ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ქსარელტო 20 მგ

Xarelto® 20 mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ქსარელტო გამოიყენება მოზრდილებში: გულის შიგნით თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რაც ხდება არარეგულარული გულის რითმის ფონზე (წინაგულების ფიბრილაცია ან მოციმციმე არითმია), რომლებიც შეიძლება გადაადგილდეს სისხლის ნაკადთან ერთად და გამოიწვიოს თავის ტვინის სისხლძარღვების (ინსულტი) ან თქვენი სხეულის სხვა …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რივაროქსი (rivaroxaban)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14), კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
Bayer Bitterfeld GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
ATC კოდი
B01AF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046512
რეგისტრირებულია
20 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 31 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer AG (გერმანია)
განმცხადებელი
სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაქსარელტო 20 მგ და სხვა წამალი ერთად

ქსარელტო 20 მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ქსარელტო გამოიყენება მოზრდილებში:

გულის შიგნით თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რაც ხდება არარეგულარული გულის რითმის ფონზე (წინაგულების ფიბრილაცია ან მოციმციმე არითმია), რომლებიც შეიძლება გადაადგილდეს სისხლის ნაკადთან ერთად და გამოიწვიოს თავის ტვინის სისხლძარღვების (ინსულტი) ან თქვენი სხეულის სხვა სისხლძარღვების (სისტემური თრომბოემბოლია) დაცობა;

ქვედა კიდურების ვენებში თრომბების წარმოქმნისას (ღრმა ვენების თრომბოზი, ღვთ), რომლებსაც ასევე შეუძლება სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილება და ფილტვის სისხლძარღვების დაცობა (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ფათე), რაც საჭიროებს მკურნალობას, ასევე განმეორებითი ღვთ/ფათე-ს პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატი ქსარელტო გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში სხეულის მასით 30 კგ-დან:

ფილტვების ვენებში და/ან სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნისას, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ხელახალის წარმოქმნის პროფილაქტიკას (საინექციო ანტიკოაგულანტებით სულ მცირე 5 დღის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ).

პრეპარატ ქსარელტო-ს მოქმედების მეთოდი

ქსარელტო არის ანტიკოაგულანტი, ანუ ეს პრეპარატი ბლოკავს სისხლის შედედების ერთ-ერთ ფაქტორს (Ха ფაქტორი) და ამცირებს სისხლის უნარს წარმოქმნას თრომბები.

თუ გრძნობთ, რომ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღების ფონზე თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

პერორალურად, საკვების მიღების დროს (იხ. კარი 5.2.).

ტაბლეტების დაფშვნა

თუ პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, შეიძლება პრეპარატ ქსარელტო-ს ტაბლეტის დაფშვნა და წყალთან ან ვაშლის პიურესთან შერევა უშუალოდ გამოყენების და პერორალურად მიღების წინ. პრეპარატ ქსარელტო-ს 15 მგ ან 20 მგ დაფშვნილი ტაბლეტის მიღების შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ საკვების მიღება.

ასევე შესაძლებელია დაფშვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის მეშვეობით (იხ. კარი 5.2. და 6.6.).

ბავშვები სხეულის მასით არანაკლებ 30 კგ

პერორალურად, საკვების მიღების დროს (იხ. კარი 5.2.).

პაციენტს უნდა ურჩიოთ ტაბლეტის გადაყლაპვა წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება საჭიროა დაახლოებით 24 საათიანი ინტერვალით.

თუ პაციენტმა დაუყოვნებლივ ამოარწყია მიღებული დოზა ან მას ღებინება ეწყება დოზის მიღების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში, საჭიროა ახალი დოზის მიღება. მაგრამ, თუ პაციენტს ღებინება ჰქონდა დოზის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, დოზის ხელახლად მიღება არ არის საჭირო, და მიმდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს განრიგის მიხედვით.

დაუშვებელია ტაბლეტის გაყოფა ტაბლეტიდან დოზის ნაწილის მიღების მიზნით.

ტაბლეტების დაფშვნა

თუ პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, საჭიროა პრეპარატ ქსარელტო-ს გამოყენება გრანულების ფორმით სუსპენზიის მოსამზადებლად პერორალურად მიღებისთვის.

თუ პერორალური მიღებისთვის სუსპენზია დაუყოვნებლივ არ არის ხელმისაწვდომი როდესაც დანიშნულია რივაროქსაბანი 15 მგ ან 20 მგ დოზით, შეიძლება ამ დოზების მიღება 15 მგ ან 20 მგ ტაბლეტის დაფშვნით და წყალთან ან ვაშლის პიურესთან შერევით უშუალოდ პერორალურად მიღებამდე.

დაფშვნილი ტაბლეტის შეყვანა შესაძლებელია ნაზოგასტრალური ან კუჭის ზონდის მეშვეობით (იხ. კარი 5.2.).

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია რივაროქსაბანის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში);

გაქვთ მნიშვნელოვანი აქტიური სისხლდენა;

გაქვთ დაზიანება ან მდგომარეობა, რა დროსაც მომატებულია დიდი სისხლდენის რისკი (მაგალითად, გაქვთ ან ახლახან გქონდათ კუჭ-ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი სისხლდენის მაღალი რისკით, ბოლოდროინდელი თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებები, ბოლოდროინდელი ოპერაციები თავის, ზურგის ტვინზე ან თვალზე, ბოლოდროინდელი ქალასშიდა სისხლჩაქცევა, საყლაპავი მილის ვენების დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ვარიკოზი, არტერიოვენური მალფორმაციები, სისხლძარღვების ანევრიზმა ან თავის ან ზურგის ტვინის სისხლძარღვების მხრივ დარღვევები);

თქვენ იღებთ სხვა ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, არაფრაქციულ ჰეპარინს, ენოქსაპარინს, დალტეპარინს, ფონდაპარინუქსს, ვარფარინს, დაბიგატრანის ეტექსილატს, აპიქსაბანს და სხვ.); გარდა სხვა ანტიკოაგულანტიდან რივაროქსაბანზე გადასვლის შემთხვევებისა და პირიქით, არაფრაქციული ჰეპარინის გამოყენებისა ვენაში ან არტერიაში ჩასმული კათეტერის დაცობის თავიდან ასაცილებლად;

გაქვთ ღვიძლის დაავადებები სისხლის შედედების დარღვევით და სისხლდენის მომატებული რისკით, ღვიძლის ციროზის ჩათვლით (კლასი В და С ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით);

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

თუ მიიჩნევთ, რომ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ პრეპარატი ქსარელტო და აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ქსარელტო-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებამდე, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტი თქვენ გეხებათ:

გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:

თირკმელის მძიმე დაავადება მოზრდილებში და თირკმლის ზომიერი ან მძიმე დაავადება ბავშვებში და მოზარდებში, ვინაიდან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის რაოდენობაზე, რომელიც მოქმედებს თქვენს ორგანიზმში;

თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ვარფარინს, დაბიგატრანს, აპიქსაბანს ან ჰეპარინს); ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლისას ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან არტერიული კათეტერის მეშვეობით, რათა ის დარჩეს ღია;

თქვენ იღებთ სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, კეტოკონაზოლს, იტრაკონაზოლს, ვორიკონაზოლს და პოზაკონაზოლს) ან აივ პროტეაზის ინჰიბიტორებს (მაგალითად, რიტონავირს) (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ქსარელტო»);

თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე, მაგალითად არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, აცეტილსალიცილის მჟავას და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს და სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ქსარელტო»);

თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება სისხლდენისადმი;

მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ვერ კონტროლდება პრეპარატების მიღებით;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები წყლულების გარეშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგალითად, ნაწლავის ანთება, საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), გასტრიტი და კუჭის შიგთავსის საყლაპავ მილში მოხვედრა (გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება), სიმსივნეები კუჭ-ნაწლავის ან შარდსასქესო ტრაქტში);

თვალის ბადურის სისხლძარღვოვანი დარღვევები (სისხლძარღვოვანი რეტინოპათია);

ფილტვის დაავადება, რომლის დროსაც ბრონქები დეფორმირებული და გაფართოებულია (ბრონქოექტაზები), ან წარსულში იყო ფილტვისმიერი სისხლდენა;

გაქვთ ონკოლოგიური დაავადება;

გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;

გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს);

გაქვთ არტერიული წნევის არასტაბილური მაჩვენებლები ან დაგეგმილია სამედიცინო ჩარევა (თრომბოლიზისი) ან ქირურგიული ოპერაცია ფილტვებიდან თრომბის მოსაცილებლად (ემბოლექტომია).

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მიიღოთ პრეპარატი ქსარელტო და გჭირდებათ თუ არა უფრო ზედმიწევნითი დაკვირვება.

თუ ოპერაცია გჭირდებათ:

პრეპარატ ქსარელტო-ს მიღების შეწყვეტა და განახლება ოპერაციამდე და მის შემდეგ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად;

თუ ოპერაცია მოიცავს ხერხემალში კათეტერის ჩადგმას ან პრეპარატის შეყვანას (მაგალითად, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიისთვის ან გაუტკივარებისთვის):

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ გაგიჩნდებათ დაბუჟება ან სისუსტე ფეხებში, პრობლემები ნაწლავებთან ან შარდის ბუშტთან დაკავშირებით, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

ბავშვებისთვის კათეტერის ჩადგმის საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება უნდა შეწყდეს და უნდა განიხილოს სხვა პრეპარატის (ხანმოკლე მოქმედების ანტიკოაგულანტი) ინტრავენური შეყვანის შესაძლებლობა.

კანის რეაქციები

კანის რეაქციები უმეტეს შემთხვევაში იწყება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. კანზე მძიმე გამონაყარის (მაგალითად, მისი გავრცელების, გაძლიერების და/ან ბუშტუკების წარმოქმნისას) ან ლორწოვანი გარსის დაზიანებების პირველივე გამოჩენისას შეწყვიტეთ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება (იხ. კარი 4 «შესაძლო არასასურველი რეაქციები»).

ხანდაზმული ასაკი

პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებისას სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს ასაკთან ერთად.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ქსარელტო არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის სხეულის მასით 30 კგ-ზე ნაკლები, ასევე თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

მოზრდილებისთვის მითითებული ჩვენებების მიხედვით პრეპარატ ქსარელტო-ს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია ბავშვებსა და მოზარდებთან მიმართებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატების მიღება.

აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი ქსარელტო-ს მიღებამდე, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რადგან ქსარელტო-ს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ფლუკონაზოლს, კეტოკონაზოლს, იტრაკონაზოლს, ვორიკონაზოლს და პოზაკონაზოლს), ისეთი შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ხდება მხოლოდ კანზე მათი დატანა;

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, კლარითრომიცინს, ერითრომიცინს);

ანტივირუსულ პრეპარატებს აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი);

სხვა პრეპარატებს თრომბების წარმოქმნის შესამცირებლად (მაგალითად, ენოქსპარინს, კლოპიდოგრელს ან К ვიტამინის ანტაგონისტებს, როგორიცაა ვარფარინი);

ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებს (მაგალითად, ნაპროქსენს ან აცეტილსალიცილის მჟავას);

დრონედარონს (გულის არითმიის სამკურნალო პრეპარატი);

ზოგიერთ პრეპარატებს დეპრესიის სამკურნალოდ (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორებს და სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების შერჩევით ინჰიბიტორებს).

თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ქსარელტო და გჭირდებათ თუ არა უფრო ზედმიწევნითი დაკვირვება. თუ ექიმი მიიჩნევს, რომ თქვენ გაქვთ კუჭ-ნაწლავის წყლულის განვითარების მომატებული რისკი, მან შეიძლება დაგინიშნოთ მკურნალობა წყლულების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებამდე, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რადგან ქსარელტო-ს ეფექტი შეიძლება შემცირდეს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ფენობარბიტალს);

ჩვეულებრივი კრაზანას პრეპარატებს (მცენარეული პრეპარატები დეპრესიის სამკურნალოდ);

ანტიბიოტიკ რიფამპიცინს.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა ქსარელტო-ს მიღება და საჭიროა თუ არა უფრო ზედმიწევნითი დაკვირვება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ და ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ორსულობა

გვერდითი მოვლენები

როგორც მოზრდილებში, მძიმე მენსტრუალური სისხლდენა დაფიქსირდა მოზარდი გოგონების 6,6 % (ხშირად) მენარქეს (მენსტრუალური ციკლის დადგომის) შემდეგ.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჩნდებოდა უფრო ხშირად ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში:

ძალზე ხშირად (შეიძლება გაუჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თავის ტკივილი;

სხეულის ტემპერატურის მომატება (ციებ-ცხელება);

ცხვირიდან სისხლდენა;

ღებინება.

ხშირად (შეიძლება გაუჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია);

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში);

სისხლის ანალიზში – ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

იშვიათად (შეიძლება გაუჩნდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართ ფურცელში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემების მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected] ან [email protected]

საიტი: www.roszdravnadzor.gov.ru

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»

მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)

ტელეფონი: +7 7172 23 51 35

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო «ჯანდაცვაში ექსპერტიზის და გამოცდების ცენტრი»

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი: +375 17 231 85 14

ფაქსი: + 375 17 252 53 58

ფარმაკოზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected], [email protected]

საიტი: www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება «წამლისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი»

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5

ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: www.pharm.am

პრეპარატი ქსარელტო-ს შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ყოველ ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) „ვარგისია“-ს გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 30 С ტემპერატურაზე.

დაფხვნილი ტაბლეტები

პრეპარატ ქსარელტო-ს დაფხვნილი ტაბლეტი სტაბილურია წყალში და ვაშლის პიურეში 4 საათის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები

პრეპარატი ქსარელტო შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაა რივაროქსაბანი მიკრონიზებული.

ქსარელტო, 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მიკრონიზებული რივაროქსაბანის 15 მილიგრამს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):

ცელულოზა მიკროკრისტალური,

ნატრიუმის კროსკარმელოზა,

ჰიპრომელოზა 5 сР (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 2910),

ლაქტოზის მონოჰიდრატი,

მაგნიუმის სტეარატი,

ნატრიუმის ლაურილსულფატი;

გარსი:

საღებარი რკინის ოქსიდი წითელი (E 172),

ჰიპრომელოზა 15 сР (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 2910),

მაკროგოლი 3350 (პოლიეთილენგლიკოლი (3350))

ტიტანის დიოქსიდი (Е 171).

ქსარელტო, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მიკრონიზებული რივაროქსაბანის 20 მილიგრამს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):

მიკროკრისტალური ცელულოზა,

პრეპარატი ქსარელტო შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს და ნატრიუმს (ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი), იხ. კარი 2.

პრეპარატი ქსარელტო-ს გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი

ქსარელტო, 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

პრეპარატი წარმოადგენს აპკიანი გარსით დაფარულ მრგვალ ორმხრივ ამოზნექილ ვარდისფერ-ყავისფერი ფერის ტაბლეტებს; ამოტვიფვრის მეთოდით დატანილია გრავირება: ერთ მხარეს – სამკუთხედი დოზირების აღნიშვნით «15», მეორე მხარეს – ბაიერის საფირმო ჯვარი.

ქსარელტო, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

პრეპარატი წარმოადგენს აპკიანი გარსით დაფარულ მრგვალ ორმხრივ ამოზნექილ წითელ-ყავისფერი ფერის ტაბლეტებს; ამოტვიფვრის მეთოდით დატანილია გრავირება: ერთ მხარეს – სამკუთხედი დოზირების აღნიშვნით «20», მეორე მხარეს – ბაიერის საფირმო ჯვარი.

ბაიერ აგ-ში, გერმანია, წარმოებისას

14 ტაბლეტი პოლიპროპილენის აპკისა და ალუმინის ფოლგის ან პოლივინილქლორიდ-პოლივინილდიქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 2 ან 7 ბლისტერი, თითოეული 14 ტაბლეტით, ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.

ბაიერ ბიტერფელდ გმბჰ-ში, გერმანია, წარმოებისას

შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფარმაცევტულ ფირმა «პოლისან»-ში, რუსეთი, წარმოებისას

14 ტაბლეტი პოლივინილქლორიდ-პოლივინილდიქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 2 ან 7 ბლისტერი, თითოეული 14 ტაბლეტით, ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი.

ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany

მწარმოებელი

ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 51368 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 51368 Leverkusen, Germany

ბაიერ ბიტერფელდ გმბჰ, ორთშთეილ გრეპპინ, შალეგასტერ შასსე 1, 06803 ბიტერფელდ-ვოლფენი, გერმანია

Bayer Bitterfeld GmbH, Ortsteil Greppin, Salegaster Chaussee 1, 06803 Bitterfeld-Wolfen, Germany

შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა «პოლისანი», რუსეთი, 192102, ქ. სანქტ-პეტერბურგი, სალოვის ქუჩა, სახლი 72, კორპ. 2, ლიტ. А

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე:

სს «ბაიერი»

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა, სახლი 18, შენობა 2

ტელეფონი: +7 495 231 12 00

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკის ტეროტორიაზე:

შპა «ბაიერ კაზ»

050057, ქ. ალმათი, ტიმირიაზევის ქუჩა, 42, პავილიონი 15, ოფისი 301

ტელეფონი: +7 727 258 80 40

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი, 57, ოთახი 54

ტელეფონი: +375 17 239 54 20

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკის ტეროტორიაზე:

0080, ქ. ერევანი, საიათ ნოვას კვარტალი 8/3

ტელეფონი: +374 11 20 15 50

ინფორმაციის სხვა წყაროები

გამოყენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მედიკამენტების ერთიან რეესტრში და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უფლებამოსილი ორგანოს (ექსპერტული ორგანიზაციის) ოფიციალურ ვებგვერდზე https://grls.rosminzdrav.ru.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

მოზრდილებში დარეგისტრირდა 1960 მგ-მდე დოზის გადაჭარბების იშვიათი შემთხვევები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე ზედმიწევნით დაკვირვება სისხლდენების ან სხვა არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიზნით (იხ. 4.9 კარის ქვეკარი «სისხლდენების მკურნალობა»). შეზღუდული შეწოვის გამო მოსალოდნელია პრეპარატის კონცენტრაციის პლატოს ფორმირება სისხლის პლაზმაში მისი საშუალო კონცენტრაციის მატების გარეშე ისეთი დოზების გამოყენებისას, რომლებიც თერაპევტულს აღემატება, რაც 50 მგ რივაროქსაბანის ტოლია ან მეტი მოზრდილებში.

მკურნალობა

მოზრდილებისთვის არსებობს სპეციფიური ანტიდოტი (ანდექსანეტი ალფა), რომელიც ბლოკავს რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკურ ეფექტს.

რივაროქსაბანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეწოვის შემცირებისათვის შეიძლება აქტივირებული ნახშირის გამოყენება.

სისხლდენების მკურნალობა

თუ პაციენტს, რომელიც რივაროქსაბანს იღებს, გაუჩნდა გართულება სისხლების სახით, საჭიროა რივაროქსაბანის მომდევნო მიღების გადადება ან, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტა. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 5-13 საათს. მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური სისხლდენის სიმძიმის და ლოკალიზაციის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის გამოყენება, როგორიცაა მექანიკური კომპრესია (მაგალითად, მძიმე სისხლდენისას ცხვირიდან), ქირურგიული ჰემოსტაზი სისხლდენის კონტროლის პროცედურებით, ინფუზიური თერაპია და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, სისხლის პრეპარატების (ერითროციტული მასა ან ახლად გაყინული პლაზმის, იმისდა მიხედვით, განვითარდა თუ არა ანემია ან კოაგულოპათია) ან თრომბოციტების გამოყენება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ზომები არ იწვევს სისხლდენის შეწყვეტას, შეიძლება დაინიშნოს Ха ფაქტორის ინჰიბიტორის ანტიდოტი (ანდექსანეტი ალფა), რომელიც ბლოკავს რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკურ ეფექტს, ან სპეციფიკური პროკოაგულანტური პრეპარატები, მაგალითად, პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი, აქტივირებული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი ან რეკომბინანტული ფაქტორი VIIa (r-FVIIa). მაგრამ ამჟამად აღნიშნული სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილება მოზრდილებში, რომლებიც რივაროქსაბანს იღებენ, საკმაოდ შეზღუდულია. აღნიშნული რეკომენდაციები დაფუძნებულია ასევე შეზღუდულ არაკლინიკურ კვლევებზე. VIIa-ს რეკომბინანტული ფაქტორის განმეორებით შეყვანის შესაძლებლობა და დოზის ტიტრირება უნდა განიხილოს სისხლდენის აქტივობის შემცირების მიხედვით. ადგილობრივი ხელმისაწვდომობის მიხედვით, დიდი სისხლდენის შემთხვევაში უნდა განიხილოს კოაგულაციის სპეციალისტთან კონსულტაციის შესაძლებლობა (იხ. კარი 5.1.).

ივარაუდება, რომ პროტამინის სულფატი და ვიტამინი K გავლენას არ ახდენს რივაროქსაბანის ანტიკოაგულანტური აქტივობაზე. არსებობს ტრანექსამის მჟავის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება და არ არსებობს ამინოკაპრონის მჟავის და აპროტინინის გამოყენების გამოცდილება მოზრდილებში, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს. სისტემური ჰემოსტატიკური პრეპარატ დესმოპრესისნის გამოყენების მიზანშეწონილობის მეცნიერული დასაბუთება ან გამოცდილება პაციენტებში, რომლებიც რივაროქსაბანს იღებენ, არ არსებობს. პლაზმის ცილებთან ინტენსიური დაკავშირების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ არ მოხდება რივაროქსაბანის შეყვანა დიალიზის ჩატარების დროს.

ბავშვები

ბავშვებისთვის მონაცემები შეზღუდულია. მონაცემები დოზების შესახებ, რომლებიც თერაპევტულს აღემატება, ბავშვებში არ არსებობს.

სპეციფიკური ანტიდოტი (ანდექსანეტი ალფა), რომელიც რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკურ ეფექტს ბლოკავს, ნებადართული არ არის ბავშვებში გამოყენებისთვის.

სისხლდენების მკურნალობა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელირების მეშვეობით დაპროგნოზებული ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში, უფრო მოკლეა ვიდრე მოზრდილებში (იხ. კარი 5.2.).

სპეციფიკური პროკოაგულანტური პრეპარატების (მაგალითად, პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი, აქტივირებული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი ან VIIa (r-FVIIa)-ს რეკომბინანტული ფაქტორი) ბავშებში, რომლებიც რივაროქსაბანს იღებენ, საკმაოდ შეზღუდულია.

არ არსებობს პროტამინის სულფატის, К ვიტამინის, ტრანექსამის მჟავის, ამინოკაპრონის მჟავის და აპროტინინის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში, რომლებიც რივაროქსაბანს იღებენ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები; Ха ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები.

АТC კოდი: B01AF01

მოქმედების მექანიზმი

რივაროქსაბანი – Ха ფაქტორის მაღალსელექტიური პირდაპირი ინჰიბიტორია, რომელსაც მაღალი ბიოშეღწევადობა გააჩნია პერორალურად მიღებისას. Ха ფაქტორის ინჰიბირება არღვევს არღვევს კოაგულაციური კასკადის შიდა და გარე გზებს, აინჰიბირებს რა თრომბინის წარმოქმნას და თრომბის ფორმირებას. რივაროქსაბანი არ აინჰიბირებს თრომბინს (აქტივირებულ ფაქტორ II), ასევე არ აჩვენა თრომბოციტებზე გავლენა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ადამიანებში შეინიშნება Ха ფაქტორის აქტივობის დოზადამოკიდებული ინჰიბირება. რივაროქსაბანი ახდენს დოზადამოკიდებულ გავლენას პროთრომბინის დროზე, რომელიც კარგად კორელირებს სისხლის პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციებთან (r = 0,98), თუ ანალიზისთვის გამოიყენება Neoplastin-ის ნაკრები. სხვა რეაქტივების გამოყენებისას შედეგები განსხვავებული იქნება. პროთრომბინის დრო უნდა გაიზომოს წამებში, ვინაიდან სნთ (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) დაკალიბრებულია და ვალიდირებულია მხოლოდ კუმარინის წარმოებულებისთვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ანტიკოაგულანტებისთვის.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რივაროქსაბანს ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობისა და რეციდივების პროფილაქტიკისთვის, 5/95 პროცენტილი პროთრომბინის დროისთვის (Neoplastin) ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ (ანუ ეფექტის მაქსიმუმზე) ვარირებს 17-დან 32 წამამდე ფარგლებში 15 მგ რივაროქსაბანის დღეში ორჯერ მიღებისას და 15-დან 30 წამამდე 20 მგ რივაროქსაბანის დღეში ერთხელ მიღებისას. ტაბლეტის მიღების შემდეგ 8-16 საათის ინტერვალში 5/95 პროცენტილი ვარირებს 14-დან 24 წამამდე ფარგლებში 15 მგ დღეში ორჯერ მიღებისას და ტაბლეტის მიღებიდან 18-30 საათის შემდეგ – 13-დან 20 წამამდე 20 მგ დღეში ერთხელ.

არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, 5/95 პროცენტილი პროთრომბინის დროისთვის (Neoplastin) ტაბლეტის მიღებიდან 1-4 (ანუ ეფექტის მაქსიმუმზე) ვარირებს 14-დან 40 წამამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 20 მგ დღეში ერთხელ და 10-დან 50 წამამდე პაციენტებში თირკმლების ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევით, რომლებიც იღებენ 15 მგ დღეში ერთხელ. ტაბლეტის მიღებიდან 16-36 საათის ინტერვალში 5/95 პროცენტილი ვარირებს 12-დან 26 წამამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 20 მგ დღეში ერთხელ და 12-დან 26 წამამდე პაციენტებში თირკმლების ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევით, რომლებიც იღებენ 15 მგ დღეში ერთხელ.

კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკის ცვლილებები ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში (n = 22) შეისწავლა ორო სხვადასხვა ტიპის პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატის ერთჯერადი დოზების (50 МЕ/კგ) გავლენა: 3-ფაქტორული (ფაქტორები II, IX и X) და 4-ფაქტორული (ფაქტორები II, VII, IX и X). 3-ფაქტორული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატმა შეამცირა პროთრომბინის დროის (Neoplastin) საშუალო მნიშვნელობები დაახლოებით 1,0 წამით 30 წუთის განმავლობაში დაახლოებით 3,5 წამით შემცირებასთან შედარებით, რაც აღინიშნებოდა 4-ფაქტორული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატის გამოყენებისას. პირიქით, 3-ფაქტორული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატმა მოახდინა უფრო გამოხატული და უფრო სწრაფი ზოგადი გავლენა ენდოგენური თრომბინის გენერაციაში ცვლილებების შექცევადობაზე, ვიდრე 4-ფაქტორული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატმა (იხ. კარი 4.9.).

ასევე რივაროქსაბანი დოზადამოკიდებულად ზრდის ანთდ-ს და HepTest-ის შედეგს; მაგრამ რეკომენდებული არ არის ამ პარამეტრების გამოყენება რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის შეფასებისთვის. რივაროქსაბანით მკურნალობის პერიოდში სისხლის შედედების პარამეტრების მონიტორინგი რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში საჭირო არ არის. მაგრამ, თუ არსებობს ამის კლინიკური დასაბუთება, რივაროქსაბანის კონცენტრაცია შეიძლება გაიზომოს კალიბრირებული რაოდენობრივი ანტი-Xa აქტივობის ტესტის გამოყენებით (იხ. კარი 5.2.).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში

რივაროქსაბანის კლინიკური კვლევის პროგრამა შემუშავდა არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკაში რივაროქსაბანის ეფექტურობის დემონსტრირებისთვის.

ROCKET AF-ს საბაზო ორმაგად ბრმა კვლევაში 14264 პაციენტი რანდომიზებული იყო 20 მგ რივაროქსაბანის დღეში ერთხელ მიღების (15 მგ დღეში ერთხელ პაციენტებისთვის კრეატინინის კლირენსით 30-49 მლ/წთ.) ან ვარფარინის მიღების მიხედვით, რომლის დოზა ტიტრირებული იქნა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მიზნობრივი მნიშვნელობის 2,5 (თერაპევტული დიაპაზონი 2,0-დან 3,0-მდე) მიღებამდე. მკურნალობის ხანგრძლივობის მედიანამ შეადგინა 19 თვე, ხოლო მკურნალობის ზოგადი ხანგრძლივობა კი – 41 თვემდე.

პაციენტების 34,9 % იღებდა თერაპიას აცეტილსალიცილის მჟავით, 11,4 % – იღებდა თერაპიას III კლასის ანტიარითმული პრეპარატებით, ამიოდარონის ჩათვლით.

რივაროქსაბანი არ ჩამორჩებოდა ვარფარინს ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის, რომელიც დაკავშირებული არ იყო ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (ცნს), პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის მიხედვით. პოპულაციაში, რომელიც იღებდა მკურნალობას პროტოკოლის მიხედვით, ინსულტი ან სისტემური თრომბოემბოლია განუვითარდა 188 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ რივაროქსაბანს, (1,71 % წელიწადში) და 241 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს, (2,16 % წელიწადში) (რისკების თანაფარდობა (რთ) 0,79; 95 % ДИ, 0,66-0,96; P<0,001 «არ ჩამორჩება» ჰიპოთეზისათვის). დანიშნული ჩარევის (ITT) შესაბამისად გაანალიზებულ ყველა რანდომიზირებულ პაციენტს შორის პირველადი მოვლენები აღმოუჩნდა 269 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ რივაროქსაბანს, (2,12 % წელიწადში) და 306 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს, (2,42 % წელიწადში) (რისკების თანაფარდობა 0,88; 95 % ДИ, 0,74‒1,03; P<0,001 «არ ჩამორჩება» ჰიპოთეზისათვის; P=0,117 «აღემატება» ჰიპოთეზისათვის). ანალიზში დანიშნული მკურნალობის შესაბამისად იერარქიული თანმიმდევრობით შემოწმებული მეორადი საბოლოო წერტილების შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 4.

ვარფარინის ჯგუფის პაციენტებს შორის საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მნიშვნელობები იყო თერაპევტულ დიაპაზონში (2,0-დან 3,0-მდე) საშუალოდ დროის 55 %-ში (მედიანა 58 %; ინტერკვარტილური დიაპაზონი 43-დან 71-მდე). რივაროქსაბანის ეფექტი არ განსხვავდებოდა ცენტრალური TTR-ს დონეზე (დრო მიზნობრივი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის დიაპაზონში 2,0-დან 3,0-მდე) ერთნაირი ზომის კვარტილებში (P=0,74 ურთიერთმოქმედებისთვის). ცენტრის მიმართ ყველაზე მაღალი კვარტილის ფარგლებში რივაროქსაბანის რისკების თანაფარდობა (რთ) ვარფარინთან შედარებით შეადგენდა 0,74 (95 % ДИ, 0,49-1,12).

უსაფრთხოების ძირითადი საბოლოო წერტილის გაჩენის სიხშირე (დიდი და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენები) შედარებადი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში (იხ. ცხრილი 5).

ცხრილი 4. მონაცემები ეფექტურობის პროფილის მიხედვით ROCKET AF-ს III ფაზის კვლევაში

გამოსაკვლევი პოპულაცია

ITT ეფექტურობის ანალიზი არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში

თერაპიული დოზა

რივაროქსაბანი 20 დღეში ერთხელ (15 დღეში ერთხელ თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის)

მოვლენების სიხშირე

(100 პაციენტ-წელი)

ვარფარინი დოზით, რომელიც ტიტრირებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მოზნობრივი დოზის 2,5 მიხედვით (თერაპევტული დიაპაზონი 2,0-დან 3,0-მდე)

მოვლენების სიხშირე

(100 პაციენტ-წელი)

რისკების თანაფარდობა

(95 % ДИ)

p-მნიშვნელობა, ტესტი უპირატესობაზე

ინსულტი და თრომბოემბოლია, რომელიც არ არის დაკავშირებული ცნს -თან

269

(2,12)

306

(2,42)

0,88

(0,74‒1,03)

0,117

ინსულტი, თრომბოემბოლია, რომელიც არ არის დაკავშირებული ცნს-თან და გარდაცვალება გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო

572

(4,51)

609

(4,81)

0,94

(0,84‒1,05)

0,265

ინსულტი, თრომბოემბოლია, რომელიც არ არის დაკავშირებული ცნს-თან, გარდაცვალება გულ-სისხლძარღვთა დაავადების და მიოკარდიუმის ინფარქტის გამო

659

(5,24)

709

(5,65)

0,93

(0,83‒1,03)

0,158

ინსულტი

253 (1,99)

281 (2,22)

0,90 (0,76–1,07) 0,221

სისტემური თრომბოემბოლია, რომელიც არ არის დაკავშირებული ცნს-თან

20 (0,16)

27 (0,21)

0,74 (0,42–1,32) 0,308

მიოკარდიუმის ინფარქტი

130 (1,02)

142 (1,11)

0,91 (0,72–1,16) 0,464

ცხრილი 5. მონაცემები უსაფრთხოების პროფილის მიხედვით ROCKET AF-ს III ფაზის კვლევაში

გამოსაკვლევი პოპულცია

არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებშიa)

თერაპიული დოზა

რივაროქსაბანი 20 დღეში ერთხელ (15 დღეში ერთხელ თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის)

მოვლენების სიხშირე

(100 პაციენტ-წელი)

ვარფარინი დოზით, რომელიც ტიტრირებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მიზნობრივი დონის 2,5 მიხედვით (თერაპევტული დიაპაზონი 2,0-დან 3,0-მდე)

მოვლენების სიხშირე

(100 პაციენტ-წელი)

რისკების თანაფარდობა

(95 % ДИ)

p-მნიშვნელობა

დიდი და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენები

1475

(14,91)

1449

(14,52)

1,03

(0,96‒1,11)

0,442

დიდი სისხლდენები

395

(3,60)

386

(3,45)

1,04

(0,90‒1,20)

0,576

გარდაცვალება სისხლდენის გამო*

27

(0,24)

55

(0,48)

0,50

(0,31‒0,79)

0,003

სისხლდენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებიდან*

91

(0,82)

133

(1,18)

0,69

(0,53‒0,91)

0,007

ქალასშიდა სისხლდენა **

55

(0,49)

84

(0,74)

0,67

(0,47‒0,93)

0,019

ჰემოგლობინის დონის დაქვეითება*

305

(2,77)

254

(2,26)

1,22

(1,03‒1,44)

0,019

ორი ან მეტი ერთეული ერითროციტული მასის ან მთლიანი სისხლის გადასხმა*

183

(1,65)

149

(1,32)

1,25

(1,01‒1,55)

0,044

კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენები

1185

(11,80)

1151

(11,37)

1,04

(0,96‒1,13)

0,345

გარდაცვალება ყველა მიზეზით

208

(1,87)

250

(2,21)

0,85

(0,70‒1,02)

0,073

a) პოპულაცია უსაფრთოხების შესასწავლად, მკურნალობის პერიოდში

  • ნომინალური მნიშვნელობა

ROCKET AF III ფაზის კვლევის დამატებით განხორციელდა პროსპექტიული, უკონტროლო პოსტსარეგისტრაციო არაინტერვენციული ღია კოჰორტული კვლევა (XANTUS) საბოლოო წერტილების ცენტრალური შეფასებით, თრომბოემბოლიური მოვლენის და დიდი სისხლდენების ჩათვლით. არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე 6704 პაციენტი ჩართული იყო რეალური კლინიკური პრაქტიკის კვლევაში, რა დროსაც შეისწავლებოდა ინსულტისა და სისტემური თრომბოებოლიის პროფილაქტიკა, რომელიც არ იყო დაკავშირებული ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (ცნს). CHADS2 და HAS-BLED-ის საშუალო მაჩვენებლები XANTUS-ს კვლევაში შეადგინა 1,9 და 2,0, CHADS2 და HAS-BLED-ის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც იყო 3,5 და 2,8 ტოლი ROCKET AF-ს კვლევაში, შესაბამისად. დიდი სისხლდენა მოხდა 2,1 შემთხვევაში 100 პაციენტი-წელზე. სასიკვდილო სისხლდენა დარეგისტრირდა 0,2 შემთხვევაში 100 პაციენტი-წელზე, ხოლო ქალასშიდა სისხლდენა – 0,4 შემთხვევაში 100 პაციენტ-წელზე. ინსულტი ან სისტემური თრომბოემბოლია, რომელიც არ არის დაკავშირებული ცნს-თან, დარეგისტრირდა 0,8 შემთხვევაში 100 პაციენტ-წელზე.

კლინიკურ პრაქტიკაში ეს დაკვირვებები შეესაბამება ამ ჩვენების მიხედვით დადგენილ უსაფრთხოების პროფილს.

პოსტსარეგისტრაციო არაინტერვენციურ კვლევაში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე 162000 პაციენტი ოთხი ქვეყნიდან იღებდა რივაროქსაბანს ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის. იშემიური ინსულტის სიხშირემ შეადგინა 0,70 (95 % ДИ 0,44–1,13) 100 პაციენტ-წელზე. სისხლდენები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია მოჰყვა, ჩნდებოდა შემდეგი სიხშირით 100 პაციენტ-წელზე: 0,43 (95 % ДИ 0,31–0,59) ქალასშიდა სისხლდენებისთვის, 1,04 (95 % ДИ 0,65–1,66) კუჭ-ნაწლავის სისხლდენებისთვის, 0,41 (95 % ДИ 0,31–0,53) უროგენიტალური სისხლდენებისთვის და 0,40 (95 % ДИ 0,25–0,65) სხვა სისხლდენებისთვის.

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია

განხორციელდა პროსპექტიული რანდომიზებული ღია მრავალცენტრიანი საძიებო კვლევა საბოლოო წერტილების ბრმა შეფასებით (X-VERT) არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე 1504 პაციენტის მონაწილეობით (როგროც პაციენტები, ვისაც პერორალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობა პირველად დაენიშნათ, ასევე ვინც ადრე უკვე იღებდა მათ), რომელთათვის ნაჩვენებია კარდიოვერსია რივაროქსაბანის და K ვიტამინის ანტაგონისტების (АВК) შედარების მიზნით იმ დოზით, რომელიც შერჩეული იქნა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკისთვის გამოყენებული საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (რანდომიზაცია 2:1 თანაფარდობით) მიხედვით. გამოყენებულ იქნა შემდეგი სტრატეგიები: ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია წინასწარი 1-5-დღიანი ანტიკოაგულანტური თერაპიის შემდეგ ან ტრადიციული მიდგომა კარდიოვერსიის მიმართ (წინასწარი მკურნალობის არანაკლებ სამი კვირის განმავლობაში). ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი (ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, სისტემური თრომბოემბოლიის, რომელიც დაკავშირებული არ არის ცნს-თან, მიოკარდიუმის ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა მიზეზების შედეგად გარდაცვალების ყველა შემთხვევა) მოხდა 5 (0,5 %) პაციენტს რივაროქსაბანის ჯგუფში (n=978) და 5 (1,0 %) პაციენტში K ვიტამინის ანტაგონისტების ჯგუფში (n=492; რისკების თანაფარდობა 0,50; 95 % ДИ 0,15‒1,73; ITT მოდიფიცირებული პოპულაცია). უსაფრთხოების ძირითადი საბოლოო წერტილი (დიდი სისხლდენა) მოხდა 6 (0,6 %) და 4 (0,8 %) პაციენტში რივაროქსაბანის (n=988) და K ვიტამინის ანტაგონისტების (n=499) ჯგუფებში შესაბამისად (რისკების თანაფარდობა 0,76; 95 % ДИ 0,21‒2,67; უსაფრთხოების პოპულაცია). ამ საძიებო კვლევაში მოხდა რივაროქსაბანის და K ვიტამინის ანტაგონისტების მკურნალობის ჯგუფებში შესადარებელი ეფექტურობის და უსაფრთხოების დემონსტრირება კარდიოვერსიის ჩატარების დროს.

პაციენტები არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდა კკჩ სტენტირებით

განხორციელდა რანდომიზებული ღია მრავალცენტრიანი კვლევა (PIONEER AF-PCI) რივაროქსაბანის ორი დოზირების რეჟიმის უსაფრთხოების შედარებისთვის K ვიტამინის ანტაგონისტების ერთი დოზირების რეჟიმთან მიმართებით არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე 2124 პაციენტში, რომლებსაც ჩაუტარდათ კკჩ სტენტირებით ათეროსკლეროზული დაავადების გამო. პაციენტების რანდომიზაცია მოხდა 1:1:1 თანაფარდობით 12-თვიანი თერაპიისთვის. ანამნეზში ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით (ტიშ) პაციენტები კვლევაში ჩართული არ იყო.

1-ლი ჯგუფი იღებდა 15 მგ რივაროქსაბანს დღეში ერთხელ (10 მგ დღეში ერთხელ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით კრკლ 30-49 მლ/წთ.) და P2Y12-ის რეცეპტორის ინჰიბიტორს. მე-2 იღებდა 2,5 მგ რივაროქსაბანს დღეში ორჯერ და ორმაგ ანტითრომბოციტულ თერაპიას (ანუ 75 მგ კლოპიდოგრელს (ან P2Y12 რეცეპტორის ალტერნატიულ ინჰიბიტორს) და აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით) 1, 6 ან 12 თვის განმავლობაში შემდგომში 15 მგ რივაროქსაბანზე (10 მგ დღეში ერთხელ პაციენტებში კრკლ 30-49 მლ/წთ.) დღეში ერთხელ გადასვლით აცეტილსალიცილის მჟავის დაბალ დოზასთან ერთად. მე-3 ჯგუფი იღებდა K ვიტამინის ანტაგონისტებს კორექტირებულ დოზას და ორმაგ ანტითრომბოციტულ თერაპიას 1, 6 ან 12 თვის განმავლობაში შემდგომში K ვიტამინის ანტაგონისტების კორექტირებულ დოზაზე გადასვლით, აცეტილსალიცილის მჟავის დაბალ დოზასთან ერთად.

პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილი, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების შემთხვევები რეგისტრირებული იყო 109 (15,7 %), 117 (16,6 %) და 167 (24,0 %) პაციენტში 1-ლ ჯგუფში, მე-2 ჯგუფში და მე-3 ჯგუფში, შესაბამისად (რისკების თანაფარდობა [რთ] 0,59; 95 % სანდოობის ინტერვალი [ДИ] 0,470,76; p<0,001, და რისკების თანაფარდობა 0,63; 95 % ДИ 0,50-0,80; p<0,001, შესაბამისად). მეორადი საბოლოო წერტილი (გულ-სისხლძარღვთა მოვლენების ჯამური სიხშირე: გარდაცვალება გულ-სისხლძარღვოვანი მიზეზების გამო, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განუვითარდა 41 (5,9 %), 36 (5,1 %) და 36 (5,2 %) პაციენტს 1-ლ ჯგუფში, მე-2 და მე-3 ჯგუფში, შესაბამისად. რივაროქსაბანის თითოეულმა რეჟიმმა აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევების სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება K ვიტამინის ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდა კკჩ სტენტირებით.

PIONEER AF-PCI კვლევის პირველადი მიზანი იყო უსაფრთხოების შეფასება. ეფექტურობის მონაცემები (თრომბოემბოლიური მოვლენების ჩათვლით) ამ პოპულაციაში შეზღუდულია.

ღვთ-ს, ფათე-ს მკურნალობა და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივების პროფილაქტიკა

რივაროქსაბანის კლინიკური კვლევის პროგრამა შემუშავდა რივაროქსაბანის ეფექტურობის დემონსტრირებისთვის მწვავე ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობის დასაწყისში, ღვთ-ს და ფათე-ს თერაპიის გაგრძელებისას და რეციდივების პროფილაქტიკის დროს.

12800 მეტმა პაციენტმა მონაწილეობა მიიღო III ფაზის ოთხ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში (EINSTEIN DVT, EINSTEIN PE, EINSTEIN Extension და EINSTEIN Choice); გარდა ამისა, განხორციელდა DVT და EINSTEIN PE კვლევების დამატებითი წინასწარ დაგეგმილი გაერთიანებული ანალიზი. მკურნალობის მაქსიმალურმა ხანგრძლივობამ ყველა კვლევაში შეადგინა 21 თვე.

EINSTEIN DVT კვლევა ტარდებოდა მწვავე ღვთ-ს მქონე 3449 პაციენტის მონაწილეობით ღვთ-ს მკურნალობისა და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივების პროფილაქტიკისთვის რივაროქსაბანის გამოყენების შესწავლის მიზნით (პაციენტები, ვისაც ჰქონდა სიმპტომატური ფათე, ამოირიცხებოდა ამ კვლევიდან). მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა 3, 6 ან 12 თვეს მკვლევარის კლინიკური შეფასების მიხედვით.

მწვავე ღვთ-ს მკურნალობის პირველი სამი კვირის განმავლობაში გამოიყენებოდა რივაროქსაბანი 15 მგ დღეში ორჯერ, შემდგომში რივაროქსაბანის 20 მგ დღეში ერთხელ გადასვლით.

EINSTEIN PE კვლევა ჩატარდა მწვავე ფათე-ს მქონე 4832 პაციენტს ფათე-ს მკურნალობის და შესწავლის ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა 3, 6 ან 12 თვეს მკვლევარის კლინიკური შეფასების მიხედვით.

მწვავე ფათე-ს საწყისი კვლევის პირველი სამი კვირის განმავლობაში გამოიყენებოდა რივაროქსაბანი 15 მგ დღეში ორჯერ, შემდგომში რივაროქსაბანის 20 მგ დღეში ერთხელ გადასვლით.

EINSTEIN DVT და EINSTEIN PE ორივე კვლევაში მკურნალობის სქემა შესადარებელი პრეპარატის ჯგუფში მოიცავდა ენოქსაპარინის შეყვანას სულ მცირე 5 დღის განმავლობაში K ვიტამინის ანტაგონისტით თერაპიასთან ერთად პდ-ს/საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის თერაპევტული დონის (≥2,0) მიღწევამდე. შემდეგ მკურნალობა გრძელდებოდა K ვიტამინის ანტაგონისტით, რომლის დოზა დაკორექტირდა იმგვარად, რომ შენარჩუნდეს პდ-ს/საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მნიშვნელობები თერაპევტულ დიაპაზონში 2,0-დან 3,0-მდე.

EINSTEIN Extension-ს კვლევა ტარდებოდა ღვთ-ს ან ფათე-ს მქონე 1197 პაციენტის მონაწილეობით ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის ხანგრძლივობა პაციენტებისთვის, რომლებმაც დაასრულეს 6-დან 12 თვის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობა, შეადგინა დამატებით 6-დან 12 თვემდე მკვლევარის კლინიკური შეფასების მიხედვით. განხორციელდა რივაროქსაბანის 20 მგ დღეში ერთხელ და პლაცებოს შედარება.

EINSTEIN DVT, PE და EINSTEIN კვლევებში გამოიყენებოდა ერთნაირი წინასწარ განსაზღვრული ეფექტურობის პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილები. ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ვთე-ს სიმპტომური რეციდივი, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც ღვთ-ს რეციდივის ან ფატალური და არაფატალური ფათე-ს ერთობლიობა. მეორადი საბოლოო წერტილი განისაზღვრებოდა როგორც ღვთ-ს რეციდივის, არაფატალური ფათე-ს და ყველა მიზეზით გარდაცვალების ერთობლიობა.

EINSTEIN Choice-ის კვლევაში 3396 პაციენტი ღვთ-ს და/ან ფათე-ს დადასტურებული სიმპტომებით, რომლებმაც 6-12 თვის განმავლობაში დაასრულეს ანტიკოაგულანტებით მკურნალობა, შეისწავლებოდა ფატალური ფათე-ს ან ღვთ-ს ანდა ფათე-ს არაფატალური სიმპტომური რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით. პაციენტები, რომელთათვის ნაჩვენები იყო თერაპევტული დოზით ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელება, ამოირიცხა კვლევიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვემდე რანდომიზაციის ინდივიდუალური თარიღის მიხედვით (მედიანა: 351 დღე). რივაროქსაბანი 20 მგ დოზით დღეში ერთხელ და რივაროქსაბანი 10 მგ დოზით დღეში ერთხელ შედარდა აცეტილსალიცილის მჟავასთან 100 მგ დოზით დღეში ერთხელ.

ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ვთე-ს სიმპტომური რეციდივი, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც ღვთ-ს რეციდივის ან ფატალური ან არაფატალური ფათე-ს ერთობლიობა.

EINSTEIN DVT კვლევაში (იხ. ცხრილი 6) ნაჩვენები იყო, რომ რივაროქსაბანი არ ჩამორჩება ენოქსაპარინს/K ვიტამინის ანტაგონისტებს პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის მიხედვით (p<0,0001 (ტესტი არანაკლებ ეფექტურობაზე); რისკების თანაფარდობა: 0,680 (0,443-1,042), p=0,076 (ტესტი უპირობატესობაზე)). წინასწარ განსაზღვრული წმინდა კლინიკური სარგებელი (ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი და დიდი სისხლდენის შემთხვევები) დარეგისტრირდა რისკების თანაფარდობით 0,67 ((95 % ДИ: 0,47–0,95), ნომინალური მნიშვნელობა p = 0,027) რივაროქსაბანის სასარგებლოდ. საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მნიშვნელობები იყო თერაპევტულ დიაპაზონში საშუალოდ დროის 60,3 % მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობისთვის 189 დღის ოდენობით და დროის 55,4 %, 60,1 % და 62,8 % ოდენობით ჯგუფებში, რომლებშიც მკურნალობა გახანგრძლივდა 3, 6 და 12 თვით, შესაბამისად. ენოქსაპარინის/K ვიტამინის ანტაგონისტების ჯგუფში არ იყო მკვეთრი კავშირი საშუალო ცენტრალურ TTR დონეს (დრო მიზნობრივი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის დიაპაზონში 2,0–3,0) შორის ერთნაირი ზომის ტერტილებში და ვთე-ე რეციდივების სიხშირით (P = 0,932 ურთიერთქმედებისთვის). ცენტრთან მიმართებით ყველაზე მაღალი ტერტილის ფარგლებში რისკების თანაფარდობა რივაროქსაბანისთვის ვარფარინთან შედარებით შეადგენდა 0,69 (95 % ДИ: 0,35–1,35).

უსაფრთხოების პირველადი საბოლოო წერტილის (დიდი ან კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის შემთხვევები), უსაფრთხოების მეორადი საბოლოო …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ჩანართი ფურცელი ‒ ინფორმაცია პაციენტისთვის

ქსარელტო, 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ქსარელტო, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: რივაროქსაბანი

პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს.

შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკებს.

პრეპარატი პირადად თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მას შეუძლია მათთვის ზიანის მიყენება, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.

თუ რაიმე არასასურველი რეაქცია გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართი ფურცლის მე-4 კარში.

ჩანართი ფურცლის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი ქსარელტო და რისთვის გამოიყენება.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ქსარელტო-ს გამოყენებამდე.

პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ ქსარელტო-ს შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები.

რას წარმოადგენს პრეპარატი ქსარელტო და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ქსარელტო შეიცავს მოქმედ ნივთიერებას რივაროქსაბანს. რივაროქსაბანი მიეკუთვნება ანტითრომბოზული საშუალებების ჯგუფს, ანუ პრეპარატებს, რომლებიც ბლოკავს თრომბების წარმოქმნას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ქსარელტო გამოიყენება მოზრდილებში:

გულის შიგნით თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რაც ხდება არარეგულარული გულის რითმის ფონზე (წინაგულების ფიბრილაცია ან მოციმციმე არითმია), რომლებიც შეიძლება გადაადგილდეს სისხლის ნაკადთან ერთად და გამოიწვიოს თავის ტვინის სისხლძარღვების (ინსულტი) ან თქვენი სხეულის სხვა სისხლძარღვების (სისტემური თრომბოემბოლია) დაცობა;

ქვედა კიდურების ვენებში თრომბების წარმოქმნისას (ღრმა ვენების თრომბოზი, ღვთ), რომლებსაც ასევე შეუძლება სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილება და ფილტვის სისხლძარღვების დაცობა (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ფათე), რაც საჭიროებს მკურნალობას, ასევე განმეორებითი ღვთ/ფათე-ს პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატი ქსარელტო გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში სხეულის მასით 30 კგ-დან:

ფილტვების ვენებში და/ან სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნისას, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ხელახალის წარმოქმნის პროფილაქტიკას (საინექციო ანტიკოაგულანტებით სულ მცირე 5 დღის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ).

პრეპარატ ქსარელტო-ს მოქმედების მეთოდი

ქსარელტო არის ანტიკოაგულანტი, ანუ ეს პრეპარატი ბლოკავს სისხლის შედედების ერთ-ერთ ფაქტორს (Ха ფაქტორი) და ამცირებს სისხლის უნარს წარმოქმნას თრომბები.

თუ გრძნობთ, რომ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღების ფონზე თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებამდე

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი ქსარელტო, თუ:

გაქვთ ალერგია რივაროქსაბანის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში);

გაქვთ მნიშვნელოვანი აქტიური სისხლდენა;

გაქვთ დაზიანება ან მდგომარეობა, რა დროსაც მომატებულია დიდი სისხლდენის რისკი (მაგალითად, გაქვთ ან ახლახან გქონდათ კუჭ-ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი სისხლდენის მაღალი რისკით, ბოლოდროინდელი თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებები, ბოლოდროინდელი ოპერაციები თავის, ზურგის ტვინზე ან თვალზე, ბოლოდროინდელი ქალასშიდა სისხლჩაქცევა, საყლაპავი მილის ვენების დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ვარიკოზი, არტერიოვენური მალფორმაციები, სისხლძარღვების ანევრიზმა ან თავის ან ზურგის ტვინის სისხლძარღვების მხრივ დარღვევები);

თქვენ იღებთ სხვა ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, არაფრაქციულ ჰეპარინს, ენოქსაპარინს, დალტეპარინს, ფონდაპარინუქსს, ვარფარინს, დაბიგატრანის ეტექსილატს, აპიქსაბანს და სხვ.); გარდა სხვა ანტიკოაგულანტიდან რივაროქსაბანზე გადასვლის შემთხვევებისა და პირიქით, არაფრაქციული ჰეპარინის გამოყენებისა ვენაში ან არტერიაში ჩასმული კათეტერის დაცობის თავიდან ასაცილებლად;

გაქვთ ღვიძლის დაავადებები სისხლის შედედების დარღვევით და სისხლდენის მომატებული რისკით, ღვიძლის ციროზის ჩათვლით (კლასი В და С ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით);

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

თუ მიიჩნევთ, რომ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ პრეპარატი ქსარელტო და აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ქსარელტო-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებამდე, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტი თქვენ გეხებათ:

გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:

თირკმელის მძიმე დაავადება მოზრდილებში და თირკმლის ზომიერი ან მძიმე დაავადება ბავშვებში და მოზარდებში, ვინაიდან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის რაოდენობაზე, რომელიც მოქმედებს თქვენს ორგანიზმში;

თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ვარფარინს, დაბიგატრანს, აპიქსაბანს ან ჰეპარინს); ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლისას ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან არტერიული კათეტერის მეშვეობით, რათა ის დარჩეს ღია;

თქვენ იღებთ სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, კეტოკონაზოლს, იტრაკონაზოლს, ვორიკონაზოლს და პოზაკონაზოლს) ან აივ პროტეაზის ინჰიბიტორებს (მაგალითად, რიტონავირს) (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ქსარელტო»);

თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე, მაგალითად არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, აცეტილსალიცილის მჟავას და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს და სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ქსარელტო»);

თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება სისხლდენისადმი;

მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ვერ კონტროლდება პრეპარატების მიღებით;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები წყლულების გარეშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგალითად, ნაწლავის ანთება, საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), გასტრიტი და კუჭის შიგთავსის საყლაპავ მილში მოხვედრა (გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება), სიმსივნეები კუჭ-ნაწლავის ან შარდსასქესო ტრაქტში);

თვალის ბადურის სისხლძარღვოვანი დარღვევები (სისხლძარღვოვანი რეტინოპათია);

ფილტვის დაავადება, რომლის დროსაც ბრონქები დეფორმირებული და გაფართოებულია (ბრონქოექტაზები), ან წარსულში იყო ფილტვისმიერი სისხლდენა;

გაქვთ ონკოლოგიური დაავადება;

გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;

გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს);

გაქვთ არტერიული წნევის არასტაბილური მაჩვენებლები ან დაგეგმილია სამედიცინო ჩარევა (თრომბოლიზისი) ან ქირურგიული ოპერაცია ფილტვებიდან თრომბის მოსაცილებლად (ემბოლექტომია).

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მიიღოთ პრეპარატი ქსარელტო და გჭირდებათ თუ არა უფრო ზედმიწევნითი დაკვირვება.

თუ ოპერაცია გჭირდებათ:

პრეპარატ ქსარელტო-ს მიღების შეწყვეტა და განახლება ოპერაციამდე და მის შემდეგ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად;

თუ ოპერაცია მოიცავს ხერხემალში კათეტერის ჩადგმას ან პრეპარატის შეყვანას (მაგალითად, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიისთვის ან გაუტკივარებისთვის):

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ გაგიჩნდებათ დაბუჟება ან სისუსტე ფეხებში, პრობლემები ნაწლავებთან ან შარდის ბუშტთან დაკავშირებით, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

ბავშვებისთვის კათეტერის ჩადგმის საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება უნდა შეწყდეს და უნდა განიხილოს სხვა პრეპარატის (ხანმოკლე მოქმედების ანტიკოაგულანტი) ინტრავენური შეყვანის შესაძლებლობა.

კანის რეაქციები

კანის რეაქციები უმეტეს შემთხვევაში იწყება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. კანზე მძიმე გამონაყარის (მაგალითად, მისი გავრცელების, გაძლიერების და/ან ბუშტუკების წარმოქმნისას) ან ლორწოვანი გარსის დაზიანებების პირველივე გამოჩენისას შეწყვიტეთ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება (იხ. კარი 4 «შესაძლო არასასურველი რეაქციები»).

ხანდაზმული ასაკი

პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებისას სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს ასაკთან ერთად.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ქსარელტო არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის სხეულის მასით 30 კგ-ზე ნაკლები, ასევე თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

მოზრდილებისთვის მითითებული ჩვენებების მიხედვით პრეპარატ ქსარელტო-ს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია ბავშვებსა და მოზარდებთან მიმართებით.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ქსარელტო

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატების მიღება.

აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი ქსარელტო-ს მიღებამდე, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რადგან ქსარელტო-ს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ფლუკონაზოლს, კეტოკონაზოლს, იტრაკონაზოლს, ვორიკონაზოლს და პოზაკონაზოლს), ისეთი შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ხდება მხოლოდ კანზე მათი დატანა;

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, კლარითრომიცინს, ერითრომიცინს);

ანტივირუსულ პრეპარატებს აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი);

სხვა პრეპარატებს თრომბების წარმოქმნის შესამცირებლად (მაგალითად, ენოქსპარინს, კლოპიდოგრელს ან К ვიტამინის ანტაგონისტებს, როგორიცაა ვარფარინი);

ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებს (მაგალითად, ნაპროქსენს ან აცეტილსალიცილის მჟავას);

დრონედარონს (გულის არითმიის სამკურნალო პრეპარატი);

ზოგიერთ პრეპარატებს დეპრესიის სამკურნალოდ (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორებს და სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების შერჩევით ინჰიბიტორებს).

თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ქსარელტო და გჭირდებათ თუ არა უფრო ზედმიწევნითი დაკვირვება. თუ ექიმი მიიჩნევს, რომ თქვენ გაქვთ კუჭ-ნაწლავის წყლულის განვითარების მომატებული რისკი, მან შეიძლება დაგინიშნოთ მკურნალობა წყლულების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებამდე, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რადგან ქსარელტო-ს ეფექტი შეიძლება შემცირდეს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ფენობარბიტალს);

ჩვეულებრივი კრაზანას პრეპარატებს (მცენარეული პრეპარატები დეპრესიის სამკურნალოდ);

ანტიბიოტიკ რიფამპიცინს.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა ქსარელტო-ს მიღება და საჭიროა თუ არა უფრო ზედმიწევნითი დაკვირვება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ და ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ორსულობა

არ მიიღოთ პრეპარატი ქსარელტო ორსულობის დროს.

თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენ შეიძლება დაორსულდეთ, გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები პრეპარატ ქსარელტო-ს მიღების დროს.

თუ თქვენ დაორსულდებით პრეპარატ ქსარელტო-ს მიღების დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ის მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი შემდგომი მკურნალობების შესახებ.

ძუძუთი კვება

არ მიიღოთ პრეპარატი ქსარელტო, თუ ძუძუთი კვებავთ.

ცხოველებში მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ის მიიღებს გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების მოხსნის ან პრეპარატ ქსარელტო-თი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ფერტილობა (დაორსულების უნარი)

კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ქსარელტო არ ახდენს გავლენას დაორსულების უნარზე მამრ და მდედრ ვირთაგვებში. ჩასახვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენასთან დაკავშირებით ადამიანებში სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატ ქსარელტო-ს შეუძლია გამოიწვიოს გულის წასვლა და თავბრუსხვევა (იხ. კარი 4 «შესაძლო არასასურველი რეაქციები»). თუ გაწუხებთ გულის წასვლა და/ან თავბრუსხვევა, ნუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს და ნუ იმუშავებთ მექანიზმებთან.

პრეპარატი ქსარელტო შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

პრეპარატი ქსარელტო შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს არანაკლებ 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტში ანუ, არსებითად, არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში. ეჭვის გაჩენისას რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები

ინსულტისა და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის

რეკომენდებული დოზა: პრეპარატ ქსარელტო-ს 20 მგ 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს პრეპარატ ქსარელტო-ს 15 მგ 1 ტაბლეტამდე ერთხელ დღეში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია გულის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის აღსადგენად (კანქვეშა კორონარული ჩარევა [კკჩ] სტენტის ჩადგმით), არსებობს შეზღუდული მონაცემები პრეპარატ ქსარელტო 15 მგ-ს დოზის შემცირების შესახებ 1 ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (ან პრეპარატ ქსარელტო 10 მგ-ს 1 ტაბლეტამდე დღეში ერთხელ, თუ თქვენი თირკმელები სათანადოდ არ მუშაობს) ანტითრომბოზულ პრეპარატთან, მაგალითად, კლოპიდოგრელთან დამატებით.

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სამკურნალოდ ან განმეორებითი ღვთ-ს და ფათე-ს პროფილაქტიკისთვის

რეკომენდებული დოზა: პრეპარატი ქსარელტო 15 მგ 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში პირველი 3 კვირის განმავლობაში; 20 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მკურნალობის 3 კვირის შემდეგ.

მინიმუმ 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ შემდეგი დოზებით: 10 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან 20 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები და იღებთ პრეპარატ ქსარელტო-ს 20 მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება 3 კვირს შემდეგ მკურნალობისთვის დოზის შემცირების შესახებ პრეპარატ ქსარელტო 15 მგ 1 ტაბლეტამდე დღეში ერთხელ, თუ სისხლდენის რისკი განმეორებითი ღვთ/ფათე-ს განვითარების რისკზე უფრო მაღალია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატ ქსარელტო-თი მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე უნდა დაიწყოს საინექციო ანტიკოაგულანტებით წინასწარი მკურნალობის შემდეგ ხანგრძლივობით არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.

პრეპარატ ქსარელტო-ს დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და გამოითვლება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.

ბავშვები და მოზარდები სხეულის მასით 30 კგ-დან და 50 კგ-ზე ნაკლები: რეკომენდებული დოზა შეადგენს პრეპარატ ქსარელტო-ს 15 მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ დღიურ დოზას.

ბავშვები და მოზარდები სხეულის მასით 50 კგ ან მეტი: რეკომენდებული დოზა შეადგენს პრეპარატ ქსარელტო-ს 20 მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ დღიურ დოზას.

ბავშვები სხეულის მასით 30 კგ-ზე ნაკლები: შეიძლება გამოიყენოს პრეპარატი ქსარელტო გრანულების ფორმით სუსპენზიის მოსამზადებლად პერორალურად მიღებისთვის ბავშვებში. გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან იმაზე, თუ პრეპარატის რომელი ფორმაა საუკეთესო თქვენი ბავშვისთვის.

მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტის გრაფიკის დაცვა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის გაზრდა სხეულის მასის გაზრდის გამო. არასოდეს გაზარდოთ დოზა დამოუკიდებლად. თქვენი ექიმი თავად გაზრდის დოზას ამის საჭიროების შემთხვევაში.

შეყვანის გზა და (ან) მეთოდი

მოზრდილები

მიიღეთ პერორალურად ჭამის დროს, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, წყლის ან წვენის დაყოლებით.

თუ ვერ ახერხებთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვას, განიხილეთ ექიმთან ერთად პრეპარატ ქსარელტო-ს მიღების სხვა გზები. შესაძლებელია ტაბლეტის დაფშვნა და წყალთან ან ვაშლის პიურესთან შერევა უშუალოდ მიღებამდე.

ასევე შესაძლებელია დაფშვნილი ტაბლეტის შეყვანა ზონდის მეშვეობით, ამის საჭიროების შემთხვევაში.

ბავშვები სხეულის მასით არანაკლებ 30 კგ

მიეცით თქვენს ბავშვს პრეპარატი საკვების მიღებისას, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, სითხის დაყოლებით. გთხოვთ, შეამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვმა მიიღო სრული დოზა.

თუ ბავშვს ეწყება ღებინება:

დოზის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, საჭიროა ახალი დოზის მიღება;

დოზის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, დოზის განმეორებით მიღება საჭირო არ არის და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს განრიგის მიხედვით.

არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ტაბლეტისგან დოზის ნაწილის მიღების მიზნით.

თუ ბავშვს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, საჭიროა გრანულების ფორმით პრეპარატ ქსარელტო-ს გამოყენება პერორალურად მიღებისთვის სუსპენზიის მოსამზადებლად.

თუ პერორალური მიღებისთვის სუსპენზია დაუყოვნებლივ არ არის ხელმისაწვდომი, როდესაც დანიშნულია რივაროქსაბანი 15 მგ ან 20 მგ დოზით, შეიძლება 15 მგ ან 20 მგ ტაბლეტის დაფშვნა და წყალთან ან ვაშლის პიურესთან შერევა უშუალოდ მიღებამდე.

ასევე ექიმს შეუძლია დაფშვნილი ტაბლეტის შეყვანა ზონდის მეშვეობით, ამის საჭიროების შემთხვევაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი.

მოზრდილები

მიიღეთ პრეპარატი ქსარელტო ყოველდღე, სამან მკურნალი ექიმი არ შეწყვეტს მკურნალობას.

ბავშვები და მოზარდები

მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში უნდა გაგრძელდეს სულ ცოტა 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს მკურნალი ექიმის მიერ 12 თვემდე.

თუ მიიღეთ პრეპარატი ქსარელტო საჭიროზე მეტი ოდენობით

დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ მიიღეთ პრეპარატ ქსარელტო-ს ტაბლეტები ძალიან დიდი რაოდენებით. პრეპარატის ძალზე დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გაზარდოს იმის რისკი, რომ დაგეწყოთ სისხლდენა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ქსარელტო-ს მიღება

მოზრდილები

ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის დროს

თუ გამოტოვეთ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის მაშინვე, როგორც კი გაიხსენებთ ამის შესახებ. შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ მომდევნო დღეს, შემდეგ გააგრძელეთ დღეში 1 ტაბლეტის მიღება, როგორც ჩვეულებრივ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციის მიზნით.

ღვთ/ფათე-ს მკურნალობისთვის ან განმეორებითი ღვთ-ს/ფათე-ს პროფილაქტიკისთვის

თუ გამოტოვეთ ტაბლეტის მიღება დოზირების რეჟიმით 15 მგ დღეში ორჯერ (დღე 1–21), მიიღეთ ტაბლეტი გახსენებისთანავე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ორი 15 მგ ტაბლეტის ერთდროულად მიღება. მომდევნო დღეს გააგრძელეთ 15 მგ ტაბლეტების მიღება ორჯერ დღეში ჩვეულებრივ.

თუ გამოტოვეთ ტაბლეტის მიღება დოზირების რეჟიმით დღეში ერთხელ, მიიღეთ ის ამის შესახებ გახსენებისთანავე. შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ მომდევი დღეს, შემდეგ გააგრძელეთ დღეში 1 ტაბლეტის მიღება ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციის მიზნით.

ბავშვები და მოზარდები

თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა ტაბლეტის მიღება, მიეცით ტაბლეტი რაც შეიძლება მალე, როგორც კი შეამჩნევთ ამას, მაგრამ მხოლოდ იმავე დღეს. თუ ეს შეუძლებელია, გამოტოვეთ ეს დოზა და გააგრძელეთ მიღება შემდეგი დოზით ექიმის დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

თუ თქვენ შეწყვეტთ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, რადგან ეს პრეპარატი თავიდან აცილებს სერიოზული გართულებების განვითარებას.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად პრეპარატ ქსარელტო-ს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უჩნდება.

პრეპარატ ქსარელტო-ს შეუძლია სისხლდენის გამოწვევა, რომელიც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს. ძალზე ძლიერმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის მკვეთრი ვარდნა (შოკი). ზოგჯერ შეიძლება არ იყოს შესამჩნევი, რომ გაჩნდა სისხლდენა.

დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ ნებისმიერი შემდეგი არასასურველი რეაქცია:

სისხლდენა

სისხლდენა თავის ტვინში ან თავის ქალაში (შეიძლება იყოს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სისუსტე სხეულის ერთ მხარეს, გულისრევა, კრუნჩხვები, ცნობიერების დაქვეითება, კეფის კუნთების შებოჭილობა).

ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის!

ხანგრძლივი ან ძლიერი სისხლდენა;

უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აუხსნელი შეშუპება, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი ან სტენოკარდია.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საჭიროა ზედმიწევნითი დაკვირვება ან შეცვალოს მკურნალობა.

კანის მძიმე რეაქცია

კანზე მძიმე გამონაყარის, ბუშტუკების გავრცელება ან ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაგალითად, პირის ღრუში ან თვალებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

რეაქცია წამლებზე, რომელიც იწვევს გამონაყარს, ტემპერატურის მატებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, სისხლის მხრივ დარღვევებს და სისტემურ სიმპტომებს (DRESS- სინდრომი).

ასეთი ნიშნების პირველად გაჩენისთანავე საჭიროა შეწყდეს პრეპარატ ქსარელტო-ს მიღება.

ეს არის ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება გაუჩნდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).

მძიმე ალერგიული რეაქცია

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა.

მძიმე ალერგიული რეაქციები ჩნდება ძალზე იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, შეიძლება გაუჩნდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) და არახშირად (ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება, შეიძლება გაუჩნდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს პრეპარატ ქსარელტო-ს მიღებისას:

ხშირად (შეიძლება გაუჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ანემია (სისხლში ერითროციტების დაბალი რაოდენობა), შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე ან ქოშინი;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

სისხლდენა თვალში;

არტერიული წნევის დაქვეითება (შესაძლო ნიშნები: თავბრუსხვევა ან გულის წასვლა ადგომისას);

სისხლჩაქცევა ქსოვილებში ან სხეულის ღრუში (ჰემატომა, ჩალურჯებები);

ცხვირიდან სისხლდენა, სისხლიანი ხველა;

ღრძილების სისხლდენა, სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში (ანუსიდან სისხლდენის ჩათვლით);

მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), გულისრევა და ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი;

სისხლის ანალიზში – ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (ღვიძლის ტრანსამინაზების) აქტივობის მომატება;

კანის ქავილი (მთელ სხეულზე ქავილის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით), გამონაყარი კანზე;

კანზე და კანქვეშა სისხლჩაქცევები;

ტკივილი კიდურებში;

სისხლდენა შარდგამომყოფი გზებიდან და სასქესო სისტემიდან (შარდში სისხლის და მძიმე მენსტრუალური სისხლდენის ჩათვლით);

თირკმლის ფუნქციონირების დარღვევა (სისხლის ანალიზში კრეატინინის კონცენტრაციის მომატების, შარდოვანას კონცენტრაციის მომატების ჩათვლით);

სხეულის ტემპერატურის მატება (ციებ-ცხელება);

კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);

ზოგადი ფიზიკური ძალისა და ენერგიის დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობა);

სისხლდენა სამედიცინო პროცედურის შემდეგ (ოპერაციის შემდეგ ანემიის და ჭრილობიდან სისხლდენის ჩათვლით);

ჭრილობიდან სისხლის ან სითხის გამოყოფა.

არახშირად (შეიძლება გაუჩნდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თრომბოციტოზი (სისხლში თრომბოციტების მომატებული რაოდენობა, თრომბოციტები – ეს არის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას);

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში);

ალერგიული რეაქციები, კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ალერგიული დერმატიტი);

სისხლდენა თავის ტვინში ან თავის ქალის შიგნით (იხილეთ ზემოთ «სისხლდენა»);

გულის წასვლა;

გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია);

პირის სიმშრალე;

ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევა (შესაძლებელის სისხლის ანალიზით განსაზღვრა);

სისხლის ანალიზში – ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის (გგტ), ლაქტატდეჰიდროგენაზას (ლდგ), ლიპაზის, ამილაზის აქტივობის მომატება;

ჭინჭრის ციება;

სახსარში სისხლდენა (ჰემართროზი, იწვევს ტკივილს და შეშუპებას);

ზოგადი გუნებ-განწყობილების გაუარესება (შეუძლოდ ყოფნის ჩათვლით).

იშვიათად (შეიძლება გაუჩნდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);

სისხლის ანალიზში – პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის მატება (ალანინ ამინოტრანსფერაზის (ალტ) აქტივობის შესაბამისი მატებით ან მის გარეშე;

ქოლესტაზი (ნაღვლის გადინების დარღვევა);

ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური სისტემის დაზიანების ჩათვლით (ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანების ჩათვლით);

სისხლდენა კუნთში;

ლოკალური შეშუპება;

სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულის არეში, რომელიც წარმოიქმნება, როგორც პროცედურის გართულება, რომლის დროსაც კათეტერი შეჰყავთ ფეხის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა).

ძალზე იშვიათად (შეიძლება გაუჩნდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ეოზინოფილური პნევმონია (დაავადება, რომლის დროსაც ხდება ეოზინოფილების – სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპის – დაგროვება ფილტვის ალვეოლებში (ბუშტუკებში)).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქნის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

სისხლდენის შემდეგ ფეხების ან ხელის კუნთებში წნევის მომატება, რის შედეგადაც ვითარდება ტკივილი, შეშუპება, მგრძნობელობის ცვლილება, დაბუჟება ან პარალიზი (კომპარტმენტ სინდრომი სისხლდენის შემდეგ);

თირკმლის უკმარისობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა მძიმე სისხლდენის შემდეგ;

თირკმლის სისხლდენა, ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, რაც იწვევს თირკმელების სათანადოდ ფუნქციონირების შეუძლებლობას ნეფროპათია (ანტიკოაგულანტების მიღებასთან ასოცირებული).

დამატებითი არასასურველი რეაქციები ბავშვებსა და მოზარდებში

ზოგადად, იმ ბავშვებში და მოზარდებში გაჩენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე და ხასიათი, რომლებიც პრეპარატ ქსარელტო-ს იღებენ, მოზრდილ ადამიანებში გამოვლენილი არასასურველი რეაქციების მსგავსია.

არასასურველი რეაქციები ბავშვებში ძირითადად იყო მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის.

როგორც მოზრდილებში, მძიმე მენსტრუალური სისხლდენა დაფიქსირდა მოზარდი გოგონების 6,6 % (ხშირად) მენარქეს (მენსტრუალური ციკლის დადგომის) შემდეგ.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჩნდებოდა უფრო ხშირად ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში:

ძალზე ხშირად (შეიძლება გაუჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თავის ტკივილი;

სხეულის ტემპერატურის მომატება (ციებ-ცხელება);

ცხვირიდან სისხლდენა;

ღებინება.

ხშირად (შეიძლება გაუჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია);

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში);

სისხლის ანალიზში – ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

იშვიათად (შეიძლება გაუჩნდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართ ფურცელში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემების მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected] ან [email protected]

საიტი: www.roszdravnadzor.gov.ru

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»

მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)

ტელეფონი: +7 7172 23 51 35

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო «ჯანდაცვაში ექსპერტიზის და გამოცდების ცენტრი»

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი: +375 17 231 85 14

ფაქსი: + 375 17 252 53 58

ფარმაკოზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected], [email protected]

საიტი: www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება «წამლისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი»

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5

ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: www.pharm.am

პრეპარატი ქსარელტო-ს შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ყოველ ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) „ვარგისია“-ს გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 30 С ტემპერატურაზე.

დაფხვნილი ტაბლეტები

პრეპარატ ქსარელტო-ს დაფხვნილი ტაბლეტი სტაბილურია წყალში და ვაშლის პიურეში 4 საათის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები

პრეპარატი ქსარელტო შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაა რივაროქსაბანი მიკრონიზებული.

ქსარელტო, 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მიკრონიზებული რივაროქსაბანის 15 მილიგრამს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):

ცელულოზა მიკროკრისტალური,

ნატრიუმის კროსკარმელოზა,

ჰიპრომელოზა 5 сР (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 2910),

ლაქტოზის მონოჰიდრატი,

მაგნიუმის სტეარატი,

ნატრიუმის ლაურილსულფატი;

გარსი:

საღებარი რკინის ოქსიდი წითელი (E 172),

ჰიპრომელოზა 15 сР (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 2910),

მაკროგოლი 3350 (პოლიეთილენგლიკოლი (3350))

ტიტანის დიოქსიდი (Е 171).

ქსარელტო, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მიკრონიზებული რივაროქსაბანის 20 მილიგრამს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):

მიკროკრისტალური ცელულოზა,

ნატრიუმის კროსკარმელოზა,

ჰიპრომელოზა 5 сР (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 2910),

ლაქტოზის მონოჰიდრატი,

მაგნიუმის სტეარატი,

ნატრიუმის ლაურილსულფატი;

გარსი:

საღებარი რკინის ოქსიდი წითელი (E 172),

ჰიპრომელოზა 15 сР (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 2910),

მაკროგოლი 3350 (პოლიეთილენგლიკოლი (3350))

ტიტანის დიოქსიდი (Е 171).

პრეპარატი ქსარელტო შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს და ნატრიუმს (ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი), იხ. კარი 2.

პრეპარატი ქსარელტო-ს გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი

ქსარელტო, 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

პრეპარატი წარმოადგენს აპკიანი გარსით დაფარულ მრგვალ ორმხრივ ამოზნექილ ვარდისფერ-ყავისფერი ფერის ტაბლეტებს; ამოტვიფვრის მეთოდით დატანილია გრავირება: ერთ მხარეს – სამკუთხედი დოზირების აღნიშვნით «15», მეორე მხარეს – ბაიერის საფირმო ჯვარი.

ქსარელტო, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

პრეპარატი წარმოადგენს აპკიანი გარსით დაფარულ მრგვალ ორმხრივ ამოზნექილ წითელ-ყავისფერი ფერის ტაბლეტებს; ამოტვიფვრის მეთოდით დატანილია გრავირება: ერთ მხარეს – სამკუთხედი დოზირების აღნიშვნით «20», მეორე მხარეს – ბაიერის საფირმო ჯვარი.

ბაიერ აგ-ში, გერმანია, წარმოებისას

14 ტაბლეტი პოლიპროპილენის აპკისა და ალუმინის ფოლგის ან პოლივინილქლორიდ-პოლივინილდიქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 2 ან 7 ბლისტერი, თითოეული 14 ტაბლეტით, ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.

ბაიერ ბიტერფელდ გმბჰ-ში, გერმანია, წარმოებისას

14 ტაბლეტი პოლიპროპილენის აპკისა და ალუმინის ფოლგის ან პოლივინილქლორიდ-პოლივინილდიქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 2 ან 7 ბლისტერი, თითოეული 14 ტაბლეტით, ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.

შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფარმაცევტულ ფირმა «პოლისან»-ში, რუსეთი, წარმოებისას

14 ტაბლეტი პოლივინილქლორიდ-პოლივინილდიქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 2 ან 7 ბლისტერი, თითოეული 14 ტაბლეტით, ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი.

ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany

მწარმოებელი

ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 51368 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 51368 Leverkusen, Germany

ბაიერ ბიტერფელდ გმბჰ, ორთშთეილ გრეპპინ, შალეგასტერ შასსე 1, 06803 ბიტერფელდ-ვოლფენი, გერმანია

Bayer Bitterfeld GmbH, Ortsteil Greppin, Salegaster Chaussee 1, 06803 Bitterfeld-Wolfen, Germany

შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა «პოლისანი», რუსეთი, 192102, ქ. სანქტ-პეტერბურგი, სალოვის ქუჩა, სახლი 72, კორპ. 2, ლიტ. А

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე:

სს «ბაიერი»

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა, სახლი 18, შენობა 2

ტელეფონი: +7 495 231 12 00

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკის ტეროტორიაზე:

შპა «ბაიერ კაზ»

050057, ქ. ალმათი, ტიმირიაზევის ქუჩა, 42, პავილიონი 15, ოფისი 301

ტელეფონი: +7 727 258 80 40

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი, 57, ოთახი 54

ტელეფონი: +375 17 239 54 20

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკის ტეროტორიაზე:

0080, ქ. ერევანი, საიათ ნოვას კვარტალი 8/3

ტელეფონი: +374 11 20 15 50

ინფორმაციის სხვა წყაროები

გამოყენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მედიკამენტების ერთიან რეესტრში და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უფლებამოსილი ორგანოს (ექსპერტული ორგანიზაციის) ოფიციალურ ვებგვერდზე https://grls.rosminzdrav.ru.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა