ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნაპოვნია მოქმედი მინისტრის ძმის და "ქოლ-ცენტრების" საქმეზე დაკავებული ლილუაშვილის საერთო ბიზნესი

საქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

„შაბათის ეთერის“ ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის ძმა „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე გასამართლებულ ანდრია ლილუაშვილთან ერთად ძველ თბილისში დეველოპერულ ბიზნესს ფლობს, სადაც ლილუაშვილმა მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩადო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ძმა, იოსებ სონღულაშვილი თაღლითური "ქოლ-ცენტრებიდან" მიღებული შემოსავლის გათეთრებაში ბრალდებული ანდრია ლილუაშვილის ბიზნეს პარტნიორია.

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ძველ თბილიში დეველოპერული მიზნები აქვს, ანდრია ლილუაშვილი სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრის იოსებ სონღულაშვილის ძმასთან ერთად ფლობს.

საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავი, ანდრია ლილუაშვილი დიდ ფულს თაღლითური "ქოლ-ცენტრებიდან" შოულობდა, უკანონო შემოსავლებს ათეთრებდა და სამშენებლო ბიზნესში შეჰქონდა, როგორც ინვესტიცია.

ძველ თბილისში, წინამძღვრიშვილის 190 ნომერში თამბაქოს ქარხნის ყოფილი შენობის და მიმდებარე სახლების მფლობელები გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი და სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრის ძმა არიან. ბიზნესი თავიდან იოსებ სონღულაშვილმა დაიწყო, თუმცა მალევე, 40 - პროცენტიან წილში ანდრია ლილუაშვული შემოიყვანა. ამ დროს სუს-ის უფროსის პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა.

თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე, "შაბათის ეთერის" ინფორმციით, დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, ამ მიზნით 12 ათას 818 კვადრატული მეტრი ტერიტორია სონღულაშვილ-ლილუაშვილის საერთო საკუთრება გადა, ტერიტორიის განაშენიანება, ბოლო მოვლენებმა გაჭედა. ლილუაშვილმა წილში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა, 800 ათასი დოლარი კი ბიზნესში ინვესტიციის სახით ჩადო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ფული ახალი უბნის ასაშენებლად საკმარის არ აღმოჩნდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ამტკიცებს, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვით მიღებულ ფულს ანდრია ლილუაშვილი, რომელსაც ახლა 12 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ბანკის ანგარიშებზე ათავსებდა, შემდეგ კი ამ ფულს სხვადასხვა ბიზნესში აბანდებდა.

"შაბათის ეთერმა" დასვა კითხვა, მილიონები, რომელიც ამ ბიზნესში ლილუაშვილმა ჩადო და რომელსაც მოქმედი მინისტრის ოჯახთან ერთად ფლობს, ხომ არ დაფინანსდა სწორედ ევროპელი პენსიონერები ნაძარცვი ფულით.

ვრცლად მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„არა წამებას!“ - თბილისში 44-ე „შაბათის მარში“ გაიმართაწაიკითხე

უახლესი ამბები