოდ არასერიოზულია.
აშშ-ში არ არსებობს არანაირი „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ცესკო), რომელსაც ვინმე ბრძანებით ან სატელეფონო ზარით გააკონტროლებს.
ამერიკული საარჩევნო სისტემა სრულად დეცენტრალიზებულია:
-არჩევნებს ატარებს 50 დამოუკიდებელი შტატი და ათასობით ადგილობრივი ოლქი (ჩვენებურად, მუნიციპალიტეტი).
-ხმებს ითვლიან და შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებენ შტატის სახელმწიფო მდივნები. ესენი არიან დამოუკიდებელი მოხელეები, რომელთაც შტატის მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს, ხოლო მათი ფუნქცია ჩვენი იუსტიციის სახლისა და ცესკოს ნაზავს წააგავს.
-თითოეულ შტატს საკუთარი კანონმდებლობა აქვს და ცენტრალურ მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ჩაერიოს ან გააუქმოს მათი გადაწყვეტილება.
აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს უფლება გააუქმოს არჩევნები, გადაავადოს ის ან უარყოს შტატების მიერ დამოწმებული შედეგები. ამერიკული ინსტიტუტების ძალა სწორედ ამ დეცენტრალიზაციაშია-შეუძლებელია გააკონტროლო ის, რასაც ერთი ცენტრიდან არავინ მართავს.
ხვალ ამერიკაში დემოკრატია იზეიმებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ამერიკაა.
პროგნოზებზე საუბარი ზედმეტია-ისედაც ყველაფერი ნათელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…