Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს

ფოტო: NASA
11
წაკითხვა
NASA-ს ინჟინრებმა ზონდ Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს. ამ გზით მათ სურთ ენერგია შეუნარჩუნონ აპარატს, რომელიც კაცობრიობის მიერ კოსმოსში გაგზავნილი ყველაზე შორეული ხელოვნური ობიექტია.
სპეციალისტებმა 17 აპრილს გათიშეს ინსტრუმენტი, რომელსაც დაბალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკების ექსპერიმენტი, იგივე LECP, ეწოდება. ამის შედეგად ზონდს მზის სისტემის მიღმა არსებული კოსმოსური სივრცის შესასწავლად მეტი დრო ექნება.
Voyager 1 კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს და მან მზის სისტემა 2012 წლის 25 აგვისტოს დატოვა. აპარატმა ამ დროს ჰელიოსფეროს საზღვარი, ჰელიოპაუზა, გადაკვეთა. ესაა მზის გარშემო არსებული ბუშტის მსგავსი რეგიონი, რომელშიც დამუხტული ნაწილაკები გვხვდება.
ამჟამად Voyager 1 ჩვენგან დაახლოებით 24 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული, ამ ან უფრო მეტ მანძილზე კი ჯერ სხვა ხელოვნურ ობიექტს არ გაუღწევია.
ფოტო: Caltech/NASA
Voyager 1 და მისი “ტყუპისცალი” ზონდი Voyager 2 ვარსკვლავთაშორის გარემოზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამგვარი მონაცემების მოწოდება მხოლოდ მათ შეუძლია, რადგან აღნიშნულ სივრცეში სხვა ხომალდი არაა. ცნობისთვის, Voyager 2-მა ჰელიოპაუზა 2018 წელს გადაკვეთა.
რაც შეეხება LECP-ს, მისი მიზანი მზის სისტემაში და მის მიღმა დაბალი ენერგიის მქონე დამუხტულ ნაწილაკებზე დაკვირვება იყო. ასეთია, მაგალითად, იონები, ელექტრონები და კოსმოსური სხივები. ინსტრუმენტის გათიშვის გადაწყვეტილება ინჟინრებს სწრაფად არ მიუღიათ, არამედ ეს წლების წინ შემუშავებული გეგმის ნაწილია. იგივე მოწყობილობა Voyager 2-ს 2025 წლის მარტში გაუთიშეს.
ამ ზონდებს ენერგია ბირთვული პროცესების შედეგად მიეწოდება, კერძოდ რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორებით, რომლებიც პლუტონიუმზე მუშაობს, მაგრამ ნელ-ნელა ეფექტიანობას კარგავს. ამის გამო აპარატების ენერგიის მარაგი ყოველწლიურად იკლებს და მის შესანარჩუნებლად ინსტრუმენტების ფუნქციონირების შეწყვეტა ხდება საჭირო.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2131 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1357 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ982 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს897 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ524 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა

შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა

ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა

ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?