NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება

ფოტო: Orbon Alija/E+/Getty Images
6
წაკითხვა
NASA-ს ახალი სატელიტური გამოსახულების მიხედვით, მექსიკის დედაქალაქი მეხიკო წელიწადში დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება. ეს ნიშნავს, რომ მეხიკო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ჩაძირვადი მეტროპოლისია.
მექსიკის დედაქალაქი უძველეს ტბაზეა გაშენებული. ბევრი ქუჩა ოდესღაც არხს წარმოადგენდა. ურბანულმა განვითარებამ წყლოვანი ფენა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის გამო მეხიკო უკვე საუკუნეზე მეტია იძირება: შედეგად მრავალი მონუმენტი და ძველი შენობა შესამჩნევადაა გადახრილი.
წყლოვანი ფენის შემცირებამ წყლის ქრონიკული კრიზისიც გამოიწვია. ეს უკანასკნელი, ექსპერტების აზრით, სამომავლოდ კიდევ უფრო გაუარესდება. ეს ყოველივე მეხიკოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას აზიანებს, მაგალითად, მეტროს, სადრენაჟო სისტემებს, სახლებსა და ქუჩებს.მეხიკო იმდენად სწრაფად იძირება, რომ ეს კოსმოსიდანაც კი ჩანს. NASA-ს მოხსენების თანახმად, ზოგი ნაწილი თვეში 2 სანტიმეტრითაც კი იძირება. ასეთი ადგილებია, მაგალითად, მთავარი აეროპორტი და “დამოუკიდებლობის ანგელოზი” (მეხიკოს ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობა).
ეს წლიურად დაახლოებით 24 სანტიმეტრით ჩაძირვას ნიშნავს. გასული საუკუნის განმავლობაში 12-მეტრიან ჩაძირვას ჰქონდა ადგილი.
NASA-ს გამოთვლები 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრამდე პერიოდში აღებულ გაზომვებს ეფუძნება, რომელსაც NISAR-ის სახელით ცნობილ სატელიტს უნდა ვუმადლოდეთ. აღნიშნული სატელიტი NASA-ს და ინდოეთის კოსმოსის კვლევითი ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ნაწილია.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ უფრო ზუსტი გაზომვებიც გახდება შესაძლებელი, მაგალითად, ცალკეული შენობების მიხედვით.გარდა ამისა, მკვლევრებს აღნიშნული ტექნოლოგიის სხვა მიზნებით გამოყენებაც სურთ. მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფების ან ტექტონიკური რღვევების უკეთ დასაფიქსირებლად.ათწლეულების განმავლობაში მექსიკის მთავრობა პრობლემას უგულებელყოფდა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მონუმენტის საძირკვლის გამაგრებას. ეს, თავისთავად, საკმარისი არ არის. მეორე მხრივ, მეცნიერების თქმით, წყლის კრიზისის გამწვავების შემდეგ მთავრობა აღნიშნული საკითხის კვლევას მეტად აფინანსებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს11472 ნახვა
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს4692 ნახვა
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა “ეფარება”2715 ნახვა
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა1141 ნახვა
მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების1050 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
გადახედვა

შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
გადახედვა
ადამიანი
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
გადახედვა
კოსმოსი
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
გადახედვა

როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს
როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს
ფლორა და ფაუნა
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
გადახედვა
Sci-Tech
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
გადახედვა
Next საქართველო
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა