მამუკა ფიფია: თუ პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის მხარდაჭერა გვექნება, იგეგმება რუსულ-სლავური უნივერსიტეტის გახსნაც
მამუკა ფიფია: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის და არა – რუსების. რუსები როგორმე აიტანენ იმას, თუ საქართველოში რუსულად კარგად ვერ ისაუბრებენ, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება, რადგან არსებობენ აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, ბელარუსები, მოლდოველები – ყველა მათგანი რუსულად საუბრობს.

“ჩვენი ერთ-ერთი მიზანია საქართველოში რუსული ენის მხარდაჭერა და მისი მაქსიმალურად პოპულარიზაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში რუსული ენა დაიკარგოს. მას მხარდაჭერა და განვითარება სჭირდება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის და არა – რუსების. რუსები როგორმე აიტანენ იმას, თუ საქართველოში რუსულად კარგად ვერ ისაუბრებენ, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება, რადგან არსებობენ აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, ბელარუსები, მოლდოველები – ყველა მათგანი რუსულად საუბრობს.
ამიტომ, რუსული ენა გვჭირდება და ჩვენ საქართველოში რუსულ ენას მხარს დავუჭერთ. ასევე, თუ პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის მხარდაჭერა გვექნება, იგეგმება რუსულ-სლავური უნივერსიტეტის გახსნაც" - თქვა მამუკა ფიფიამ რუსულ პროპაგანდისტულს მედიასთან Соловьёв LIVE-თან ინტერვიუში. ინტერვიუში პუტინისტმა ბიზნესმენმა ასევე ისაუბრა ლომისის ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენასა და ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთიანობის“ საქმიანობაზე
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…