"ხალხი რომ აგიჯანყდათ, 22 წლის გოგოა გარდაცვლილი, რა გეკონცერტებათო" - საგარეჯოში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი გადაიდო
საგარეჯოში 19 ოქტომბერს დაგეგმილი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი 22 წლის გოგოს გარდაცვალების გამო საზოგადოების პროტესტის ფონზე გადაიდო. სანაცვლოდ, ანსამბლი კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ, მიიწვია. დღეს, 17 ოქტომბერს, კასპის მერმა დააანონსა, რომ „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ქალაქის ცენტრში 19 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტის მოულოდნელად დანიშვნის მიზეზები მას არ განუმარტავს.
საგარეჯოში 19 ოქტომბერს დაგეგმილი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი 22 წლის გოგოს გარდაცვალების გამო საზოგადოების პროტესტის ფონზე გადაიდო. სანაცვლოდ, ანსამბლი კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ, მიიწვია.
დღეს, 17 ოქტომბერს, კასპის მერმა დააანონსა, რომ „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ქალაქის ცენტრში 19 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტის მოულოდნელად დანიშვნის მიზეზები მას არ განუმარტავს.
დღეს საგარეჯოს მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 19 ოქტომბერს დაგეგმილი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი „გარკვეული მიზეზების გამო“ გადაიდო. ამ ფორმულირებას ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.
„გარკვეული მიზეზების გამო კი არ გადაიდო, ხალხი რომ აგიჯანყდათ, 22 წლის გოგოა გარდაცვლილი, რა გეკონცერტებათო, აი მავიტომ გადაიდო, სირცხვილია სიეცხვილიი... ეს მარტო.სოფლის ტკივილი არაა ესაა მთელი საქართველოს ტკივილი. 2 შვილი დედის გარეშე დარჩა და თქვენ მომინდომეთ კონცერტი და ფულების ფრიალი“, - წერენ მოქალაქეები საგარეჯოს მერიის Facebook-გვერდზე.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.