ელენე ქაიხოსროშვილი: ანუ, გახარიამ რო რამე დააშავა, ეგ ჯერ არ არის დამტკიცებული მაგრამ ესენი მაინც უნდა აიკრძალონ, რომ არ გაემიჯნენ იმას, რაც ჯერ არ ვიცით, დანაშაული არის თუ არა
გახარიას პარტიის აკრძალვის ერთ-ერთი “არგუმენტი” არის, რომ ეს პარტია არ გაემიჯნა გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმის და 20 ივნისის საქმის გამო. ანუ, არ გაემიჯნენო და ამიტომ, უნდა აიკრძალოს პარტიაო.
ადამიანის უფლებათა იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ელენე ქაიხოსროშვილი:
გახარიას პარტიის აკრძალვის ერთ-ერთი “არგუმენტი” არის, რომ ეს პარტია არ გაემიჯნა გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმის და 20 ივნისის საქმის გამო. ანუ, არ გაემიჯნენო და ამიტომ, უნდა აიკრძალოს პარტიაო.
პარტია ეუბნება სასამართლოს, მე თუ იმის გამო უნდა ავიკრძალო, რომ არ გავემიჯნე გახარიას ჩორჩანას და 20 ივნისის გამოო, კი მაგრამ, კობახიძემ და ივანიშვილმა საერთოდ პრემიერად დანიშნეს ეს ადამიანი ჩორჩანას და 20 ივნისის ფაქტის შემდეგო და ამიტომ, ეგენიც უნდა გამოიკითხონ სასამართლოზეო და ასევე, ყველა, ვინც ჩორჩანას საქმეზე იყო ინფორმირებული (შს მინისტრი, სუსის უფროსი…) და მაინც (!!!) დანიშნეს ეს კაცი პრემიერადო (არც ეგენი გაემიჯნენ, ანუ, ხო?).
მოსამართლე ეკითხება, რა მხარდაჭერაზეა საუბარიო??? ანუ, პრემიერად რო დანიშნეს, მანდ “მხარდაჭერა” სად არის, ეგ ვერ გაიგო სასამართლომ, მეგობრებო.
პარტია რატომ უნდა აიკრძალოს არგამიჯვნის გამო, ეგ გაიგეს, არადა, ხო?
ფაქტია, რომ ეგ გაიგეს, იმიტომ, რომ განსახილველად მიიღეს ეს სარჩელი, ხო? მაგრამ კობახიძე და ივანიშვილი რომ არათუ არ გაემიჯნენ, არამედ, პრემიერად (!!!) დანიშნეს, მანდ ვერ გაიგეს, რა შუაშია მხარდაჭერა.
ასევე, გორდულაძემ ამაზე თქვა, თქვენ ეხლა გინდათ, გახარიას სისხლის სამართლის საქმე გადმოიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოშიო და არ გამოვაო, ეგო არ არის აქ განსახილველი საკითხიო.
ანუ, რის გამოც არ გაემიჯნა პარტია გახარიას და რაზე არგამიჯვნის გამოც უნდა აიკრძალონ, ეგ ვერ განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.
იმიტომ, რომ ეგ საქმე დახურულიაო, ხალხო. აქ ვერ განვიხილავთ იმის მტკიცებულებას, რითიც უნდა დადგინდეს, რაზეც არ გაემიჯნენ, ეგ საერთოდ არის თუ არა დანაშაულიო.
და თან, მეგობრებო, მაგ საქმეებზე ჯერ არც არის გადაწყვეტილება დამდგარი. ანუ, გახარიამ რო რამე დააშავა, ეგ ჯერ არ არის დამტკიცებული მაგრამ ესენი მაინც უნდა აიკრძალონ, რომ არ გაემიჯნენ იმას, რაც ჯერ არ ვიცით, დანაშაული არის თუ არა.
ასეთი ამბავი გვაქ ბედკრულში.
ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება ეს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…