ფოტო: NASA / JPL-Caltech
4
წაკითხვა
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებული მავალი Curiosity წითელი პლანეტის ზედაპირზე გადაადგილდება და სხვადასხვა საინტერესო გეოლოგიურ ფორმაციას იკვლევს. მაგალითად, ახლახან იგი უჩვეულო კლდოვან წარმონაქმნებს გადააწყდა, რომლებიც ფორმით რეპტილიის ქერცლებს მოგვაგონებს.
ფოტოები სოციალურ ქსელში აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ინჟინერმა, კევინ გილმა, გამოაქვეყნა. მათზე მკაფიოდ გამოკვეთილ მრავალკუთხედ ფორმებს ვხედავთ, რომელიც მავალმა მაშინ დააფიქსირა, როცა მცირე ზომის კრატერის შესასწავლად მიიწევდა.
“ამგვარი მრავალკუთხედი მოყვანილობის ქვები აქამდეც გვინახავს, მაგრამ ისინი ასე გავრცელებული არ იყო და Mastcam-ის მოზაიკურ გამოსახულებებში ზედაპირზე მეტრობით მანძილზე გადაჭიმული არ გვხვდებოდა. ამ კვირაში სურათებისა და ქიმიური მონაცემების შეგროვება განვაგრძეთ, რომლებიც ფუტკრის ფიჭის მსგავსი ამ წარმონაქმნების ფორმირების შესახებ სხვადასხვა ჰიპოთეზის გაანალიზებაში დაგვეხმარება”, — წერს გილი პოსტში.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს ქვები ძველი დამსკდარი ტალახის ფენებია, რომლებიც ხშირ სეზონურ ცვლილებას განიცდიდა. ეს ადგილები ხან შრებოდა, ხან კი სველდებოდა, რაც დაახლოებით 3.8-3.6 მილიარდი წლის წინ მარსის ზედაპირზე წყლის დინებას უკავშირდება. მაშინ წითელი პლანეტა უფრო თბილი და ტენიანი იყო.
ფოტო: NASA/JPL-Caltech/Kevin M. Gill
Curiosity ამ “ქერცლოვან” ფორმაციას 9.7 მეტრი დიამეტრის კრატერის მახლობლად გადააწყდა, რომელსაც ანტოფაგასტა ეწოდება. ეს სახელი მას ჩილეში მდებარე ქალაქისა და რეგიონის პატივსაცემად დაარქვეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კრატერი შეიძლება ორგანულ ნაერთებს შეიცავდეს, რომლებიც, პოტენციურად, ძველად არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე მიმანიშნებელი იქნება.
ცნობისთვის, გასულ წელს NASA-მ განაცხადა, რომ მარსზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ესაა ეზეროს კრატერში მოპოვებული ნიმუში, რომელიც პოტენციურ ბიოლოგიურ კვალს შეიცავს, ანუ, შესაძლოა, მიკრობების მიერ იყოს წარმოქმნილი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2119 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1342 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ973 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს893 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ522 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
ტექნიკა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
კოსმოსი
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
მედიცინა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
მეცნიერება
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს