დიმიტრი ცქიტიშვილი: თავს ნურავინ მოიტყუებთ. ეს არ არის არც „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის პროცესი და არც წარსულის გადააზრების
რასაც ეს პროცესი ეძღვნება, არის რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნა, რომ ის საქართველოს ოკუპაციის დროს მოქმედებდა არა როგორც აგრესორი და ოკუპანტი, არამედ როგორც მშვიდობისმყოფელი. სარჩელი, რომელსაც დღეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, სწორედ ამას ამბობს.
საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ „ოცნების“ სარჩელს ქვეყნის ინტერესების ისტორიული მასშტაბის ღალატად აფასებს:
თავს ნურავინ მოიტყუებთ.
ეს არ არის არც „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის პროცესი და არც წარსულის გადააზრების.
რასაც ეს პროცესი ეძღვნება, არის რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნა, რომ ის საქართველოს ოკუპაციის დროს მოქმედებდა არა როგორც აგრესორი და ოკუპანტი, არამედ როგორც მშვიდობისმყოფელი.
სარჩელი, რომელსაც დღეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, სწორედ ამას ამბობს.
ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, არქმევს პროვოკაციას, რომლის საფუძველზეც რუსეთი „იძულებული გახდა“ შემოჭრილიყო საქართველოში.
ანუ, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში იმიტომ, რომ ამის საფუძველი საქართველოს ხელისუფლებამ მისცა. (ხელისუფლებამ და არა რომელიმე პარტიამ)
ეს ის „არგუმენტია“, რომელსაც წლების განმავლობაში რუსეთი ამტკიცებდა საერთაშორისო სისტემაში და ვერ დაამკვიდრა.
ახლა საქართველოს პარლამენტი და მისი წევრები, მთავრობა და საკონსტიტუციო სასამართლო, ამ რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს კონსტიტუციის დონეზე ამყარებენ.
ამ გადაწყვეტილებით:
რუსეთს ეძლევა სამართლებრივი არგუმენტი, განაახლოს დავა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისათვის.
საქართველოს ხელისუფლება თავად იზღუდავს საკუთარ სუვერენიტეტს საკუთარ, თუნდაც ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან დგინდება პრეცედენტი, როდესაც ნებისმიერი შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა არ შედიოდეს რუსეთის ინტერესებში, განხილულ იქნება მის პროვოცირებად და, შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად.
დაივიწყეთ პოლიტიკური პარტიები, ვის ვინ და რომელი პარტია მოსწონს და ვინ რად მიგვაჩნია.
ის, რასაც ახლა ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ქვეყნის ინტერესების ისტორიული მასშტაბის ღალატი, რომელიც საშვილიშვილოდ გაჰყვება ყველა მის აქტიურ თუ პასიურ თანამონაწილეს!
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…