PaleoSci-Techმეცნიერება
ფოტო: Pixabay
პრინსტონისა და იელის უნივერსიტეტების ახალი კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ზოგადად, დინოზავრების შესახებ ბევრი რამ ვიცით, თუმცა პალეონტოლოგები აქამდე უცნობ დეტალებს ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე. უმეტესად მიიჩნეოდა, რომ დინოზავრები 230 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვნენ. ხოლო ადრეული დინოზავრების ევოლუციურ ისტორიაზე ცოტა რამ ვიცით.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ცხრა სხვადასხვა მორფოლოგიური მონაცემთა ნაკრები გააანალიზეს, რომლებიც დინოზავრთა სამ შტოს ეკუთვნის: თეროპოდებს, ზავროპოდომორფებს და ფრინველმენჯა დინოზავრებს. მეცნიერებმა დინოზავრების ანატომიის, ცალკეული ნიშან-თვისებებისა და სხვადასხვა ქვეჯგუფების შესახებ მონაცემები გააერთიანეს.
ამ მონაცემების ანალიზით ავტორებმა განსაზღვრეს, რომ დინოზავრები 250-240 მილიონი წლის წინ უნდა წარმოშობილიყვნენ. გარდა ამისა, დინოზავრების სხვადასხვა შტო აქედან მალევე ჩამოყალიბდა.
ასევე იხილეთ: აღმოაჩინეს 237 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელსაც დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია
ადრეული დინოზავრების ევოლუცია დამაბნევლად იმიტომ ჟღერს, რომ ეს სახეობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ამას ევოლუციურ რადიაციას უწოდებენ: როცა ერთი წინაპრისგან რამდენიმე ახალი სახეობა სწრაფად წარმოიშობა. ეს ძირითადად მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ ხდება, მაგალითად, მასობრივი ამოწყდომების.
ნაშრომის ავტორების თანახმად, დინოზავრების დივერსიფიკაცია გვიან ტრიასულ პერიოდში უცებ მოხდა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ პერიოდში დინოზავრები წარმოიშვნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ დროს უბრალოდ მათი დივერსიფიკაცია დაიწყო.
მკვლევრებმა ასევე დაასკვნეს, რომ ამ დროს სამი დიდი გადაშენებიდან ორმა მაინც პირდაპირ შეუწყო ხელი დინოზავრების დივერსიფიკაციას.
ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B. გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს12212 ნახვა
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს4953 ნახვა
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა1169 ნახვა
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს1036 ნახვა
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი945 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს
მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს
გადახედვა
დედამიწა
NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
გადახედვა
ადამიანი
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
გადახედვა
ადამიანი
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
გადახედვა
Sci-Tech
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
Sci-Tech
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს