ნუკა არველაძე: ეს ისტორიული მომენტია, მეგობრებო, და კარგად გაახილეთ თვალები! ბიძინა ივანიშვილის რეალურად ერთგული, იდეური და პატრიოტი ხალხი ისევ იქ დგას, სადაც საქართველოს და სამშობლოს სჭირდება
ის, რაც ამ შემადგენლობამ დააზიანა, ზუსტად თავადვე დაუბრუნდებათ ბუმერანგივით და საკუთარ თავზე მოუწევთ უმკაცრესი პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე!!!! ხოდა, ასეა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას... ზოგჯერ, უბრალოდ აუცილებელია...
ჟურნალისტი ნუკა არველაძე:
ეს ისტორიული მომენტია, მეგობრებო, და კარგად გაახილეთ თვალები!
ის პროცესები, რაც ამ დღეებში დაიწყო და კიდევ უფრო მწვავედ განვითარდება, ზუსტად იმ დიდ წმენდას ნიშნავს, რომელსაც ასე ველოდით.
არავის, აი საერთოდ არავის გაუჩნდეს ილუ���ია, რომ ეს პროცესები დააზიანებს საქართველოს ან „ქართული ოცნების“ იმ უალტერნატივო, მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე, ამდენი ხნის განმავლობაში, კბილებით და საკუთარი ნერვების ფასად მოიტანა ქვეყნის ერთგულმა ამომრჩეველმა და მხარდამჭერებმა!
ბიძინა ივანიშვილის რეალურად ერთგული, იდეური და პატრიოტი ხალხი ისევ იქ დგას, სადაც საქართველოს და სამშობლოს სჭირდება — ურყევად და ერთგულად!
აი, განსაკუთრებით ამ მოღალატეობრივ შემადგენლობასთან კოლაბორაციაში მყოფი ვითომ „ნეიტრალური“ ვითო. ,,რადიკალური" ოპოზიცია და კოლექტიური ნაცები ნუ აღტკინდებით და ნუ ზეიმობთ!
მაინც არაფერი გეშველებათ
ის, რაც ამ შემადგენლობამ დააზიანა, ზუსტად თავადვე დაუბრუნდებათ ბუმერანგივით და საკუთარ თავზე მოუწევთ უმკაცრესი პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე!!!!
ხოდა, ასეა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას...
ზოგჯერ, უბრალოდ აუცილებელია...
აი, სასიცოცხლოდ, ჰაერივით აუცილებელი, რომ ხელოვნურად შეიქმნას „გემის ჩაძირვის“ იმიტაცია!
რატომ? იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერასდროს, ვერანაირი ლუსტრაციითა და განცხადებებით ვერ დაინახავდი, ვინ არის შენთან იდეის, სამშობლოს და ერთგულების გამო და ვინ არის ჩვეულებრივი, ტიპური, გამორჩენაზე მყოფი პოლიტიკური ვირთხა, რომელიც პირველივე მცირე რყევაზე, შიშისგან აკანკალებული, თბილი და სარფიანი ადგილის საძებნელად გარბის!!!
გაიქეცით, დროზე გაიქეცით, სანამ კიდევ გაქვთ ამის შანსი...
თქვენს პრიმიტიულ გათვლებში:
ეს გემი კი არ იძირება
არადა პირიქით — ზედმეტი, ყალბი და გამყიდველი ბალასტისგან თავისუფლდება!
ეს არის განწმენდის პროცესი, რომლის შემდეგაც ქვეყანა ბევრად უფრო მაგრად, უფრო მყარად და თავდაჯერებულად გაცურავს წინ!
აი, ნახავთ, ყველაფერი ზუსტად ასე იქნება და ამ დიდ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.