პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ხშირად გაიგონებთ ჭორებს, თითქოს ტრამპს (ან ნებისმიერ პრეზიდენტს) არჩევნების შედეგების არაღიარება შეუძლია” – რომან გოცირიძე

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ყოფილმა პარლამენტარმა რომან გოცირიძემ ჭორები უწოდა მოსაზრებას, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტს არჩევნების შედეგების არაღიარება შეუძლია. მისი განცხადებით, ამერიკული საარჩევნო სისტემა სრულად დეცენტრალიზებულია და ცენტრალურ მთავრობას შტატების გადაწყვეტილებაში ჩარევის ბერკეტი არ გააჩნია.

,, ხშირად გაიგონებთ ჭორებს, თითქოს ტრამპს (ან ნებისმიერ პრეზიდენტს) არჩევნების შედეგების არაღიარება შეუძლია” – რომან გოცირიძე
ალია

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,დღეს ამერიკაში არჩევნები იმართება. ხშირად გაიგონებთ ჭორებს, თითქოს ტრამპს (ან ნებისმიერ პრეზიდენტს) არჩევნების შედეგების არაღიარება შეუძლია. ეს უბრალოდ არასერიოზულია.

აშშ-ში არ არსებობს არანაირი „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ცესკო), რომელსაც ვინმე ბრძანებით ან სატელეფონო ზარით გააკონტროლებს.

ამერიკული საარჩევნო სისტემა სრულად დეცენტრალიზებულია:

-არჩევნებს ატარებს 50 დამოუკიდებელი შტატი და ათასობით ადგილობრივი ოლქი (ჩვენებურად, მუნიციპალიტეტი).

-ხმებს ითვლიან და შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებენ შტატის სახელმწიფო მდივნები. ესენი არიან დამოუკიდებელი მოხელეები, რომელთაც შტატის მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს, ხოლო მათი ფუნქცია ჩვენი იუსტიციის სახლისა და ცესკოს ნაზავს წააგავს.

-თითოეულ შტატს საკუთარი კანონმდებლობა აქვს და ცენტრალურ მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ჩაერიოს ან გააუქმოს მათი გადაწყვეტილება.

აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს უფლება გააუქმოს არჩევნები, გადაავადოს ის ან უარყოს შტატების მიერ დამოწმებული შედეგები. ამერიკული ინსტიტუტების ძალა სწორედ ამ დეცენტრალიზაციაშია-შეუძლებელია გააკონტროლო ის, რასაც ერთი ცენტრიდან არავინ მართავს.

ხვალ ამერიკაში დემოკრატია იზეიმებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ამერიკაა.

პროგნოზებზე საუბარი ზედმეტია-ისედაც ყველაფერი ნათელია.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. NEWS.GEრომან გოცირიძე: დღეს ამერიკაში არჩევნები იმართება. აშშ-ში არ არსებობს არანაირი „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ცესკო), რომელსაც ვინმე ბრძანებით ან სატელეფონო ზარით გააკონტროლებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რომან გოცირიძე: ტრამპის ეს ნაბიჯი ვერ შეცვლის შუალედური არჩევნების შედეგებს. ძალიან დიდი ალბათობით, 2 ნოემბერს ის წააგებს არჩევნებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები