შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია

შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
ფოტო: University of Southampton
12
წაკითხვა
დაახლოებით 5000 წლის წინ, სტოუნჰენჯის აშენებამდე, დღევანდელ ლუისის კუნძულზე (შოტლანდია) მცხოვრებმა ადამიანებმა პატარა კუნძული ააშენეს. ახალი ნაშრომის ავტორებმა ეს პატარა სტრუქტურა ამოთხარეს, რის შედეგადაც ზედაპირის უკან დამალული ხეტყის უზარმაზარი პლატფორმა იპოვეს.
ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანებს წყალთან ცხოვრება ძალიან მოსწონთ. დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი მტკნარი წყლიდან 3 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს, 1/3-ზე მეტი კი სანაპირო ზოლიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში.
წყალთან არსებული მიწები ჩვენი სახეობისთვის ოდითგანვე მნიშვნელოვანი ჰაბიტატი იყო, განსაკუთრებით ლიტორალური ზონები. ეს წყალსა და ხმელეთს შორის მოქცეულ დინამიკურ ზონებს მოიაზრებს, მათ შორის, პლაჟებს, სანაპირო ზოლებს, შესართავებსა და მლაშე ჭაობებს. ასეთ გარემოში ხშირად მრავალფეროვანი რესურსებია, ამიტომ ადამიანებისთვის აქ დასახლება განსაკუთრებით ხელსაყრელია.
ამ მიზეზების გამო, ასეთი ზონებიდან არქეოლოგიური მონაცემების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ადამიანების სოციოეკოლოგიური წყობის შესახებ ბევრის გაგება შეგვიძლია. მეორე მხრივ, ეს ძალიან რთულად მოსაპოვებელი მონაცემებია. მრავალი არქეოლოგიური ხელსაწყოსთვის წყალი ერთგვარ ბარიერს ქმნის. გარდა ამისა, საზღვაო გეოფიზიკური აღჭურვილობა თავის საქმეს 1 მეტრზე უფრო ღრმა წყალში ნაკლებად ეფექტიანად ასრულებს.
ახალი ნაშრომის ავტორების ყურადღება უცნაურმა სტრუქტურამ მიიპყრო, რომელიც ადამიანების მიერაა შექმნილი. მათ კრანოგებს უწოდებენ. ეს პატარა ხელოვნური კუნძულებია, რომლებსაც ტბებზე, ჭაობებსა და შესართავებზე აგებდნენ. ისინი ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში გვხვდება. მათი აგების მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ნეოლითური ხანიდან რკინის ხანამდე (და უფრო გვიანაც) ხშირად იყენებდნენ.
ამ კონკრეტული კვლევის ფარგლებში ლუისის კუნძულზე არსებული 5000 წლის კრანოგი შეისწავლეს. ამისთვის სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს, რომელსაც სტერეოფოტოგრამეტრიას უწოდებენ. ეს 2-განზომილებიანი ფოტოების სხვადასხვა კუთხიდან გაანალიზებას გულისხმობს, რის შედეგადაც 3-განზომილებიან მოდელებს ქმნიან. ამ ტექნიკის გამოყენებით არქეოლოგებმა კუნძული ორივე ხედით (ზემოდან და წყალქვეშა კუთხით) ერთ მთლიან, უწყვეტ სტრუქტურად აღბეჭდეს. ეს სხვა არცერთი ტექნიკით არ იქნებოდა შესაძლებელი.
არქეოლოგებმა კუნძულის ქვის გადახურვის ქვეშ მრავალშრიანი ხისა და ფიჩხის ნაგებობა იპოვეს. ამასთან ერთად, წყალში ნეოლითური კერამიკის ასობით ნატეხიც აღმოაჩინეს.
ადრე ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ ეს კრანოგი ძალიან დიდი ხნის უნდა იყოს, მათ შორის, სტოუნჰენჯზე უფრო ძველიც კი. მკვლევრების აზრით, კრანოგი თავიდან წრიულ ხის პლატფორმას წარმოადგენდა, რომელსაც ზემოდან ფიჩხები დაამაგრეს. 2000 წლის შემდეგ (შუა ბრინჯაოს ხანაში) კრანოგს კიდევ ერთი ფიჩხისა და ქვის ფენა დაუმატეს. ამ დროს კუნძული ქვის საცალფეხო გზით უნდა ყოფილიყო ნაპირთან დაკავშირებული. ეს ნაწილი ამჟამად წყალქვეშაა.
ავტორები განმარტავენ, რომ ამ კუნძულების აშენების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთი რამ კი ცხადია: ეს ადგილები იმდროინდელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. ამაზე კერამიკა (რომელთაგანაც ზოგი საკვების ნარჩენებს შეიცავს) და დამუშავებული ქვა მიანიშნებს. სავარაუდოდ, აქაურობის ერთ-ერთი დანიშნულება თემური აქტივობები უნდა ყოფილიყო, მაგალითად, საჭმლის მომზადება ან ნადიმი.
სტერეოფოტოგრამეტრიის ტექნიკა 2021 წელს შექმნეს. როგორც აღვნიშნეთ, 1 მეტრზე დიდ სიღრმეში მისი გამოყენება ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ამის გამო მკვლევრებმა ორი პატარა წყალგამძლე კამერა გამოიყენეს.
მათი ინოვაციური მიდგომა მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა: სტერეოფოტოგრამეტრიით, საჰაერო დრონების ტექნოლოგიითა და მონაცემების ახლებურად დამუშავებით მათ მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს. სამომავლოდ გუნდი ამ მეთოდს სხვა არტეფაქტების შესასწავლადაც გამოიყენებს.
ნაშრომი გამოცემაში Archaeological Practice გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს13742 ნახვა
მარსის ორი “სახე” — ორმა მავალმა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში 360°-იანი პანორამა გადაიღო1763 ნახვა
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა1051 ნახვა
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა895 ნახვა
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს500 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება “ცარიელი ფურცლიდან” არ იწყება
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება “ცარიელი ფურცლიდან” არ იწყება
გადახედვა
კოსმოსი
მარსის გარშემო შეიძლება რგოლები ჩამოყალიბდეს — როდისაა ეს მოსალოდნელი
მარსის გარშემო შეიძლება რგოლები ჩამოყალიბდეს — როდისაა ეს მოსალოდნელი
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს
ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს
გადახედვა
დედამიწა
NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
გადახედვა
ადამიანი
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
ადამიანი
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
Sci-Tech
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება