თორნიკე რაზმაძე: დღეს არის აქცია კანცელარიასთან - 18:30... რაც მეტი ადამიანი მოვა, მით მეტი ძაღლი გადარჩება უახლოეს მომავალში
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, თბილისში, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან ღამით დახოცილი მიუსაფარი ძაღლები გამოჰყავთ და ველის სასაფლაოზე სპეციალურ ორმოებში ყრიან. უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ მოკლულთა შორის სრულიად ჯანმრთელი და ვაქცინირებული ცხოველებიც არიან.

"დღეს არის აქცია კანცელარიასთან - 18:30. ეს აქცია ვერ შეძლებს რეალური დამნაშავეების დასჯას მიაღწიოს, მაგრამ აქ ადამიანების რაოდენობა განსაზღვრავს რამდენ ძაღლს დახოცავენ მომავალში. პირდაპირ გეუბნებით: რაც მეტი ადამიანი მოვა, მით მეტად შეიკავებენ თავს და მით მეტი ძაღლი გადარჩება უახლოეს მომავალში," - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე.
ცნობისათვის, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, თბილისში, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან ღამით დახოცილი მიუსაფარი ძაღლები გამოჰყავთ და ველის სასაფლაოზე სპეციალურ ორმოებში ყრიან. უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ მოკლულთა შორის სრულიად ჯანმრთელი და ვაქცინირებული ცხოველებიც არიან.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…