ლევან ღამბაშიძე: ამ ლოგიკით, ან ორივემ ღალატის აქტი ჩაიდინა, ან ოცნებამ დაამტკიცა, რომ ნაცმოძრაობამ სწორ რეზოლუციას მოაწერა ხელი. ასეთი ვითარებაა. გატყუებენ, გაშტერებენ, დაგცინიან...
თუ ნაცმოძრაობა ღალატი ჩაიდინ, როდესაც რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ფიქსირდებოდა რომ საქართველომ დაიწყო ომი(რაც სინამდვილეში რეზოლუციაში არ წერია) და რომლის მიხედვითაც რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო, მაშინ რა გამოდის ქართული ოცნება, რომელმაც კომისიის დასკვნით დაამტკიცა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რომ რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო? ამ ლოგიკით, ან ორივემ ღალატის აქტი ჩაიდინა, ან ოცნებამ დაამტკიცა, რომ ნაცმოძრაობამ სწორ რეზოლუციას მოაწერა ხელი.
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ორი საინტერესო დეტალი გასააზრებლად:
1. პროკურატურამ დაიჭირა ასავალ დასავალის ჟურნალისტი ღალატის და საბოტაჟისა მუხლით. აი რას ედავებიან მას:
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი."
ვისაც არ გახსოვთ:
2020 წელს პროკურატურამ დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა, რომელთაც ბრალად სასაზღვრო დავის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტა ედებოდათ. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში იკვეთებოდა უმაღლესი თანამდებობის პირთა ბრალეულობა.
ყველა ქოცი საკუთარ საჯარო გამოსვლებში ამბობდა, რომ სააკაშვილის მთავრობამ განზრახ გადასცა ქართული მიწები აზერბაიჯანს. რომ ეს იყო ღალატის აქტი.
როგორ გგონიათ, ვინმე დაიჭირეს? რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობა დამტკიცდა? ან თუნდაც ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალეულობა დამტკიცდა?
არა. არც მოტივი ჩანდა სადმე, არც დანაშაულის ჩადენის განზრახვა და არც თავად დანაშაული. მეტიც: სანამ ქოცებმა არ დაიწყეს ამ თემით ქულების დაწერა, გარეჯის მიდამოებში სადაო მიწებზე ქართველი მომლოცველები უპრობლემოდ გადადიოდნენ ხოლმე. მხოლოდ ქოცების კამპანიის შემდეგ შეეზღუდათ ქართველებს სალოცავების მონახულება.
რომ შევაჯამოთ: ქოცებმა დღეს დაიჭირეს ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლებაზე ამბობდა იმას, რასაც არა თუ რიგითი ქოცები, არამედ ქოცების პროკურატურა ამბობდა წინა ხელისუფლებაზე. ერთი-ერთში.
იმას რომ თავი დავანებოთ, რომ გაზეთში გამოქვეყნებული მოსაზრება, თუნდაც მტკიცებით ფორმაში, არ უნდა ხდებოდეს ჟურნალისტების ღალატის მუხლით დაკავების საფუძველი, ორმაგად გულისამრევია, რომ ის იმის გამო დაიჭირეს, რაც ქოცებს თავად აქვთ გაკეთებული წარსულში.
2. "თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი იმ მოღალატეობრივი რეზოლუციისა, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ ნაციონალურმა მოძრაობამ, სადაც [...] ომის დაწყება თქვენ დააბრალეთ ჩვენს სამხედროებს, ომის დანაშაულების ჩადენაც თქვენ დააბრალეთ და თურმე რუსეთის მხრიდან ყოფილა საპასუხო რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით."
ამას ამბობს ლევან მაჭავარიანი. ქართული ოცნების დღევანდელი სპიკერი. რომ გავიაზროთ: ქართული ოცნების სპიკერი, ნაციონალურ მოძრაობას ედავება იმას, რომ ამ პარტიამ ისეთ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც საქართველო იყო ომის დამწყები და რუსეთი მხოლოდ აგრესიაზე პასუხის გამცემი.
მართლა მიწა რატო არ უსკდებათ ასეთი უტიფრობის დროს.
ორივე რაღაცა გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა ე.წ. საპარლამენტო კომისიის შექმნით და შემდეგ მის მიერ დასკვნის დადებით. ეს კომისია იმას კი არ იძიებდა, თუ რატომ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი რაღაც რეზოლუციას, არამედ იმას, თუ ვინ დაიწყო ომი და რა იყო ამ ომშ რუსეთის როლი. და რა დაასკვნა იცით? რომ საქართველომ დაიწყო ომი და რომ რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო.
როგორ დავმარცვლო აღარ ვიცი. ლევან მაჭავარიანმა ნაციონალურ მოძრაობას ბრალად დასდო ის, რაც ქართულმა ოცნებამ კომისიის დასკვნის სახით გააკეთა და რაც ახლა საკონსტიტუციოშია გადაგზავნილი, რათა ამ დასკვნამ ოფიციალური სამართლებრივი ძალა შეიძინოს. ანუ საკონსტიტუციო სასამართკლოს დონეზე გადაწყდეს, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რომ რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო.
ხოდა რიგით ქოცებთან მაქვს ასეთი შეკითხვა:
თუ ნაცმოძრაობა ღალატი ჩაიდინ, როდესაც რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ფიქსირდებოდა რომ საქართველომ დაიწყო ომი(რაც სინამდვილეში რეზოლუციაში არ წერია) და რომლის მიხედვითაც რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო, მაშინ რა გამოდის ქართული ოცნება, რომელმაც კომისიის დასკვნით დაამტკიცა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რომ რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო?
ამ ლოგიკით, ან ორივემ ღალატის აქტი ჩაიდინა, ან ოცნებამ დაამტკიცა, რომ ნაცმოძრაობამ სწორ რეზოლუციას მოაწერა ხელი.
ასეთი ვითარებაა. გატყუებენ, გაშტერებენ, დაგცინიან, გაბურთავებენ და თქვენ ყველაფერზე თავს აქნევთ ან იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ ხვდებით სად გატყებენ, ან იმიტომ, რომ გაწყობთ რომ ვერ მიხვდეთ. პირველი სირცხვილია, მაგრამ მოგვარებადია. მეორე სირცხვილია და ამასთან უსინდისობაც.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…