„NATO შეშფოთებულია კანონპროექტით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“ - ხავიერ კოლომინა ე.წ. რუსულ კანონზე
სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ის მიუთითებს, რომ კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.