ქეთი მოლაშვილი: იმ ქორწილში რომ მოკლეს, სადაც სიძეს აუშარდა მოძველბიჭო ელემენტი, ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსული, ქურდი ვარ, ქურდი ვარო რომ იძახდაო
ქეთი მოლაშვილი: დღეს წნორელებმა გურამ ბოიკო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ზღვა ხალხი მოდიოდა, მთელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. დათალხულები, სულ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები და ყველა ტიროდა, ბიჭები ისე ტიროდნენ, გული მოგიკვდებოდა.

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
დღეს წნორელებმა გურამ ბოიკო,
უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
ცოდნის კაფეში ვიყავი,
გავიხედე
და ზღვა ხალხი მოდიოდა,
მთელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი.
დათალხულები,
სულ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები
და ყველა ტიროდა,
ბიჭები ისე ტიროდნენ,
გული მოგიკვდებოდა
და უწყვეტ ნაკადად მოჰყვებოდნენ მანქანები.
და გურამს ისე მშვიდი სახე ჰქონდა,
თითქოს ეძინაო.
მე სულ მეშინია გარდაცვლილი ადამიანის ყურების,
მაგრამ ხელით მიასვენებდნენ გურამს,
ბოლო გზაზე აყურებინებდნენ მშობლიურ ქუჩებს,
თვალს ქვემოთ,
ნაიარევი ეტყობოდა,
გაშველების იარა..
ძმის ქორწილში რომ მოკლეს,
იმ ქორწილში რომ მოკლეს,
სადაც სიძეს აუშარდა მოძველბიჭო ელემენტი,
ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსული,
ქურდი ვარ,
ქურდი ვარო რომ იძახდაო
და სიძეს რომ აუშარდა საკუთარ ქორწილში,
ძმამ რომ მიიღო დარტყმა საკუთარ თავზე,
გავაშველებო
და რომ მოკლეს,
იმ ბიჭს მიასვენებდა მთელი წნორი.
24 წლის რომ მოკლეს,
სამედიცინოზე რომ სწავლობდა,
ყველა რომ იძახის, უწყნარესი,
უკარგესი ადამიანი იყოო
და ერთს რომ ვერ იპოვი,
აუგი ეთქვა ამ ბიჭზე
და
ამავე, ქიზიყელმა მოძველბიჭო ელემენტმა რომ მოკლა...
ქურდული ცხოვრების მიმდევარმა ტიპმა რომ მოკლა ამ ქვეყნის მომავალი...
გეგონება ჩვენი ქვეყნის ბედი აირეკლაო პატარა წნორში,
ეს ქურდები და კაი ბიჭები რომ გააბლატავეს
და ქვეყნის მომავალს რომ კლავენ..
ისე მძიმე კადრი იყო
ამდენი შავად შემოსილი წნორის გოგო-ბიჭობა,
ჯერ სულ პატარები,
ტირილით რომ მიუყვებოდნენ გურამს
და ის ისე საშინლად ლამაზი იყო სასახლეშიც კი,
ღმერთო რა ცოდო იყო...
უბედურება იყო მისი მიწაში ჩადება...
ქიზიყი კი არა,
მთელი საქართველო გლოვობს გურამს..
ვუსამძიმრებ მთელს ოჯახს,
წნორსა და საქართველოს..
ვწუხვარ,
ძალიან ვწუხვარ თან..
გაბრაზებით არ ვიტყვი,
უბრალოდ მენანება იცით რა?
19 ოქტომბერს,
საგარეჯოში, 22 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო,
ქუჩის ბიჭების კონცერტი რომ გადაიდო გახსოვთ ხომ?
მთელი საგარეჯო გლოვობს ახალგაზრდა გოგოს და რა გეკონცერტებათო..
ხალხმა რომ გადაადებინა...
ჰოდა 24 წლის გურის,
მთელი სიღნაღი კი არა,
მთელი საქართველო გლოვობდა
და დაუშვათ და "სიღნაღობას" ვერ გადადებდნენ,
დავიჯერო ანრი ჯოხაძეს კონცერტი და ტაშფანდურაც აუცილებელი იყო?
დავიჯერო გლოვა არ არსებობს?
წნორში გოგო-ბიჭები დაითალხნენ,
მიწაში ჩადეს 24 წლის ბიჭი
და იმ საღამოს,
გურამის საფლავიდან 5 კილომეტრში,
კონცერტები რომ არ გამართულიყო,
არ შეიძლებოდა?
უბრალოდ მითხარით სად დავკარგეთ ემპათია, სოლიდარობა,
ჭირში თანადგომა
და ღირსება?
ღირსება სად დავკარგეთ,
რომ 24 წლის ბიჭი ჩავდეთ ქიზიყელებმა მიწაში
და იმავე საღამოს,
ტაშფანდურა მოგვიწყეს...
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს,
მე არ ვიცნობდი,
იმდენი ადამიანი მიაცილებდა,
ჩემთვის ძვირფასი წნორელები
და ისე ტიროდნენ,
მჯერა კარგი ადამიანი დავკარგეთ,
უბრალოდ არ შემეძლო ისიც არ მეთქვა,
რომ როცა წნორი და ქიზიყი,
როცა მთელი საქართველო
გლოვობს,
ბოლო-ბოლო კონცერტი მაინც გააუქმე,
ღირსებისა და ხალხის პატივისცემის ამბავია,
განა არ იმსახურებს შენი ხალხი,
ამ ელემენტარულ პატივისცემას?
თუ მართალი არ ვარ,
მითხარით რავი...
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…