ზურაბ ბატიაშვილი: ზუსტად 70 წლის წინ, 1956 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო უნგრეთის ანტისაბჭოთა რევოლუცია
ზუსტად 70 წლის წინ, 1956 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო უნგრეთის ანტისაბჭოთა რევოლუცია. უნგრეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სურდა "ვარშავის პაქტიდან" გასვლა და საბჭოთა ჯარების გაყვანა საკუთარი ტერიტორიიდან. ამით უნგრეთი შეურთდებოდა დანარჩენ თავისუფალ სამყაროს.
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
ზუსტად 70 წლის წინ, 1956 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო უნგრეთის ანტისაბჭოთა რევოლუცია.
უნგრეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სურდა "ვარშავის პაქტიდან" გასვლა და საბჭოთა ჯარების გაყვანა საკუთარი ტერიტორიიდან. ამით უნგრეთი შეურთდებოდა დანარჩენ თავისუფალ სამყაროს.
საწყის ეტაპზე საბჭოთა კავშირი დათანხმდა უნგრელთა წინადადებას და დაიწყო ფორმალური მოლაპარაკებები. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ საბჭოელები არსად წასვლას არ აპირებდნენ და ეს ნაბიჯი მხოლოდ უნგრელთა ყურადღების მოდუნების მიზნით სჭირდებოდათ. საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ელჩმა უნგრეთში იური ანდროპოვმა დაარწმუნა უნგრელები, რომ საბჭოთა არმია არ აპირებდა მათზე შეტევის მიტანას. საბჭოთა მზაკვრობა გამომჟღავნდა მხოლოდ 3 ნოემბერს, როდესაც მათ დააპატიმრეს მოსალაპარაკებლად მიწვეული უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და მისი დელეგაცია.
საბჭოელებმა იმავე დღეს 17 დივიზიით ალყაში მოაქციეს ბუდაპეშტი და მეორე დღეს დაიწყეს მასიური შეტევა ქალაქზე, რასაც 2500 უნგრელის სიცოცხლე შეეწირა.
უნგრელებმა ბუდასა და პეშტის დამაკავშირებელ ხიდებზე საბავშვო ეტლებში ჩაწვენილი თოთო ბავშვები გაიყვანეს იმ იმედით, რომ საბჭოელები ბავშვებს მაინც დაინდობდნენ. მაგრამ არ დაინდეს.
ისტორიას კი დარჩა უნგრული წინააღმდეგობის ერთ-ერთი მოთავის ისტვან ბიბოს სიტყვები: "თავისუფლება იწყება იქ, სადაც მთავრდება შიში."
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…