" მარცხენა ხელის მტევანი გაუკერეს, მარჯვენა ხელზე თაბაშირი დაადეს, მოტეხილი აქვს თითი. ასევე, ექიმის გადმოცემით, გავარკვიეთ, რომ მოტეხილი აქვს ხერხემლის მალები"
გუშინ, საღამოს 9 საათზე, დავით ფეიქრიშვილი მეორედ გადაიყვანეს „ვივამედის“ კლინიკაში. ექიმის განცხადებით, მას ზედა კიდურები ჰქონდა დაზიანებული და საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ამზადებდნენ.
გუშინ მას ოპერაცია გაუკეთეს - მარცხენა ხელის მტევანი გაუკერეს, მარჯვენა ხელზე თაბაშირი დაადეს, მოტეხილი აქვს თითი. ასევე, ექიმის გადმოცემით, გავარკვიეთ, რომ მოტეხილი აქვს ხერხემლის მალები; ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული და სისხლნაჟღენთები აქვს თავისა და სახის არეში", - განაცხადა ტვ „პირველთან“ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა.
გუშინ, საღამოს 9 საათზე, დავით ფეიქრიშვილი მეორედ გადაიყვანეს „ვივამედის“ კლინიკაში. ექიმის განცხადებით, მას ზედა კიდურები ჰქონდა დაზიანებული და საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ამზადებდნენ.
ბრალდებულის კლინიკაში გადაყვანის პარალელურად იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ადვოკატის განცხადებით, 16 ოქტომბერს მე-8 პენიტენციურ განყოფილებაში დავით ფეიქრიშვილს შეუსახლეს ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი და კიდევ 2 პირი. ისინი სასტიკად გაუსწორდნენ ფეიქრიშვილს. მას მოტეხილი აქვს 4 ნეკნი და სახის ძვლები.
ვატო ყიფიანმა დავით ფეიქრიშვილის ბრალდება, ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, უარყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.