ხელოვნური ინტელექტიSci-Techტექნოლოგიები
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
ფოტო: Unsplash / Zach M
ახლახან მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რათა ჩვენს ტვინებზე ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების გავლენა შეესწავლათ, შედეგები კი არასახარბიელოა.
“შევნიშნეთ, რომ AI-ს დახმარება შესრულებას მყისიერად აუმჯობესებს, თუმცა დიდი კოგნიტიური ფასის სანაცვლოდ”, — წერენ ნაშრომის ავტორები.
როგორც აღმოჩნდა, კვლევის ფარგლებში AI-ს სულ რაღაც ათწუთიანმა გამოყენებამაც კი გახადა ადამიანები ტექნოლოგიაზე დამოკიდებული, AI-ზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ კი ამან შესრულების გაუარესება და დანებება გამოიწვია.
კვლევაზე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მკვლევართა გუნდი მუშაობდა. ნაშრომს რეცენზირება ჯერ არ გაუვლია. იგი ამჟამად პრეპრინტების პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კვლევის ფარგლებში ადამიანები შეისწავლეს, რომლებიც “აზროვნებით დატვირთულ” კოგნიტიურ სამუშაოს ასრულებდნენ. ეს შეიძლება იყოს წერა, კოდირება, ახალი იდეების მოფიქრება და ა. შ. — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებები AI-ს გამოსაყენებლად.
მკვლევრებმა 350 ამერიკელი შემოკრიბეს და სთხოვეს, რომ წილადებიანი განტოლებები ამოეხსნათ. მონაწილეთა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ნახევარს შეეძლო, რომ პროცესში OpenAI-ს GPT-5 მოდელზე აწყობილი სპეციალური ჩატბოტი გამოეყენებინა, დანარჩენებს კი განტოლებები დამოუკიდებლად უნდა ამოეხსნათ. პროცესის მიმდინარეობისას AI-ს მომხმარებელ ჯგუფს ხელსაწყოზე წვდომა მოულოდნელად შეუწყვიტეს შუიდან.
შედეგად AI-ს მომხმარებელ ჯგუფში სწორი პასუხების რაოდენობის მკვეთრი შემცირება დაიწყო, ბევრ შემთხვევაში კი ადამიანები უბრალოდ ნებდებოდნენ. შესრულებაც და გამძლეობაც გაუარესდა, ეს შედეგი კი 670 ადამიანზე ჩატარებულ უფრო დიდ ექსპერიმენტშიც გამეორდა. საბოლოოდ მკვლევრებმა კიდევ ერთი ცდა ჩაატარეს, თუმცა მათემატიკის ნაცვლად წაკითხულის გააზრებაზე ფოკუსირდნენ. შედეგები აქაც მსგავსი აღმოჩნდა.
“როცა ადამიანებს AI-ს ვართმევთ, უბრალოდ არასწორ პასუხებს კი არ იძლევიან, ისიც არ უნდათ, რომ AI-ს გარეშე სცადონ”, — Futurism-თან საუბრისას განაცხადა რაჩიტ დუბეიმ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა — “ადამიანთა გამძლეობა მცირდება”.
მკვლევარი შიშობს, რომ საგანმანათლებლო სექტორში AI-ს სწრაფმა ათვისებამ შეიძლება “მოსწავლეთა თაობამდე მიგვიყვანოს, რომელსაც არ ეცოდინება საკუთარი შესაძლებლობების ფასი, ეს კი შემდგომში ადამიანურ ინოვაციურობასა და შემოქმედებითობას შეასუსტებს”.
ნაშრომის ავტორები ტექნოლოგიის გამოყენებას “მოხარშული ბაყაყის” ეფექტს ადარებენ, რადგან “AI-ს სტაბილური გამოყენება ასუსტებს იმ მოტივაციასა და შეუპოვრობას, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში სწავლისთვის არის საჭირო”. ეს ეფექტები თანდათანობით ძლიერდება და, “როცა თვალსაჩინო გახდება, მაშინ უკვე რთული იქნება ამის გამოსწორება”.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ნაშრომს რეცენზირება ჯერ არ გაუვლია. საგულისხმოა ისიც, რომ მკვლევრებმა ერთი იმედისმომცემი დეტალიც შენიშნეს: ადამიანები, რომლებიც AI ხელსაწყოებს მინიშნებებს ან რაღაცების დაზუსტებას სთხოვდნენ, ბევრად მარტივად უმკლავდებოდნენ ამოცანებს, როცა ჩატბოტზე წვდომას ართმევდნენ — შედარებით მათთან, ვინც ჩატბოტებს მზა პასუხებს აწერინებდა.
ცხადია, ეს მხოლოდ ერთ-ერთი კვლევაა, რომლითაც ჩვენზე AI-ს გავლენა გამოიკვლიეს. სხვა ნაშრომით დაადგინეს, რომ AI გამოყენება სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალში დაღლილობას ზრდის. გარდა ამისა, სხვა კვლევით დაადგინეს ისიც, რომ თანამშრომლები, რომლებიც AI-ს იყენებდნენ, უფრო მეტს და დიდხანს მუშაობდნენ, ვიდრე — მათი “ძველმოდური” კოლეგები.
იხილეთ: გვიმსუბუქებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს? — კვლევის შედეგები არასახარბიელოა
განათლების სფეროში შედეგები მეტად თვალშისაცემია. კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლაში AI-ს გამოყენება შეიძლება სოციალური და ინტელექტუალური განვითარების შესუსტებას იწვევდეს, ხოლო იმ ბავშვებს კი, რომლებიც ჩატბოტებს იყენებენ, ტესტებში უარესი შედეგები აქვთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2136 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1365 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ987 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს905 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ525 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
მედიცინა
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
მედიცინა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
მეცნიერება
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა