ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართველი ახალგაზრდები საიდუმლო ტეინინგზე - ვინ შემოუშვა რუსული სანქცირებული პრავფონდი საქართველოში

ტვ პირველი

"TV პირველის" ინფორმაციით, რუსული სანქცირებული „პრავფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინა ანდრეევამ კაჭრეთში ქართველი მოზარდებისთვის საიდუმლო ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის თემა „რუსულენოვანი მოქალაქეების შევიწროება“ იყო, სასტუმრო „ამბასადორი“ კი დიმიტრი ბრეგვაძემ დაიქირავა.

რუსები საქართველოში - "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ საქართველოში ჩამოსული იყო რუსული სანქცირებული პრავფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ბაზირებულია ერევანში.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა დაადგინა, რომ ეკატერინა ანდრეევას უშუალო მონაწილეობით, ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, სოფელ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო "ამბასადორმა" რუსული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ საიდუმლო ტრენინგზე ჩაიყვანეს.

იქ, სადაც რუსს პროპაგანდისტებს ქვემო ქართლიდან, ნინოწმინდიდან და თბილისიდან სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები ტრენინგზე ჰყავთ ჩაყვანილი და მსჯელობენ თემაზე „რუსულენოვანი მოქალაქეების შევიწროება".

წყარო "შაბათის ეთერს" უყვება,რომ კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც რუსეთიდან სომხეთში სამი წლის წინ მიავლინეს, უკვე საქართველოს მიმართულებასაც კურირებს.

სომხეთში მოქმედი ორგანიზაცია "რუსული სახლი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ დაზვერვის სამსახურია. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეკატერინე ანდრეევაც მაღალი რანგის თანამშრომელი პრაქტიკულად სპეცსამსახურების წარმომადგენელია, რომელსაც საქართველოში მოზარდების ტვინების გამორეცხვა ჩააბარეს.

რუსული დაზვერვის ოპერაციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კაჭრეთში ჩაყვანილი ბავშვები გააფრთხილეს, რომ სოციალურ ქსელში არც ფოტო აეტვირთათ და არც ვიდეო. გასაიდმლოებული ტრენინგი 5 ოქტომბერს გაიხსნა ამბასადორში და რვაში დაიხურა. სასტუმრო პრორუსმა დიმიტრი ბრეგვაძემ დაიქირავა.

დეტალები ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„არა წამებას!“ - თბილისში 44-ე „შაბათის მარში“ გაიმართაწაიკითხე

უახლესი ამბები