კოლომინა რუსულ კანონზე: ეს არის ნაბიჯი უკან და ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს. მისი თქმით NATO შეშფოთებულია, რომ თბილისში პარლამენტმა რუსული კანონის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
"საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" - წერია სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის პოსტში.
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.