ჰემოქსაბანი 10
HEMOXABAN 10
მოზრდილები ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არასარქვლოვანი გენეზის წინაგულთა ფიბრილაცია, ერთი ან რამდენიმე რისკის ფაქტორი, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტენზია, ≥75 წლის ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რივაროქსი (rivaroxaban)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- BASE MEDICO PRIVATE LIMITED, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- B01AF01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044954
- რეგისტრირებულია
- 10 მარტი 2026, მოქმედებს 10 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharma Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰემოქსაბანი 10 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილები
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არასარქვლოვანი გენეზის წინაგულთა ფიბრილაცია, ერთი ან რამდენიმე რისკის ფაქტორი, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტენზია, ≥75 წლის ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის არტერიის ემბოლიის (PE) მკურნალობა და ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის არტერიის ემბოლიის რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში.
ბავშვები
ვენური თრომბოემბოლიის (VTE) მკურნალობა და ვენური თრომბოემბოლიის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან სულ მცირე 5 დღის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილებში
რეკომენდებული დოზაა 20მგ დღეში ერთხელ, რაც ასევე არის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა.
რივაროქსაბანით თერაპია უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, იმ პირობით, რომ ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენციის სარგებელი აჭარბებს სისხლდენის რისკს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანის ტაბლეტები და მომდევნო დღიდან გააგრძელოს დღეში ერთხელ მიღება, დანიშნულებისამებრ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, იმავე დღეს დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
DVT-ის მკურნალობა, PE-ს მკურნალობა და DVT-ისა და PE-ს რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში
მწვავე DVT-ს ან PE-ს მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებული დოზაა 15 მგ ორჯერ დღეში პირველი სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ ერთხელ დღეში მკურნალობის გაგრძელებისა და DVT-ს და PE-ს რეციდივის პრევენციის მიზნით.
მიზანშეწონილია ხანმოკლე (მინიმუმ 3 თვე) თერაპია გარდამავალი რისკ-ფაქტორებით (მაგ., ბოლო დროის სერიოზული ოპერაცია ან ტრავმა) პროვოცირებული DVT ან PE-ს მქონე პაციენტებში. თერაპიის გახანგრძლივების განხილვა შესაძლებელია პაციენტებში პროვოცირებული DVT ან PE-თი, რომლებიც არ არის დაკავშირებული ძირითად გარდამავალ რისკ ფაქტორებთან, არაპროვოცირებული DVT ან PE-თი, ან ანამნეზში მორეციდივე DVT ან PE-ს არსებობისას.
მორეციდივე DVT-ს და PE-ს ხანგრძლივი პრევენციის მიზნით (DVT-ს ან PE-ს სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ) რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. DVT-ს ან PE-ს მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, მათ, ვისაც აღენიშნებათ გართულებული თანმხლები დაავადებები ან რომლებსაც განუვითარდათ DVT-ს ან PE-ს რეციდივი, ხანგრძლივი პრევენციის მიზნით 10 მგ რივაროქსაბანის ერთხელ დღეში გამოყენებისას, მიზანშეწონილია 20 მგ რივაროქსაბანის ერთხელ დღეში დანიშვნა.
თერაპიის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მკურნალობის სარგებლისა და სისხლდენის რისკის საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე.
ხანგრძლივობა
დოზირების რეჟიმი
საერთო სადღეღამისო დოზა
მორეციდივე DVT-ს და PE-ს მკურნალობა და პრევენცია
1 - 21 დღე
15 მგ ორჯერ დღეში
30 მგ
22-ე დღიდან
20მგ ერთხელ დღეში
20 მგ
მორეციდივე DVT-ს და PE-ს პრევენცია
DVT-ს ან PE-ს სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ
10 მგ ერთხელ დღეში ან 20 მგ ერთხელ დღეში
10 მგ ან 20 მგ
21-ე დღის შემდეგ 15 მგ-დან 20 მგ-ზე დოზის გადასვლის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომია რივაროქსაბანით DVT / PE-ს საწყისი პირველი 4-კვირიანი მკურნალობის სქემა.
15 მგ 2-ჯერ დღეში მკურნალობის ფაზაში (1 – 21 დღე) დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანი, რათა უზრუნველყოს 30 მგ რივაროქსაბანის მიღება დღეში. ამ შემთხვევაში, შეიძლება ერთდროულად ორი 15 მგ ტაბლეტის მიღება. მომდევნო დღიდან პაციენტმა უნდა გააგრძელოს 15 მგ-ის მიღება დღეში ორჯერ, დანიშნულებისამებრ.
დღეში ერთხელ მკურნალობის ფაზაში, დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანის ტაბლეტები და მომდევნო დღიდან გააგრძელოს დღეში ერთხელ მიღება, დანიშნულებისამებრ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, იმავე დღეს დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
VTE-ის მკურნალობა და VTE-ის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზარდებში
რივაროქსაბანით მკურნალობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში უნდა დაიწყოს საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან სულ მცირე 5 დღის შემდეგ.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის დოზა გამოითვლება სხეულის წონის მიხედვით.
სხეულის წონა 30–50კგ:
რეკომენდებულია 15 მგ რივაროქსაბანი ერთხელ დღეში. ეს არის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა.
სხეულის წონა 50 კგ და მეტი:
რეკომენდებულია 20 მგ რივაროქსაბანი ერთხელ დღეში. ეს არის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა.
30 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებისთვის, რეკომენდებულია რივაროქსაბანის პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულების გამოყენება (იხ. რივაროქსაბანის „პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში“).
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
აქტიური კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.
დაზიანება ან მდგომარეობა, თუ იგი მიჩნეულია ძლიერი სისხლდენის მნიშვნელოვან რისკად. ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ან ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა სისხლდენის მაღალი რისკით, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ახალი დაზიანება, ახლო წარსულში გადატანილი ოპერაცია ტვინზე, ზურგის ტვინსა თუ თვალზე, ახლო წარსულში გადატანილი ინტრაკრანიალური სისხლდენა, დადასტურებული ან საეჭვო საყლაპავი მილის ვარიკოზული ვენების გაგანიერება, არტერიოვენური მალფორმაციები, სისხლძარღვთა ანევრიზმები ან დიდი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრალური ვასკულური დარღვევები.
ნებისმიერ სხვა ანტიკოაგულანტთან მაგალითად, არაფრაქციული ჰეპარინი (UFH), დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინები (ენოქსაპარინი, დალტეპარინი და ა.შ.), ჰეპარინის წარმოებულები (ფონდაპარინუქსი და ა.შ.), პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, დაბიგატრან ეტექსილატი, აპიქსაბანი და ა.შ.) ერთად გამოყენება, გარდა ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადართვის სპეციფიკური შემთხვევებისა ან როდესაც UFH ინიშნება ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად საჭირო დოზებით.
ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან, მათ შორის ციროზის მქონე პაციენტები Child-Pugh-ის B და C კლასით.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება ანტიკოაგულაციური პრაქტიკის შესაბამისად.
ჰემორაგიის რისკი
სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, პაციენტები, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს, უნდა იყვნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ სისხლდენის ნიშნების გამო. რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება სისხლდენის გაზრდილი რისკის პირობებში. მძიმე სისხლდენის შემთხვევაში რივაროქსაბანის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს.
კლინიკურ კვლევებში ლორწოვანი გარსიდან სისხლდენები (მაგალითად, ცხვირიდან, ღრძილებიდან, კუჭ-ნაწლავიდან, შარდ-სასქესო სისტემიდან სისხლდენა, მათ შორის პათოლოგიური ვაგინალური ან მომატებული მენსტრუალური სისხლდენები) და ანემია უფრო ხშირად აღინიშნა რივაროქსაბანით ხანგრძლივი მკურნალობისას VKA-ით მკურნალობასთან შედარებით. ამრიგად, შესაბამისი კლინიკური კონტროლის გარდა, ფარული სისხლდენის გამოსავლენად და აშკარა სისხლდენის კლინიკური მნიშვნელობის შესაფასებლად შეიძლება ღირებული იყოს ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის ლაბორატორიული ანალიზი.
პაციენტების რამდენიმე ქვე-ჯგუფი, როგორც ქვემოთ არის აღწერილი, სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშაა. ასეთ პაციენტებში, მკურნალობის დაწყების შემდეგ, საჭიროა სისხლდენის გართულებებისა და ანემიის ნიშნებისა და სიმპტომების მკაცრი მონიტორინგი.
ჰემოგლობინის ან არტერიული წნევის ნებისმიერი აუხსნელი დაქვეითების შემთხვევაში აუცილებელია სისხლდენის უბნის ძიება.
მიუხედავად იმისა, რომ რივაროქსაბანით მკურნალობა არ საჭიროებს ექსპოზიციის რუტინულ მონიტორინგს, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც რივაროქსაბანის ექსპოზიციის შესახებ ცოდნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კლინიკურ გადაწყვეტილებებზე, მაგალითად, დოზის გადაჭარბებისას ან გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, რივაროქსაბანის დონის განსაზღვრა შესაძლებელია კალიბრირებული ანტი-Xa ფაქტორის აქტივობის რაოდენობრივი ანალიზით.
ბავშვები
ცერებრალური ვენის და სინუსის თრომბოზით დაავადებულ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ცნს ინფექცია, მონაცემები შეზღუდულია. სისხლდენის რისკი ყურადღებით უნდა შეფასდეს რივაროქსაბანით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მიმდინარეობისას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს (საშუალოდ 1.6-ჯერ), რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. რივაროქსაბანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ-ია. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ-ია.
რივაროქსაბანის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციას.
რივაროქსაბანის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში (GFR <50 მლ/წთ/1.73 მ2), არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ბავშვებში ურთიერთქმედების ხარისხი უცნობია. ქვემოთ მოცემული ურთიერთქმედების მონაცემები მიღებულია მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში გასათვალისწინებელია აღნიშნული გაფრთხილებები.
CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორები
რივაროქსაბანის და კეტოკონაზოლის (400 მგ ერთხელ დღეში) ან რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC -ის 2.6/2.5-ჯერ და რივაროქსაბანის საშუალო Cmax-ის 1.7/1.6-ჯერ ზრდა, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. ამიტომ, რივაროქსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად გადიან მკურნალობას აზოლის ჯგუფის სისტემური ანტიმიკოზური საშუალებებით, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორები. ეს აქტიური ნივთიერებები არის როგორც CYP3A4-ს, ასევე P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორები.
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძლიერ აინჰიბირებენ რივაროქსაბანის ელიმინაციის მხოლოდ ერთ გზას, CYP3A4-ს ან P-gp-ს, ნაკლებად ზრდიან რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციას. მაგალითად, კლარითრომიცინმა (500 მგ დღეში ორჯერ), რომელიც ითვლება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორად და P- gp -ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორად, გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC -ის 1.5-ჯერ და Cmax-ის 1.4-ჯერ ზრდა. კლარიტრომიცინთან ურთიერთქმედება კლინიკურად უმნიშვნელოდ ითვლება პაციენტთა უმრავლესობისთვის, თუმცა შეიძლება იყოს პოტენციური მნიშვნელობის მქონე მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის.
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული რივაროქსაბანისა და დრონედარონის ერთდროული გამოყენება.
ანტიკოაგულანტები
ენოქსაპარინისა (ერთჯერადი დოზა 40მგ) და რივაროქსაბანის (ერთჯერადი დოზა 10მგ) ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, ანტი-Xa ფაქტორთან მიმართებაში აღინიშნა ადიტიური ეფექტი, რასაც არ ახლდა დამატებითი ეფექტები სისხლის შედედების პარამეტრებზე (PT, aPTT). ენოქსაპარინი არ ცვლის რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკას.
სისხლდენის მომატებული რისკის გამო, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID)/თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები
რივაროქსაბანის (15მგ) და ნაპროქსენის (500მგ) ერთად მიღებისას სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული იყოს ფარმაკოდინამიკური ეფექტი.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ აღინიშნა რივაროქსაბანის გამოყენებისას 500 მგ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.
ვარფარინი
K ვიტამინის ანტაგონისტი ვარფარინიდან (INR 2.0-3.0) რივაროქსაბანზე (20მგ) ან რივაროქსაბანიდან (20მგ) ვარფარინზე (INR 2.0-3.0) გადასვლისას გაიზარდა პროთრომბინის დრო/INR (ნეოპლასტინი) უფრო დიდი ხარისხით ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო ეფექტების მარტივი დაჯამებისას (INR –ს ცალკეული მნიშვნელობები შეიძლება აღწევდეს 12-ს), ხოლო aPTT–ზე ზეგავლენა, Xa ფაქტორის აქტივობისა და თრომბინის ენდოგენური პოტენციალის დათრგუნვა იყო ადიტიური.
თუ საჭიროა ვარფარინის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შეფასება ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის პერიოდში, შეიძლება გამოყენებულ იქნას INR-ის გაზომვა რივაროქსაბანის Ctrough-ის დროს (რივაროქსაბანის წინა დოზის მიღებიდან 24საათის შემდეგ), ვინაიდან მოცემულ დროს რივაროქსაბანი პრაქტიკულად არ მოქმედებს ამ მაჩვენებელზე.
ვარფარინსა და რივაროქსაბანს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
CYP3A4-ის ინდუქტორები
რივაროქსაბანისა და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, რიფამპიცინის, ერთად დანიშვნამ გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC–ის დაახლოებით 50%-ით შემცირება, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების პარალელური დაქვეითებით. რივაროქსაბანის გამოყენებამ CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინდუქტორებთან (მაგ., ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, ფენობარბიტალთან ან წმინდა იოანეს ვორტთან (Hypericum perforatum)) ერთად, ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის შემცირება. ამიტომ, რივაროქსაბანი არ უნდა დაინიშნოს CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთად, სანამ პაციენტი ყურადღებით არ იქნება შემოწმებული თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების არსებობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს რივაროქსაბანის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რეპროდუქციული ტოქსიკურობის, შინაგანი სისხლდენის რისკისა და რივაროქსაბანის პლაცენტაში გადასვლის მტკიცებულებების არსებობის გამო, რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
რევაროქსაბანით მკურნალობის პერიოდში რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის დაორსულება არ არის რეკომენდებული.
ლაქტაცია
რივაროქსაბანის ტაბლეტების გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება მეძუძურ დედებში დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებით რივაროქსაბანი გამოიყოფა რძეში. აქედან გამომდინარე, რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს. საჭიროა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის/მკურნალობისგან თავის შეკავების შესახებ.
ფერტილობა
ადამიანებში კვლევები რივაროქსაბანის ფერტილობაზე ზემოქმედების დასადგენად არ ჩატარებულა. დედალ და მამალ ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს ფერტილობაზე ზემოქმედება არ დადასტურებულა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა ზრდასრულ პაციენტებში III ფაზის კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას* და ბავშვებში ჩატარებულ II ფაზის ორ კვლევაში და III ფაზის ორ კვლევაში
ხშირი
არხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი სიხშირის
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
ანემია (მათ შორის შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრები)
თრომბოციტოზი (მათ შორის თრომბოციტების რაოდენობის მომატება), თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება
ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ცერებრალური და ინტრაკრანიალური სისხლდენა, სინკოპე
გასტროინტესტინალური დარღვევები
ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (მათ შორის სწორი ნაწლავიდან სისხლდენა), კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, ღებინება
პირის სიმშრალე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ტრანსამინაზების დონის მომატება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, GGT დონის მატება
სიყვითლე, კონიუგირებული ბილირუბინის მომატება (ALT-ის მატებით ან მის გარეშე),ქოლესტაზი, ჰეპატიტი (მათ შორის ჰეპატოცელუ
ლარული დაზიანება)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
კანის ქავილი (გენერალიზებული ქავილის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით), გამონაყარი, ექიმოზი, კანზე და კანქვეშა სისხლჩაქცევები
ჭინჭრის ციება
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS სინდრომი
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ტკივილი კიდურებში
ჰემართროზი
კუნთების ჰემორაგია
კომპარტ
მენტის სინდრომი სისხლდე
ნის გამო
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ცხელება, პერიფერიული შეშუპება, ზოგადი ფიზიკური ძალისა და ენერგიის დაქვეითება (მათ შორის სისუსტე და ასთენია)
ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება (მათ შორის სისუსტე)
ადგილობრივი შეშუპება
ჭარბი დოზა
მოზრდილებში დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების იშვიათი შემთხვევები 1,960 მგ-მდე რივაროქსაბანის მიღებისას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა სისხლდენის გართულებების ან სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების გამო. შეზღუდულია მონაცემები ბავშვებთან დაკავშირებით. შეზღუდული აბსორბციის გამო მოზრდილებში რივაროქსაბანის 50მგ ან მეტი სუპრათერაპიული დოზების გამოყენებისას მოსალოდნელია მაქსიმალური ეფექტი საშუალო პლაზმური ექსპოზიციის შემდგომი ზრდის გარეშე, თუმცა არ არსებობს მონაცემები ბავშვებში სუპრათერაპიული დოზების გამოყენების შესახებ.
სისხლდენის მართვა
რივაროქსაბანის მიღებისას სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, რივაროქსაბანის მიღება უნდა შეჩერდეს ან, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეწყდეს. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 5- 13 საათს. ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური (popPK) მოდელის გამოყენებით, უფრო ნაკლებია. მართვა უნდა იყოს ინდივიდუალური, სისხლდენის სიმძიმისა და ლოკალიზაციის მიხედვით.
შემადგენლობა
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /10 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 10მგ ტაბლეტები)
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
რივაროქსაბანი BP…………………….…10 მგ
შემავსებლები……………………………. Q.S.
ფერი: რკინის ოქსიდი, ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /15 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 15მგ ტაბლეტები)

რივაროქსაბანი BP…………………….…15 მგ
შემავსებლები……………………………. Q.S.
ფერი: რკინის ოქსიდი, წითელი და ტიტანის დიოქსიდი
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
კლინიკური მონაცემები
შენახვის პირობები
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
BASE MEDICO PRIVATE LIMITED-ის მიერ
ინდოეთი, ვადოდარა 391775, ტალუკა სავლი, სოფელი ტუნდავი, Essar ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, Survey No. 570
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Riveca Pharmaceuticals Pvt. Ltd.
ინდოეთი, გუჯარათი, აჰმადაბადი - 380054, ბოდაკდევი, Judges Bunglow, Primate, 203/C
ხელმოწერილია/ბეჭედდასმულია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - შპს „ნიუ ფარმა“.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: B01AF01
მოქმედების მექანიზმი
რივაროქსაბანი არის Xa ფაქტორის მაღალსელექციური პირდაპირი ინჰიბიტორი პერორალური ბიოშეღწევადობით. Xa ფაქტორის დათრგუნვა აფერხებს კოაგულაციის კასკადის შიდა და გარე გზებს, თრომბინის ფორმირებასა და თრომბის ჩამოყალიბებას. რივაროქსაბანი არ აინჰიბირებს თრომბინს (აქტივირებული ფაქტორი II) და არ მოქმედებს თრომბოციტებზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ადამიანებში დაფიქსირდა Xa ფაქტორის აქტივობის დოზადამოკიდებული ინჰიბირება. რივაროქსაბანი ახდენს დოზადამოკიდებულ ეფექტს პროთრომბინის დროზე (PT) და მჭიდროდ კორელირდება პლაზმურ კონცენტრაციებთან (r-ის მნიშვნელობა უდრის 0.98-ს), თუ ანალიზისთვის გამოიყენება Neoplastin ნაკრები. სხვა რეაქტივების გამოყენების შემთხვევაში შედეგები განსხვავდება. პროთრომბინის დრო უნდა გაიზომოს წამებში, რადგან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) დაკალიბრებული და დამოწმებულია მხოლოდ კუმარინის წარმოებულებისთვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ანტიკოაგულანტებისთვის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ზრდასრულებში მიღებულ მონაცემებს.
რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება, ამასთან, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათში.
რივაროქსაბანი თითქმის მთლიანად შეიწოვება და აქვს მაღალი პერორალური ბიოშეღწევადობა (80-100%) 2.5 მგ და 10 მგ-ის ტაბლეტების შემთხვევაში, საკვების მიღების მიუხედავად. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას 2.5 მგ და 10 მგ დოზებით რივაროქსაბანის AUC-ზე ან Cmax-ზე.
შეწოვის შემცირებული ხარისხის გამო, 20მგ ტაბლეტის ბიოშეღწევადობა უზმოზე პერორალურად მიღებისას შეადგენდა 66%-ს. რივაროქსაბანის 20 მგ ტაბლეტების საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნა საშუალო AUC-ის 39%-ით ზრდა უზმოზე მიღებასთან შედარებით, რაც მიუთითებს თითქმის სრულ აბსორბციასა და მაღალ პერორალურ ბიოშეღწევადობაზე.
რივაროქსაბანის 15მგ და 20 მგ ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია 15 მგ-მდე დღეში ერთხელ უზმოზე მიღებისას. საკვებთან ერთად რივაროქსაბანის 10 მგ, 15 მგ და 20 მგ ტაბლეტების მიღებისას აღინიშნა დოზაზე დამოკიდებულება. უფრო დიდი დოზების მიღებისას, რივაროქსაბანი ავლენს შეზღუდულ აბსორბციას, ბიოშეღწევადობის დაქვეითებას და შეწოვის სიჩქარის დაქვეითებას დოზის გაზრდისას.
რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ზომიერი ინდივიდუალური ცვალებადობით (CV%) 30%-დან 40%-მდე დიაპაზონში.
განაწილება
ზრდასრულებში პლაზმურ ცილებთან შეკავშირება მაღალია, დაახლოებით 92%- 95%, ამასთან შრატის ალბუმინი არის მთავარი შემაკავშირებელი კომპონენტი. განაწილების მოცულობა საშუალოა, Vss დაახლოებით არის 50 ლიტრი.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
მოზრდილებში რივაროქსაბანის მიღებული დოზებიდან დაახლოებით 2/3 განიცდის მეტაბოლურ დეგრადაციას, რის შემდეგაც ნახევარი შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო მეორე ნახევარი ნაწლავებით. მიღებული დოზის დარჩენილი 1/3 გამოიყოფა პირდაპირ თირკმელებით უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით შარდთან ერთად, ძირითადად თირკმელების აქტიური სეკრეციის გზით.
რივაროქსაბანი მეტაბოლიზდება CYP3A4, CYP2J2 იზოფერმენტებით, ასევე CYP-დამოუკიდებელი მექანიზმებით. ბიოტრანსფორმაციის ძირითადი გზებია მორფოლინის ჯგუფის დაჟანგვა და ამიდური ბმების ჰიდროლიზი. in vitro კვლევების თანახმად, რივაროქსაბანი არის P-gp (P-გლიკოპროტეინი) და BCRP (ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტული ცილის ) გადამტანი ცილების სუბსტრატი.
უცვლელი რივაროქსაბანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაერთი ადამიანის პლაზმაში, ძირითადი ან აქტიური მოცირკულირე მეტაბოლიტების გარეშე. რივაროქსაბანის სისტემური კლირენსი არის დაახლოებით 10 ლ/სთ, ამიტომ ის შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ნივთიერება დაბალი კლირენსით. 1მგ დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4.5 საათს. რივაროქსაბანის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდებში 5- 9 საათია, ხოლო ხანდაზმულებში - 11- 13 საათი.
ფარმაცევტული მახასიათებლები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /10 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 10მგ ტაბლეტები)
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /15 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 15მგ ტაბლეტები)
პროდუქტის დასახელება:
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /10 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 10მგ ტაბლეტები)
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /15 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 15მგ ტაბლეტები)
შემადგენლობა
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /10 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 10მგ ტაბლეტები)
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
რივაროქსაბანი BP…………………….…10 მგ
შემავსებლები……………………………. Q.S.
ფერი: რკინის ოქსიდი, ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი
ჰემოქსაბანი /HEMOXABAN /15 (რივაროქსაბანი / Rivaroxaban / BP 15მგ ტაბლეტები)
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
რივაროქსაბანი BP…………………….…15 მგ
შემავსებლები……………………………. Q.S.
ფერი: რკინის ოქსიდი, წითელი და ტიტანის დიოქსიდი
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
მოზრდილები
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არასარქვლოვანი გენეზის წინაგულთა ფიბრილაცია, ერთი ან რამდენიმე რისკის ფაქტორი, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტენზია, ≥75 წლის ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის არტერიის ემბოლიის (PE) მკურნალობა და ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის არტერიის ემბოლიის რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში.
ბავშვები
ვენური თრომბოემბოლიის (VTE) მკურნალობა და ვენური თრომბოემბოლიის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან სულ მცირე 5 დღის შემდეგ.
დოზირება და მიღების წესი
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილებში
რეკომენდებული დოზაა 20მგ დღეში ერთხელ, რაც ასევე არის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა.
რივაროქსაბანით თერაპია უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, იმ პირობით, რომ ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენციის სარგებელი აჭარბებს სისხლდენის რისკს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანის ტაბლეტები და მომდევნო დღიდან გააგრძელოს დღეში ერთხელ მიღება, დანიშნულებისამებრ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, იმავე დღეს დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
DVT-ის მკურნალობა, PE-ს მკურნალობა და DVT-ისა და PE-ს რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში
მწვავე DVT-ს ან PE-ს მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებული დოზაა 15 მგ ორჯერ დღეში პირველი სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ ერთხელ დღეში მკურნალობის გაგრძელებისა და DVT-ს და PE-ს რეციდივის პრევენციის მიზნით.
მიზანშეწონილია ხანმოკლე (მინიმუმ 3 თვე) თერაპია გარდამავალი რისკ-ფაქტორებით (მაგ., ბოლო დროის სერიოზული ოპერაცია ან ტრავმა) პროვოცირებული DVT ან PE-ს მქონე პაციენტებში. თერაპიის გახანგრძლივების განხილვა შესაძლებელია პაციენტებში პროვოცირებული DVT ან PE-თი, რომლებიც არ არის დაკავშირებული ძირითად გარდამავალ რისკ ფაქტორებთან, არაპროვოცირებული DVT ან PE-თი, ან ანამნეზში მორეციდივე DVT ან PE-ს არსებობისას.
მორეციდივე DVT-ს და PE-ს ხანგრძლივი პრევენციის მიზნით (DVT-ს ან PE-ს სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ) რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. DVT-ს ან PE-ს მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, მათ, ვისაც აღენიშნებათ გართულებული თანმხლები დაავადებები ან რომლებსაც განუვითარდათ DVT-ს ან PE-ს რეციდივი, ხანგრძლივი პრევენციის მიზნით 10 მგ რივაროქსაბანის ერთხელ დღეში გამოყენებისას, მიზანშეწონილია 20 მგ რივაროქსაბანის ერთხელ დღეში დანიშვნა.
თერაპიის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მკურნალობის სარგებლისა და სისხლდენის რისკის საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე.
ხანგრძლივობა
დოზირების რეჟიმი
საერთო სადღეღამისო დოზა
მორეციდივე DVT-ს და PE-ს მკურნალობა და პრევენცია
1 - 21 დღე
15 მგ ორჯერ დღეში
30 მგ
22-ე დღიდან
20მგ ერთხელ დღეში
20 მგ
მორეციდივე DVT-ს და PE-ს პრევენცია
DVT-ს ან PE-ს სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ
10 მგ ერთხელ დღეში ან 20 მგ ერთხელ დღეში
10 მგ ან 20 მგ
21-ე დღის შემდეგ 15 მგ-დან 20 მგ-ზე დოზის გადასვლის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომია რივაროქსაბანით DVT / PE-ს საწყისი პირველი 4-კვირიანი მკურნალობის სქემა.
15 მგ 2-ჯერ დღეში მკურნალობის ფაზაში (1 – 21 დღე) დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანი, რათა უზრუნველყოს 30 მგ რივაროქსაბანის მიღება დღეში. ამ შემთხვევაში, შეიძლება ერთდროულად ორი 15 მგ ტაბლეტის მიღება. მომდევნო დღიდან პაციენტმა უნდა გააგრძელოს 15 მგ-ის მიღება დღეში ორჯერ, დანიშნულებისამებრ.
დღეში ერთხელ მკურნალობის ფაზაში, დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანის ტაბლეტები და მომდევნო დღიდან გააგრძელოს დღეში ერთხელ მიღება, დანიშნულებისამებრ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, იმავე დღეს დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
VTE-ის მკურნალობა და VTE-ის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზარდებში
რივაროქსაბანით მკურნალობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში უნდა დაიწყოს საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან სულ მცირე 5 დღის შემდეგ.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის დოზა გამოითვლება სხეულის წონის მიხედვით.
სხეულის წონა 30–50კგ:
რეკომენდებულია 15 მგ რივაროქსაბანი ერთხელ დღეში. ეს არის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა.
სხეულის წონა 50 კგ და მეტი:
რეკომენდებულია 20 მგ რივაროქსაბანი ერთხელ დღეში. ეს არის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა.
30 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებისთვის, რეკომენდებულია რივაროქსაბანის პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულების გამოყენება (იხ. რივაროქსაბანის „პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში“).
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
აქტიური კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.
დაზიანება ან მდგომარეობა, თუ იგი მიჩნეულია ძლიერი სისხლდენის მნიშვნელოვან რისკად. ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ან ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა სისხლდენის მაღალი რისკით, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ახალი დაზიანება, ახლო წარსულში გადატანილი ოპერაცია ტვინზე, ზურგის ტვინსა თუ თვალზე, ახლო წარსულში გადატანილი ინტრაკრანიალური სისხლდენა, დადასტურებული ან საეჭვო საყლაპავი მილის ვარიკოზული ვენების გაგანიერება, არტერიოვენური მალფორმაციები, სისხლძარღვთა ანევრიზმები ან დიდი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრალური ვასკულური დარღვევები.
ნებისმიერ სხვა ანტიკოაგულანტთან მაგალითად, არაფრაქციული ჰეპარინი (UFH), დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინები (ენოქსაპარინი, დალტეპარინი და ა.შ.), ჰეპარინის წარმოებულები (ფონდაპარინუქსი და ა.შ.), პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, დაბიგატრან ეტექსილატი, აპიქსაბანი და ა.შ.) ერთად გამოყენება, გარდა ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადართვის სპეციფიკური შემთხვევებისა ან როდესაც UFH ინიშნება ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად საჭირო დოზებით.
ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან, მათ შორის ციროზის მქონე პაციენტები Child-Pugh-ის B და C კლასით.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება ანტიკოაგულაციური პრაქტიკის შესაბამისად.
ჰემორაგიის რისკი
სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, პაციენტები, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს, უნდა იყვნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ სისხლდენის ნიშნების გამო. რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება სისხლდენის გაზრდილი რისკის პირობებში. მძიმე სისხლდენის შემთხვევაში რივაროქსაბანის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს.
კლინიკურ კვლევებში ლორწოვანი გარსიდან სისხლდენები (მაგალითად, ცხვირიდან, ღრძილებიდან, კუჭ-ნაწლავიდან, შარდ-სასქესო სისტემიდან სისხლდენა, მათ შორის პათოლოგიური ვაგინალური ან მომატებული მენსტრუალური სისხლდენები) და ანემია უფრო ხშირად აღინიშნა რივაროქსაბანით ხანგრძლივი მკურნალობისას VKA-ით მკურნალობასთან შედარებით. ამრიგად, შესაბამისი კლინიკური კონტროლის გარდა, ფარული სისხლდენის გამოსავლენად და აშკარა სისხლდენის კლინიკური მნიშვნელობის შესაფასებლად შეიძლება ღირებული იყოს ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის ლაბორატორიული ანალიზი.
პაციენტების რამდენიმე ქვე-ჯგუფი, როგორც ქვემოთ არის აღწერილი, სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშაა. ასეთ პაციენტებში, მკურნალობის დაწყების შემდეგ, საჭიროა სისხლდენის გართულებებისა და ანემიის ნიშნებისა და სიმპტომების მკაცრი მონიტორინგი.
ჰემოგლობინის ან არტერიული წნევის ნებისმიერი აუხსნელი დაქვეითების შემთხვევაში აუცილებელია სისხლდენის უბნის ძიება.
მიუხედავად იმისა, რომ რივაროქსაბანით მკურნალობა არ საჭიროებს ექსპოზიციის რუტინულ მონიტორინგს, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც რივაროქსაბანის ექსპოზიციის შესახებ ცოდნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კლინიკურ გადაწყვეტილებებზე, მაგალითად, დოზის გადაჭარბებისას ან გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, რივაროქსაბანის დონის განსაზღვრა შესაძლებელია კალიბრირებული ანტი-Xa ფაქტორის აქტივობის რაოდენობრივი ანალიზით.
ბავშვები
ცერებრალური ვენის და სინუსის თრომბოზით დაავადებულ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ცნს ინფექცია, მონაცემები შეზღუდულია. სისხლდენის რისკი ყურადღებით უნდა შეფასდეს რივაროქსაბანით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მიმდინარეობისას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს (საშუალოდ 1.6-ჯერ), რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. რივაროქსაბანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ-ია. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ-ია.
რივაროქსაბანის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციას.
რივაროქსაბანის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში (GFR <50 მლ/წთ/1.73 მ2), არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ბავშვებში ურთიერთქმედების ხარისხი უცნობია. ქვემოთ მოცემული ურთიერთქმედების მონაცემები მიღებულია მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში გასათვალისწინებელია აღნიშნული გაფრთხილებები.
CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორები
რივაროქსაბანის და კეტოკონაზოლის (400 მგ ერთხელ დღეში) ან რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC -ის 2.6/2.5-ჯერ და რივაროქსაბანის საშუალო Cmax-ის 1.7/1.6-ჯერ ზრდა, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. ამიტომ, რივაროქსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად გადიან მკურნალობას აზოლის ჯგუფის სისტემური ანტიმიკოზური საშუალებებით, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორები. ეს აქტიური ნივთიერებები არის როგორც CYP3A4-ს, ასევე P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორები.
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძლიერ აინჰიბირებენ რივაროქსაბანის ელიმინაციის მხოლოდ ერთ გზას, CYP3A4-ს ან P-gp-ს, ნაკლებად ზრდიან რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციას. მაგალითად, კლარითრომიცინმა (500 მგ დღეში ორჯერ), რომელიც ითვლება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორად და P- gp -ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორად, გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC -ის 1.5-ჯერ და Cmax-ის 1.4-ჯერ ზრდა. კლარიტრომიცინთან ურთიერთქმედება კლინიკურად უმნიშვნელოდ ითვლება პაციენტთა უმრავლესობისთვის, თუმცა შეიძლება იყოს პოტენციური მნიშვნელობის მქონე მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის.
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული რივაროქსაბანისა და დრონედარონის ერთდროული გამოყენება.
ანტიკოაგულანტები
ენოქსაპარინისა (ერთჯერადი დოზა 40მგ) და რივაროქსაბანის (ერთჯერადი დოზა 10მგ) ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, ანტი-Xa ფაქტორთან მიმართებაში აღინიშნა ადიტიური ეფექტი, რასაც არ ახლდა დამატებითი ეფექტები სისხლის შედედების პარამეტრებზე (PT, aPTT). ენოქსაპარინი არ ცვლის რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკას.
სისხლდენის მომატებული რისკის გამო, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID)/თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები
რივაროქსაბანის (15მგ) და ნაპროქსენის (500მგ) ერთად მიღებისას სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული იყოს ფარმაკოდინამიკური ეფექტი.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ აღინიშნა რივაროქსაბანის გამოყენებისას 500 მგ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.
ვარფარინი
K ვიტამინის ანტაგონისტი ვარფარინიდან (INR 2.0-3.0) რივაროქსაბანზე (20მგ) ან რივაროქსაბანიდან (20მგ) ვარფარინზე (INR 2.0-3.0) გადასვლისას გაიზარდა პროთრომბინის დრო/INR (ნეოპლასტინი) უფრო დიდი ხარისხით ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო ეფექტების მარტივი დაჯამებისას (INR –ს ცალკეული მნიშვნელობები შეიძლება აღწევდეს 12-ს), ხოლო aPTT–ზე ზეგავლენა, Xa ფაქტორის აქტივობისა და თრომბინის ენდოგენური პოტენციალის დათრგუნვა იყო ადიტიური.
თუ საჭიროა ვარფარინის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შეფასება ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის პერიოდში, შეიძლება გამოყენებულ იქნას INR-ის გაზომვა რივაროქსაბანის Ctrough-ის დროს (რივაროქსაბანის წინა დოზის მიღებიდან 24საათის შემდეგ), ვინაიდან მოცემულ დროს რივაროქსაბანი პრაქტიკულად არ მოქმედებს ამ მაჩვენებელზე.
ვარფარინსა და რივაროქსაბანს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
CYP3A4-ის ინდუქტორები
რივაროქსაბანისა და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, რიფამპიცინის, ერთად დანიშვნამ გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC–ის დაახლოებით 50%-ით შემცირება, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების პარალელური დაქვეითებით. რივაროქსაბანის გამოყენებამ CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინდუქტორებთან (მაგ., ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, ფენობარბიტალთან ან წმინდა იოანეს ვორტთან (Hypericum perforatum)) ერთად, ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის შემცირება. ამიტომ, რივაროქსაბანი არ უნდა დაინიშნოს CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთად, სანამ პაციენტი ყურადღებით არ იქნება შემოწმებული თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების არსებობაზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს რივაროქსაბანის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რეპროდუქციული ტოქსიკურობის, შინაგანი სისხლდენის რისკისა და რივაროქსაბანის პლაცენტაში გადასვლის მტკიცებულებების არსებობის გამო, რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
რევაროქსაბანით მკურნალობის პერიოდში რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის დაორსულება არ არის რეკომენდებული.
ლაქტაცია
რივაროქსაბანის ტაბლეტების გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება მეძუძურ დედებში დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებით რივაროქსაბანი გამოიყოფა რძეში. აქედან გამომდინარე, რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს. საჭიროა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის/მკურნალობისგან თავის შეკავების შესახებ.
ფერტილობა
ადამიანებში კვლევები რივაროქსაბანის ფერტილობაზე ზემოქმედების დასადგენად არ ჩატარებულა. დედალ და მამალ ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს ფერტილობაზე ზემოქმედება არ დადასტურებულა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა ზრდასრულ პაციენტებში III ფაზის კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას* და ბავშვებში ჩატარებულ II ფაზის ორ კვლევაში და III ფაზის ორ კვლევაში
ხშირი
არხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი სიხშირის
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
ანემია (მათ შორის შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრები)
თრომბოციტოზი (მათ შორის თრომბოციტების რაოდენობის მომატება), თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება
ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ცერებრალური და ინტრაკრანიალური სისხლდენა, სინკოპე
გასტროინტესტინალური დარღვევები
ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (მათ შორის სწორი ნაწლავიდან სისხლდენა), კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, ღებინება
პირის სიმშრალე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ტრანსამინაზების დონის მომატება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, GGT დონის მატება
სიყვითლე, კონიუგირებული ბილირუბინის მომატება (ALT-ის მატებით ან მის გარეშე),ქოლესტაზი, ჰეპატიტი (მათ შორის ჰეპატოცელუ
ლარული დაზიანება)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
კანის ქავილი (გენერალიზებული ქავილის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით), გამონაყარი, ექიმოზი, კანზე და კანქვეშა სისხლჩაქცევები
ჭინჭრის ციება
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS სინდრომი
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ტკივილი კიდურებში
ჰემართროზი
კუნთების ჰემორაგია
კომპარტ
მენტის სინდრომი სისხლდე
ნის გამო
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ცხელება, პერიფერიული შეშუპება, ზოგადი ფიზიკური ძალისა და ენერგიის დაქვეითება (მათ შორის სისუსტე და ასთენია)
ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება (მათ შორის სისუსტე)
ადგილობრივი შეშუპება
დოზის გადაჭარბება
მოზრდილებში დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების იშვიათი შემთხვევები 1,960 მგ-მდე რივაროქსაბანის მიღებისას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა სისხლდენის გართულებების ან სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების გამო. შეზღუდულია მონაცემები ბავშვებთან დაკავშირებით. შეზღუდული აბსორბციის გამო მოზრდილებში რივაროქსაბანის 50მგ ან მეტი სუპრათერაპიული დოზების გამოყენებისას მოსალოდნელია მაქსიმალური ეფექტი საშუალო პლაზმური ექსპოზიციის შემდგომი ზრდის გარეშე, თუმცა არ არსებობს მონაცემები ბავშვებში სუპრათერაპიული დოზების გამოყენების შესახებ.
სისხლდენის მართვა
რივაროქსაბანის მიღებისას სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, რივაროქსაბანის მიღება უნდა შეჩერდეს ან, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეწყდეს. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 5- 13 საათს. ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური (popPK) მოდელის გამოყენებით, უფრო ნაკლებია. მართვა უნდა იყოს ინდივიდუალური, სისხლდენის სიმძიმისა და ლოკალიზაციის მიხედვით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: B01AF01
მოქმედების მექანიზმი
რივაროქსაბანი არის Xa ფაქტორის მაღალსელექციური პირდაპირი ინჰიბიტორი პერორალური ბიოშეღწევადობით. Xa ფაქტორის დათრგუნვა აფერხებს კოაგულაციის კასკადის შიდა და გარე გზებს, თრომბინის ფორმირებასა და თრომბის ჩამოყალიბებას. რივაროქსაბანი არ აინჰიბირებს თრომბინს (აქტივირებული ფაქტორი II) და არ მოქმედებს თრომბოციტებზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ადამიანებში დაფიქსირდა Xa ფაქტორის აქტივობის დოზადამოკიდებული ინჰიბირება. რივაროქსაბანი ახდენს დოზადამოკიდებულ ეფექტს პროთრომბინის დროზე (PT) და მჭიდროდ კორელირდება პლაზმურ კონცენტრაციებთან (r-ის მნიშვნელობა უდრის 0.98-ს), თუ ანალიზისთვის გამოიყენება Neoplastin ნაკრები. სხვა რეაქტივების გამოყენების შემთხვევაში შედეგები განსხვავდება. პროთრომბინის დრო უნდა გაიზომოს წამებში, რადგან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) დაკალიბრებული და დამოწმებულია მხოლოდ კუმარინის წარმოებულებისთვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ანტიკოაგულანტებისთვის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ზრდასრულებში მიღებულ მონაცემებს.
რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება, ამასთან, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათში.
რივაროქსაბანი თითქმის მთლიანად შეიწოვება და აქვს მაღალი პერორალური ბიოშეღწევადობა (80-100%) 2.5 მგ და 10 მგ-ის ტაბლეტების შემთხვევაში, საკვების მიღების მიუხედავად. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას 2.5 მგ და 10 მგ დოზებით რივაროქსაბანის AUC-ზე ან Cmax-ზე.
შეწოვის შემცირებული ხარისხის გამო, 20მგ ტაბლეტის ბიოშეღწევადობა უზმოზე პერორალურად მიღებისას შეადგენდა 66%-ს. რივაროქსაბანის 20 მგ ტაბლეტების საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნა საშუალო AUC-ის 39%-ით ზრდა უზმოზე მიღებასთან შედარებით, რაც მიუთითებს თითქმის სრულ აბსორბციასა და მაღალ პერორალურ ბიოშეღწევადობაზე.
რივაროქსაბანის 15მგ და 20 მგ ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია 15 მგ-მდე დღეში ერთხელ უზმოზე მიღებისას. საკვებთან ერთად რივაროქსაბანის 10 მგ, 15 მგ და 20 მგ ტაბლეტების მიღებისას აღინიშნა დოზაზე დამოკიდებულება. უფრო დიდი დოზების მიღებისას, რივაროქსაბანი ავლენს შეზღუდულ აბსორბციას, ბიოშეღწევადობის დაქვეითებას და შეწოვის სიჩქარის დაქვეითებას დოზის გაზრდისას.
რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ზომიერი ინდივიდუალური ცვალებადობით (CV%) 30%-დან 40%-მდე დიაპაზონში.
განაწილება
ზრდასრულებში პლაზმურ ცილებთან შეკავშირება მაღალია, დაახლოებით 92%- 95%, ამასთან შრატის ალბუმინი არის მთავარი შემაკავშირებელი კომპონენტი. განაწილების მოცულობა საშუალოა, Vss დაახლოებით არის 50 ლიტრი.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
მოზრდილებში რივაროქსაბანის მიღებული დოზებიდან დაახლოებით 2/3 განიცდის მეტაბოლურ დეგრადაციას, რის შემდეგაც ნახევარი შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო მეორე ნახევარი ნაწლავებით. მიღებული დოზის დარჩენილი 1/3 გამოიყოფა პირდაპირ თირკმელებით უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით შარდთან ერთად, ძირითადად თირკმელების აქტიური სეკრეციის გზით.
რივაროქსაბანი მეტაბოლიზდება CYP3A4, CYP2J2 იზოფერმენტებით, ასევე CYP-დამოუკიდებელი მექანიზმებით. ბიოტრანსფორმაციის ძირითადი გზებია მორფოლინის ჯგუფის დაჟანგვა და ამიდური ბმების ჰიდროლიზი. in vitro კვლევების თანახმად, რივაროქსაბანი არის P-gp (P-გლიკოპროტეინი) და BCRP (ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტული ცილის ) გადამტანი ცილების სუბსტრატი.
უცვლელი რივაროქსაბანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაერთი ადამიანის პლაზმაში, ძირითადი ან აქტიური მოცირკულირე მეტაბოლიტების გარეშე. რივაროქსაბანის სისტემური კლირენსი არის დაახლოებით 10 ლ/სთ, ამიტომ ის შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ნივთიერება დაბალი კლირენსით. 1მგ დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4.5 საათს. რივაროქსაბანის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდებში 5- 9 საათია, ხოლო ხანდაზმულებში - 11- 13 საათი.
ფარმაცევტული მახასიათებლები
შენახვის პირობები
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
BASE MEDICO PRIVATE LIMITED-ის მიერ
ინდოეთი, ვადოდარა 391775, ტალუკა სავლი, სოფელი ტუნდავი, Essar ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, Survey No. 570
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Riveca Pharmaceuticals Pvt. Ltd.
ინდოეთი, გუჯარათი, აჰმადაბადი - 380054, ბოდაკდევი, Judges Bunglow, Primate, 203/C
ხელმოწერილია/ბეჭედდასმულია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - შპს „ნიუ ფარმა“.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.