საბა ბუაძე: მერიის ეს პოზიცია და მტკიცებულებების გარეშე ყველაფრის უარყოფა მხოლოდ ამყარებს ეჭვებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ენით აუწერელ სისასტიკესთან
მიუსაფარი ცხოველების საზარელი სიკვდილის საქმეზე თბილისის მერიამ შაბლონური განცხადება გაავრცელა და ამ ამბავს სიცრუე და მანიპულაცია უწოდა. ამ არაადექვატურებს, ტვ პირველზე გასული სიუჟეტი ერთი დღის საინფორმაციო ამბავი ჰგონიათ, რომელსაც ამ სამარცხვინო განცხადებით მოიგერიებენ და გადააგორებენ.

პოლიტიკოსი საბა ბუაძე:
მიუსაფარი ცხოველების საზარელი სიკვდილის საქმეზე თბილისის მერიამ შაბლონური განცხადება გაავრცელა და ამ ამბავს სიცრუე და მანიპულაცია უწოდა.
ამ არაადექვატურებს, ტვ პირველზე გასული სიუჟეტი ერთი დღის საინფორმაციო ამბავი ჰგონიათ, რომელსაც ამ სამარცხვინო განცხადებით მოიგერიებენ და გადააგორებენ.
რამდენიმე თვეა, ყოველდღიურად ცხოველების საეჭვო გაუჩინარებაზე ასობით ამბავზე იწერება. ამასობაში, გორში და კიდევ არაერთ სხვა წერტილში ძაღლების დახოცვის საეჭვო ფაქტები გამოვლინდა, რომელსაც პასუხები ჯერაც არ გაეცა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ათეულობით ათასი ძაღლის ქუჩაში ტანჯვაზე, უმართავ პოპულაციაზე და ამ მიმართულებით არსებულ სრულ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი თავად მერია და მთავრობაა.
ამ ყველაფრის ფონზე, არც არავის მოსვლია თავში, რომ ეჭვების გასაფანტად და კითხვებზე პასუხების გასაცემად ვინმემ რაიმე მექანიზმი მოიფიქროს, სადაც გამოირიცხება ამ სისასტიკეში მუნიციპალური და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამონაწილება. თუმცა, მერიის ეს პოზიცია და მტკიცებულებების გარეშე ყველაფრის უარყოფა მხოლოდ ამყარებს ეჭვებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ენით აუწერელ სისასტიკესთან.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…