“უკან გადადგმული ნაბიჯია” – ხავიერ კოლომინა რუსულ კანონზე
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „X-ზე“ წერს, რომ NATO შეშფოთებულია რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის გზაზე.
“ნატო შეშფოთებულია კანონპროქტის გამო, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს თბილისში. არსებითია, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყნას, ჰქონდეს სწორი სამოქმედო ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, — წერს ხავიერ კოლომინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.